მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
Atman |
Jun 26 2010, 10:26 AM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.
მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს. მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე. რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი... აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი ). მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა? პასუხი: საჭიროა! მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია! მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)! პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Jun 26 2010, 03:03 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ამას აიურვედის თემიდან დავაკოპირებ:
აიურვედაში არსებობს ისეთი ცნება როგორიცაა დოშები. მათ ახსნას არ დავიწყებ ახლა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ არსებობს სამი დოშა: ვატა, პიტა და კაპჰა. 24 საათიც ამ დოშების მიხედვითაა დაყოფილი. დავიწყოთ ღამიდან: ღამის 2-დან 6 საათამდე მოქმედებს დოშა ვატა. ვატა უმეტესწილად დაკავშირებულია ჰაერის ელემენტთან და ამ დროს გონება და ჭკუა უფრო ლაბილორი და მოძრავია. ამ შუალედში გაღვიძება ყველაზე კარგია (და მე თუ მკითხავთ აუცილებელიც), იმიტომ რომ რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ დროს უფრო ადვილია ადგომა, ვიდრე მაგალითად 7 საათზე. თანაც 3-დან 5 საათამდე არის ე.წ. ბრაჰმა-მუჰურტას პერიოდი, როცა მატერიალური გუნები არ მოქმედებენ და ჭკუა ყველაზე გაწონასწორებულია, შესაბამისად ეს ყველაზე საუკეთესო დროა ლოცვისთვის და სხვა სულიერი პრაქტიკისთვის. 5 საათიდან უკვე ძალაში შემოსვლას იწყებს სათნოების გუნა. ამ დროს იღვიძებს ბუნება (ჩიტებიც ამ დროს იწყებენ ჭიკჭიკს 6-დან 10 საათამდე მოქმედებს კაპჰა. კაპჰა დაკავშირებულია სიმყარესთან, გამაგრებასთან. ეს დრო ყველაზე საუკეთესოა რაიმეს დამახსოვრებისთვის და სწავლისთვის, იმიტომ რომ რაც შედის ჭკუაში მყარად ჯდება ამ დროს. ასევე შეამჩნევთ, რომ ამ დროს გეძინებათ, იმიტომ რომ კაპჰას დამახასიათებელი თვისება ძილისადმი მიდრეკილებაცაა (მაგრამ ამ დროს ძილი არ შეიძლება). საუზმობა ყველაზე კარგი 7-8 საათის შუალედშია. საუზმე აუცილებლად უნდა შეიცავდეს ტკბილ გემოს. კარგია მაწონი, იოგურტი და ზოგიერთი სხვა რძის პროდუქტი (რძის, და ყველის გარდა). ძალიან კარგია თაფლი. ხილი კი დილის პროდუქტად ითვლება და მისი საღამოს ჭამა არ შეიძლება. 10-დან 14 საათამდე მოქმედებს პიტა, რომელიც ცეცხლთანაა დაკავშირებული. ცეცხლი კი ტრანსფორმაციასთან, ცვლილებასთან. ამ დროს ძალაში შედის ვნების (რაჯა) გუნა, რომელიც საღამომდე გრძელდება. სადილობა ყველაზე კარგი 11-დან 1 საათამდეა, იმიტომ რომ ამ დროს მზის ენერგია მაქსიმალურად გვეხმარება საჭმლის მონელებაში. სხვა დროს კი (მაგალითად ღამე ან საღამოს ჭამისას) ჩვენი სასიცოცხლო ენერგია დიდი რაოდენობით იხარჯება მონელებაზე. 14-დან 18 საათამდე ისევ ვატა შემოდის ძალაში. შემდეგ 18-დან 22 საათამდე ისევ კაპჰა (და ამ დროს დაძინება ყველაზე საუკეთესოა, იმიტომ რომ ჯანმრთელი დანორმალური ფსიქიკის ადამიანს ამ დროს აქვს ძილისკენ მიდრეკილება. თუ 22 საათს გადაცდა, უკვე გვიჭირს დაძინება, იმიტომ რომ ისევ პიტა შემოდის ძალაში. პიტა კი ცეცხლია, აქტიურობაა. ასევე 18 საათიდან შემოდის ძალაში უმეცრების (ტამა) გუნა. როგორც ვიცით დასავლეთში სწორედ მაგ დროს იწყება "ცხოვრება" და "გართობა" (თუკი რა თქმა უნდა ძალა შემორჩათ მონური მუშაობის შემდეგ). 18 საათის შემდეგ საჭმლის ჭამა აღარ შეიძლება, და ისედაც ვახშამი ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, ბოსტნეულისგან და ადვილად მოსანელებელი პროდუქტისგან შემდგარი. მამაკაცებისთვის საღამოს ტკბილის ჭამა არ შეიძლება. ქალებისთვის შეიძლება ოღონდ ცოტა. ასევე გავიმეორებ, რომ ცომეულის და მარცვლეულის ჭამა მხოლოდ სადლზე შეიძლება, დილით და საღამოს კუჭს უჭირს მათი მონელება. როგორც უკვე ავღნიშნე 22 საათიდან ძალაში შედის პიტა და გრძელდება ღამის 2 საათამდე. რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია: ჭკუა ისვენებს (მთვარის ენერგიის გავლენით) მხოლოდ 22-დან 24 საათამდე შუალედში. მაგის მერე რამდენიც არ უნდა გვეძინოს ჭკუა ვერ ისვენებს და ვერ აღიდგენს ენერგიას, ისვენებს მხოლოდ სხეული. ხოლო იმ 2 საათის შუალედში დასვენება სრულიად საკმარისია ჭკუისთვის. ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 6 საათი. 20-დან 2-3 საათამდე, 21-დან 3 საათამდე ან 22-დან 4 საათამდე. გაღვიძების ნორმალური მაქსიმუმი მამაკაცებისთვის 5 საათია, ქალებისთვის კი 6. (მნიშვნელობა არა აქვს ზამთარია თუ ზაფხული). ძილის წინ ცოტა ძროხის რძის დალევის სარგებლობაზე უკვე ბევრი ვისაუბრე. თუკი ამ რეჟიმს დაიცავთ გარანტიას გაძლევთ მცირედ ავადმყოფობებსაც თავისით განიკურნავს ორგანიზმი და ასევე საუკეთესო პროფილაქტიკაა ყველანაირი ავადმყოფობისთვის. ისევ ვიმეორებ: ხორცის ჭამა აიურვედის მიხედვით დაუშვებელია (თანამედროვე აიურვედა უშვებს, მაგრამ ეს მხოლოდ კომერციის და სიტუაციაზე მორგების გამო მოხდა). ასევე აიურვედა არ გირჩევთ კოფეინის შემცველი და სხვა აღმაგზნებელი სასმელის ან საჭმელის მიღებას. ქართველებს რომ იცნობდეს აიურვედა ღვინის დალევას (ზომიერად) დაუშვებდა მაგრამ ლუდი და არაყი დროა ამოიღოთ რაციონიდან. ყველა ეს პრინციპი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და როცა ერთს ვიცავთ, ეს მეორეს დაცვაშიც გვეხმარება და პირიქით. ვინც დროს სწორად ანაწილებს ყველაფერს ასწრებს: ღმერთისთვისაც, სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი