მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
Atman |
Jun 26 2010, 10:26 AM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.
მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს. მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე. რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი... აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი ). მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა? პასუხი: საჭიროა! მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია! მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)! პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
neo |
Jun 26 2010, 01:14 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
გაცილებით პრაქტიკული საფუძველი აქვს მაგ ვერ ადგომას ვიდრე ფსიქო ფიზიოლოგიური...
ადრე რომ ადგე ამისათვის მთელი ქვეყანა უნდა იყოს მოწყობი. ყველაფერი კი დამოკიდებულია სამუშაო საათებზე. პატრიარქის რჩევა მანამდე ვერ განხორციელდება სანამ სახელმწიფო სამსახურები და ბანკები 9-10 საათზე იწყებენ მუშაობას. მაგაზეა მიბმული შემდეგ სხვა ორგანიზაციები, სატრანსპორტო სისტემა, კინო თეატრები, სპორტული დარბაზები და ა.შ. მე პირადად სახლში ვერასდროს ვერ მივდივარ 11 საათზე ადრე. თან როცა მივდივარ ძალიან დაღლილი ვარ უკვე. მცირეოდენი დასვენება, ჭამა, გასეირნება, ლოცვა და გახდა პირველი საათი. პირველზე რომ დაიძინებ 5 ზე ნამდვილად ვერ ადგები. 5 ზე უკვე ჩვენთან კაი გათენებულია. და მერწმუნეთ ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანი არის. კი შეიძლება რომ 4 საათზე მეტი არ იძინო მაგრამ, მეორე დღეს ძალა და ენერგია რომ გჭირდება მძიმე ფსიქო ფიზიკური ამოცანების გადასაწყვეტად... გამოუძინებელი ვეღარაფერს აკეთებ... შეიძლება ვირაცეებმა მოახერხონ ადრე ადგომა და ადრე დაძინება, მაგრამ მაგ შემთხვევაში მარტოსულებად ცხოვრება მოუწევთ, ეგ კი უფრო უარესია ვიდრე სხეულის ინტოქსიკაცია... კსტაწე მაგაში მართალი ხარ. მანთ გამთენიიდან ნათელი მოფენამდე ტემპერატურული გარდატეხა ხდება და ვინც ადრე იღვიძებს ის ხვდება როგორ მიმდინარეობდა რამე ორგანიზმის დასუფთავების პროცესი... რაც ადრე გაიღვიძებ უსიტყვოდ მით უკეთესია, ოღონდ ძილი უნდა გეყოს. -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი