პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#161
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 12 2007, 09:19 PM
პოსტი
#162
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მინდა ორი რამ დავაზუსტოთ:
1) მომიყვანეს ასეთი არგუმენტი კვეთებულის ლოცვას ერიდებიან მოძღვრები და ჩვენც უნდა მოვერიდოთ ლოცვებში მოხსენიებასო, ეს შედარება სუსტია და ვერცერთ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან იქ მოძღვარი უშუალოდ ეშმაკს მიმართავს და მას განაგდებს, აქ კი მე უფალს ვესაუბრები და მას ვთხოვ შეეწიოს იმ ადამიანს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება! ( წმ. მღვდელმოწამეზე კი მექანიკურად "კართაგენელი" დავწერე, ახლა შევასწორე და მივანიშნე, რომელ კვიპრიანეს ვგულისხმობ). 2)თვითმკვლელზე არც კი ვკამათობთ, ანუ ცრუ და გადამეტებული მოჩვენებითი სიყვარული წირვაში თვითმკვლელის მოხსენებაზეა დაწერილი! ციტატა ამავ დროს თვითმკვლელია მამათა სწავლებით ის ცოცხალი ადამიანიც, ვინც შეგნებულად განეშორება და თავს არიდებს (მამათა განმარტებით შეგნებულად ხელს კრავს ანუ გმობს) სულიწმინდის მადლს, ანუ ფიზიკურად ცოცხალია მაგრამ თავს იკლავს და ხდება მოსიარულე გვამი. აქ ლეონტი ბატონო სამი რამ უნდა დააზუსტო: პირველი შენის აზრით, ვინ არის ეს ადამიანები? და მეორე წყაროც უნდა მოიყვანო, საიდან იწერ ამას და მესამეც რამდენად არის ეს გაზიარებული მამათა მიერ, რომ ცოცხალი თვითმკვლელს უიგივდება და ლოცვებში მათი სახელიც არ ახსენოთო ( ) ? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი