IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია
დათიკო
პოსტი Mar 4 2007, 10:37 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ჩემი აზრით სანამ თავად წმინდა წერილის შესწავლას დავიწყებდეთ, უნდა შევისწავლოთ მისი დაწერის ისტორიაც. მიმოვიხილოთ პერიოდი როდესაც იწერებოდა წმინდა წერილი. ძალიან საინტერტესოა ამის ცოდნა.

ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები.

I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები.
მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით.

II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი.

მე - 3 და მე-4 პერიოდებს მოგვიანებით დავწერ.

ასევე დავწერ წმინდა წერილის თავებად და მუხლებად დაყოფის ისტორიასაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Mar 12 2007, 09:49 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



თქვენთვის ყველასათვის, სამღვდელოებისათვისაც და ერისკაცთათვისაც იყოს ძველი აღთქმის შემდეგი საღმრთო წიგნები: ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა. ისო ნავეს ძისა - ერთი, მსაჯულთა - ერთი, რუთისა - ერთი, მეფეთა - ოთხი, ნეშტთა - ორი, ეზრასი - ორი, ესთერისა - ერთი, მაკაბელთა - სამი, იობისა - ერთი, ფსალმუნნი - ერთი, სოლომონისა - სამი, იგავნი, ეკლესიასტე, ქებათა-ქება, თორმეტი წინასწარმეტყველისა: ესაიასი - ერთი, იერემიასი - ერთი, ეზეკიელის - ერთი, დანიელის - ერთი. ამათ გარდა შეისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენს ახალგაზრდებსაც მრავალსწავლული ზირაქის სიბრძნე. ჩვენი წიგნები, ე.ი ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი, და იოანესი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანეს - სამი, იაკობისა - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტის ეპისტოლე - ორი და ეპისკოპოსთათვის განწესებული კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი, რომლებიც ყველას მსჯელობის საგანი არ უნდა გახდეს მათში შესულ საიდუმლოთა გამო და მოციქულთა საქმენი. ეს კანონები განწესებულია ჩვენს მიერ თქვენთვის, ოი, ეპისკოპოსნო, ხოლო თქვენ თუ ამას დაიცავთ, ცხონდებით და მშვიდობა გექნებათ, ხოლო თუ ეურჩებით, დაიტანჯებით და მუდმივი ბრძოლა გექნებათ ერთმანეთში და ურჩების შესაფერისი სასჯელიც დაგედებათ. ერთმა ღმერთმა, სმარადისომ და ყველას დამბადებელმან მშვიდობისა მიერ გაგაძლიეროთ თქვენ ყველანი სული წმიდით და განგამტკიცოთ ყველა კეთილი საქმის მიმართ სწორად, ბრალის გარეშე, უბიწოდ და ღირსი გაგხადოთ საუკუნო ცხოვრებისა ჩვენთან ერთად მისი საყვარელი ძის, ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს შუამდგომლობით, რომელთანაც არის დიდება ყოველთა უზენაეს ღმერთთან, მამასთან ერთად ნუგეშინისმცემელი სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

მოციქულთა კრების 85-ე კანონი


ეკლესიაში წაკითხულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები.
კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა, ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღმრთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა, ისო ნავეს ძისა, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზდრას ორი წიგნი.
ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება - ერთი წიგნი. ჩვენს ძმასა და თანამწირველს ბონიფანტეს და იმ მხარის სხვა ეპისკოპოსებსაც ეუწყოს ეს წინამდებარე კანონის დასამტკიცებლად, ვინაიდან ეს (წიგნები) მივიღოთ მამათაგან ეკლესიაში საკითხავად.

კართაგენის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დათიკო   ახალი აღთქმის წმინდა წერილის   Mar 4 2007, 10:37 PM
დათიკო   III პერიოდი ეს პერიო...   Mar 4 2007, 10:54 PM
დათიკო   IV პერიოდი მოიცავს III...   Mar 4 2007, 11:20 PM
მარიამი   დათიკო არაკანონიკ...   Mar 4 2007, 11:26 PM
ზურა   აქა მშვიდობა, და ზ...   Mar 9 2007, 10:08 PM
დათიკო   მარიამი ალბათ ცდო...   Mar 5 2007, 12:36 AM
KAIROS   იაკობის სახარება, ...   Mar 9 2007, 08:52 PM
მხევალი ნინო   KAIROS რითი დასტურდე...   Mar 12 2007, 04:36 PM
KAIROS   ეგ მამებმა დაამტკ...   Mar 12 2007, 09:46 PM
მნათე   თქვენთვის ყველასა...   Mar 12 2007, 09:49 PM
LEBU   გაუ! ;) რამდენადაც ...   Mar 14 2007, 05:49 PM
IOANE_   გაუ! ;) რამდენადაც...   Nov 24 2008, 11:19 PM
მხევალი ნინო   LEBU დღიურის პონტზე ...   Mar 14 2007, 07:10 PM
დათიკო   LEBU თავად მოციქულებ...   Mar 15 2007, 01:07 AM
LEBU   ხოო... მადლობთ ნინ ;) ...   Mar 15 2007, 05:34 PM
დათიკო   როგორც იქნა მოვიცა...   Mar 16 2007, 01:10 AM
მოყვასი   ახალი აღთქმის წმი...   Jan 30 2009, 05:52 PM
დათიკო   მოყვასი სანამ სხვ...   Jan 31 2009, 03:37 AM
მოყვასი   დათიკო მადლობ პასუ...   Jan 31 2009, 06:28 PM
ქევანა   ამაზე ცალკე თემა რ...   Mar 6 2009, 02:39 PM
expert:)   ბავსშვებო სემინარ...   Mar 21 2009, 12:24 AM
დათიკო   expert:) სუნი კი არა მაგ...   Mar 21 2009, 11:39 AM
.:Lela:.   expert:) სუნი კი არა მაგ...   Mar 24 2009, 04:59 PM
მოყვასი   თემას დავუბრუნდებ...   May 8 2009, 08:09 PM
დათიკო   მოყვასი არა.   May 9 2009, 03:10 AM
sanfol   როგორც პავლე მოციქ...   Jan 11 2015, 07:07 PM
A.V.M   sanfol პავლე წერს მაგა...   Feb 27 2015, 10:23 PM
sanfol   A.V.M გასაგებია მადლო...   Feb 28 2015, 11:45 AM
marine   "შეიძლება გაჩნდე...   Jul 29 2016, 09:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 07:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience