მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jun 17 2010, 09:17 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საინტერესოა
ციტატა რომ სინჯების აღების მექანიზმიც გამოვიდა წყობიდან რადა ნეტა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Jun 29 2010, 10:30 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შესაძლებელია, რომ ფილმ "ავათარში" ნაჩვენები პლანეტის-პანდორას ტიპის პლანეტების არსებობა არცთუ ფანტასტიკის სფერო იყოს - ასეთ დასკვნამდე მიდის უამრავი მეცნიერი, რომლებიც მუშაობენ ეგზოპლანეტების (მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტები) ძიების სფეროში.
დღეს დაახლოებით 400 ასეთი პლანეტაა ნაპოვნი, თუმცა არცერთი არ არის დედამიწისეული ტიპის სიცოცხლისთვის მისაღები. ნასას ცნობილი ლაბორატორიის (Jet Propulsion Laboratory) მეცნიერ-თანამშრომლის სტეფან მარტინის აზრით: "პრობლემა ასეთი პლანეტების ძიებისა მდგომარეობს იმაში, რომ ამ პლანეტების ვარკვლავები ინფრაწითელ სპეტრში (ეს არის დიაპაზონი რომელშიც ასხივებს ნებისმიერი ცხელი ან თუნდაც თბილი სხეული, ამ დიაპაზონში ეძებენ ასეთ პლანეტებს) ასხივებენ 10 მილიონჯერ უფრო ინტენსიურად, ვიდრე თავად პლანეტები და ამიტომ ამ პლანეტების გამოსხივება არ ჩანს გაცილებით დიდი გამოსხივების ფონზე." თუმცა, სგეფან მარტინის და Sigma Space Corp-ის მეცნიერ თანამშრომლის ა.ჯ. ბუთის (A.J. Booth) ინიციატივით შეიქმნა ე.წ. ნულინგ ინტერფერომეტრი (იხ. სურათზე), რომელიც აკვირდება პლანეტებს ინფრაწითელ დიაპაზონში. მოწყობილობა ისეა შექმნილი, რომ მოხდეს 4 სხვადასხვა ტელესკოპის დაკვირვების კომბინირება და ამ კომბინირების შედეგად ხორციელდება ვარსკვლავის გამოსივების ჩახშობა და შედეგად რჩება მხოლოდ პლანეტის გამოსხივება, რაც ასეთი პლანეტების აღმოჩენის აქამდე სერიოზულ პრობლემას პრაქტიკულად გადაწყვეტადს ხდის. http://www.sciencedaily.com/releases/2010/...00624141700.htm ზოგადად ასტრობიოლოგთა (ასტრობიოლოგია - მეცნიერების მიმართულება, რომელიც იკვლევს სიცოცხლის წარმოშობის საკითხს სამყაროში) მიდგომა დღეს ასეთია, რომ თითქმის ყველა თანხმდება რომ იმ ცოდნის მიხედვით რაც მოგვეპოვება დღეს, მთელი სამყარო სავსე უნდა იყოს მიკროორგანიზმების ტიპის სიცოცხლით, თუმცა ჩვენნაირი მაღალორგანიზებული არსებებით დასახლებული პლანეტების რაოდენობა ან ერთია და ისიც ჩვენ, ან ძალიან მცირე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი