![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
„დიროლი“ ბავშვებში - გონებრივ ჩამორჩენილობას,
ორსულებში კი ნაყოფის მუტაციას იწვევს ერთი შეხედვით უვნებელი საღეჭი რეზინი - „დიროლი“ სიცოცხლისთვის საშიშია. „დრონი.ჯი“-ს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, საღეჭი რეზინი „დიროლი“ ბავშვებში - გონებრივ ჩამორჩენილობას, ხოლო ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის მუტაციას იწვევს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მტკიცებით, საღეჭი რეზინი „დიროლი“ შეიცავს დამტკბობ ნივთიერებას - ასპარტამს, რომელიც ორი ამინომჟავისაგან შედგება, ასპარჰინის მჟავისაგან და ფენილალანილისაგან. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი, ფენილალანს ჩვეულებრივად ამუშავებს, მაგრამ იმ ადამიანებზე, ვინც დაავადებულნი არიან თანდაყოლილი ფენილკეტონურიით, რაც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, საკმაოდ სავალალოდ მოქმედებს და შესაძლოა, ტვინისა და ნერვული სისტემის დარღვევაც კი გამოიწვიოს. ვითომდა უვნებელი საღეჭი რეზინი „დიროლი“ შეიცავს სწორედ იმ გამანადგურებელ ნივთიერებას - ფენილალანს, რამაც შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფსიქიკაც ადრეული ასაკიდან. „დიროლის“ გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ ასევე ფეხმძიმე ქალბატონებმაც, რათა მათი ნაყოფის განვითარებას ზიანი არ მიადგეს. „დრონი.ჯი“-ს მიერ ინტერნეტის საშუალებით მოძიებულ დოკუმენტებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „დიროლი“ უარყოფითად მოქმედებს როგორც ნაყოფის განვითარებაზე, ისე ბავშვის (მოზარდის) ფსიქიკასა და მის გონებრივ განვითარებაზეც. უცხოური სამეცნიერო კვლევითი ცენტრების დასკვნებს „დიროლის“ შესახებ ეთანხმებიან ქართველი ექიმებიც. დიეტოლოგებისა და პედიატრების აზრით, საღეჭი რეზინი, კონკრეტულად კი `დიროლი~ ადამიანის ორგანიზმისათვის საშიშია. პედიატრმა „დრონი.ჯი“-ს განუცხადა, რომ „დიროლის“ გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენილობა. „გამორიცხული არაა, რომ „დიროლის“ ინტენსიურმა მოხმარებამ ბავშვის ფსიქიკის დაზიანება გამოიწვიოს“. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 01:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი