მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
Jun 29 2010, 03:06 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
კანუდოსელი
ციტატა ერთი - რომ დაინახო უნდა ჯერ ირწმუნო - ეს სულიერების სფეროს ეხება (მაგალითად რომ დაინახო ანგელოზები ჯერ უნდა ირწმუნო) სულიერი და მატერიალური პირობითი დაყოფაა, თორე ანგელოზები არსებობენ მიუხედავად იმისა, ირწმუნებ თუ არა. უბრალოდ თუ ირწმუნებ უფრო მეტი შანსი გაქვს რომ დაინახო, ეგაა სულ. ანუ რწმენაზე არაა დამოკიდებული ობიექტური რეალობა. სუბიექტურობა კი თვალის სხვადასხვა დონით ახელაა და მეტი არაფერი. ერთადერთი ობიექტორობა უმაღლესი სუბიექტურობაა, ანუ ის მდგომარეობა, როცა თვალები ბოლომდე გახელილი გაქვს. ციტატა მე ღრმად მწამს რომ თუ (მატერიალური) ცოცხალი ფორმა არსებობს სადმე სამყაროში, მათი ძიება მეცნიერების კომპეტენციაა. ზუსტად ეგაა თანამედროვე მეცნიერების თვისება: "მე თვითონის" პრინციპი, როცა უკვე არსებულ ცოდნას არ გინდათ რომ დაეყრდნოთ და თავიდან ცდილობთ აღმოჩენას. არსებობს რაღაც განზომილებები და სფეროები, რომლის ზემოთ ვერაფერს ვერ მიწვდები მატერიალური აღჭურვილობით, იმის ქვემოთ კი ბატონო, აღმოაჩენენ და უკვე აღმოჩენილიცაა ტექნოკრატიული ცივილიზაციების ნიშნები (უცხო პლანეტელებს ვგულისხმობ), მაგრამ იმას, რომ მზეზეც არის სიცოცხლე და მათი მატერიალური სხეული ცეცხლის ელემენტისგან შედგება, ამიტომ ჩენ ვერ დავინახავთ, მეცნიერებისთვის გაუგებარია. ჰოდა იმიტომაც თვლით მითებად. ანუ თვლით რომ რეალობა მხოლოდ ისაა, რასაც ხედავთ, ან რაც პროგნოზირებული გაქვთ, რომ ახლო მომავალში დაინახოთ (იმიტომ რომ თუნდაც ვიღაცამ გამოთქვა მეცნიერული ჰიპოთეზა ამასთან დაკავშირებით). არც ერთი პლანეტა არაა დაუსახლებელი. ეს ცალსახად წერია ვედებში და თუ გინდა რწმენის დონე დაარქვი, მე დარწმუნებული ვარ ამაში. მეცნიერებას მხოლოდ ქვე-არსებები ეჩვენებიან, ზე-არსებები კი მხოლოდ განწმენდილი გულის ადამიანებს (რომლებსაც მეცნიერება შიზოფრენიკებს უწოდებს). -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი