სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Jun 30 2010, 09:08 AM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
World According to Monsanto
სამყარო მონსანტოს მიხედვით დეტექტივი, დოკუმენტური 2008 საფრანგეთი მარი-მონიკ რობინი არპად პუშტაი ”საკვები - ეს არის ძალაუფლება! ჩვენ მას ვიყენებთ, რათა შევცვალოთ ადამიანთა ქცევა. ზოგი ამას მოსყიდვასაც დაარქმევს. ჩვენთვის კი სულერთია - მაინც არ ვაპირებთ შეცვლას...” (კატერინა ბერტინი) ფილმი არის ”დარტყმა” ყველასთვის, ვონც გენმოდიფიცირებული პროდუქტის, ბიოტექნოლოგიების და გლობალიზაციის მომხრეა...(V) ![]() http://gol.ge/index.php?cat=movies&details=7048&order=1.1 მონსანტოს შესახებ გაგებული გექნებათ ალბათ. ეს არის უდიდესი ამერიკული მონსტრ-კორპორაცია, რომლისთვისაც შემოსავალია ყველაზე მთავარი და ამას სწირავს კაცობრიობას, ბუნებას და დედამიწას! მონსანტო ფულს უხდის ყველკა ქვეყნის ფერმერებს და გლეხებს, რომ მათი გენმოდიფიცირებული ხორბალი, სიმინდი, შვრია და სხვა პროდუქტები დათესონ, ხოლო ბუნებრივი ხორბლის შესყიდვას და განადგურებას ახდენენ, რომ საბოლოოდ მოსპონ. დარწმუნებული ვარ მონსანტოს პროდუქტი საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული, ოფიციალური ან შენიღბული სახით. მოკლედ საინტერესო ფილმია და გირჩევთ ნახოთ! ეს კი ძალიან კარგი ქართული სტატიაა მონსანტოს შესახებ: http://ucnauri.com/17/05/2010/მონსანტო/ აკონტროლეთ რას მიირთმევთ! ![]() ![]() ![]() P.S.თუ ეწვევით “მონსანტოს” ოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა და “აყვავებული” გარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს. ცივილიზებული სამყაროს 99% დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის “შედევრებს” თუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული”. ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ “მონსანტოს” მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს. პ.პ.ს. ასეთი კომპანია მარტო მონსანტო არაა! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
Jun 30 2010, 12:48 PM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
კიდევ ერთი საყურადღებო სტატია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით:
http://www.ambebi.ge/meditsina/21317-frthk...s-sakvebiq.html გენმოდიფიცირებული პროდუქტი (ზოგი მას "ფრანკენშტეინის" საკვებს უწოდებს) არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის გენი შეცვლილია ლაბორატორიული გზით - ერთ ორგანიზმში ჩაშენებულია სხვა ორგანიზმის გენი, რათა ამა თუ იმ ბუნებრივი პროდუქტის თვისებები გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესდეს. მაგალითად, იმისთვის, რომ პომიდორი იყოს სიცივის ამტანი, მისი მოდიფიკაცია ხდება ჩრდილოეთის ზღვების თევზების გენის გამოყენებით, ხოლო მაღალი ტემპერატურის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად მის გენს უმატებენ მორიელის ან უდაბნოს ერთ-ერთი ჯიშის გველის გენს. თავდაპირველად ასეთი წესით პროდუქტის წარმოებას მეტად ჰუმანური მიზნით ხსნიდნენ - უნდა გადაჭრილიყო მსოფლიოში სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა და დაძლეულიყო შიმშილი. ამგვარი პროდუქტების მასობრივი წარმოება დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში და დღეს უკვე არნახული მასშტაბი მიიღო, თუმცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის რეგულირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე მოხვედრა, ბევრ ქვეყანაში კი აკრძალულია ე.წ. გენმოდიფიცირებული თესლის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ამ საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით ეკიდებიან მცირემიწიან ქვეყნებში და არა მხოლოდ მცირემიწიან ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში ამგვარი თესლის შეტანა აკრძალულია. რა ხდება საქართველოში? მაგდა ანიკაშვილი, პარლამენტარი: - სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებდა გენმოდიფიცირებული პროდუქტის ქართულ ბაზარზე მოხვედრას. არადა, მიგვაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა ერისთვის შესაძლოა დამღუპველად იქცეს ასეთი დაუდევრობა. ჩვენი აზრით, საქართველოში უნდა აიკრძალოს როგორც პროდუქტის, ასევე სათესლე მასალების შემოტანა. გვესმის, რომ ეს ერთი ხელის დაკვრით ვერ მოხერხდება, ამიტომაც პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, დაკანონდეს პროდუქტის მარკირება, ანუ მითითებული იყოს, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. ეს მეთოდი ყველა განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. ამის თაობაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" ორიოდე თვის წინ შევიმუშავეთ სპეციალური დადგენილება, რომლის მიღების შემთხვევაშიც პარლამენტს შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო, თუმცა ჩვენი დადგენილება ვერ გავიდა. სამაგიეროდ გავიდა უმრავლესობის წევრ გიორგი გოგუაძის დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც მარკირებას 2013 წლიდან დააკანონებს. სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, მით უფრო იმის გასათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე წელია, ვერა და ვერ მივიღეთ კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ. ვითომ 2010 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ რიგ პროდუქტზე კონტროლის შესახებ ჩაწერილი მუხლების ამოქმედება ისევ გადაიდო. მათი ნაწილი 2011 წელს, ნაწილი - 2013, ნაწილიც კიდევ 2017 წელს ამოქმედდება. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით საშიშია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალების შემოტანა. - რით ახსნით ხელისუფლების ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას? - ჩვენი დადგენილების განხილვისას, უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, ჯერ არავის დაუდგენია, რომ გენური მოდიფიკაციის სურსათი მავნებელიაო, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. დავით ჩაჩანიძე, ექიმი-ჰომეოპათი, ბიოტექნოლოგი: - ამგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება და, როგორც წესი, აწარმოებენ ის კომპანიები, რომლებიც თვითონვე არიან მწარმოებლები, შესაბამისად, რა შედეგსაც მიიღებენ, ადვილი მისახვედრია. თუმცა მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ, სულ ცოტა, სამი თაობის გამოცვლა იქნება საჭირო საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად. დავანებოთ თავი სამედიცინო კვლევებს და უბრალო ლოგიკით ვიმსჯელოთ, რა შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას გენმოდიფიცირებული პროდუქტის მასშტაბურმა გავრცელებამ. ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი ადაპტირებულია გარკვეული სახის საკვებზე. ადამიანთა უმრავლესობა კვების რაციონში ცვლილებას ნორმალურად იტანს, მაგრამ ნაწილს, სულ ცოტა, 20%-ს მაინც აქვს ამაზე სერიოზული რეაქცია. მოგეხსენებათ, რომ ქართველების ნაწილი ვერ იტანს ზღვის პროდუქტებს - ორგანიზმი განსხვავებულ საკვებს როგორც შხამს, ისე აღიქვამს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ პომიდორს და მასთან ერთად, უხეშად თუ ვიტყვით, მივირთმევთ მორიელს, ხომ შეიძლება ამან სერიოზული ალერგიული შოკი გამოიწვიოს და, სავარაუდოდ, აქვს კიდეც რიგ შემთხვევებში ასეთი შედეგი. უბრალოდ, დამტკიცება ვერ ხერხდება იმისა, რომ ეს სწორედ გენმოდიფიცირებული საკვების ბრალია. ხომ ფაქტია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ალერგიული დაავადებების რიცხვი. თავის მხრივ, იმუნიტეტის დაქვეითება უამრავი სხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მეცნიერთა ნაწილი ონკოლოგიური დაავადებების ასეთი გახშირების მიზეზად სწორედ გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების საკვებად გამოყენებას მიიჩნევს. ვინაიდან სულ რაღაც ოცი წელია, ამგვარი საკვების გამოყენება დაუშვეს, ძნელია დაზუსტებით თქმა, რას და როგორ იწვევს. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად არის დარეგულირებული ამგვარი პროდუქტის მოხმარება. გენური ინჟინერია ნამდვილად რევოლუციური ნაბიჯია, მაგრამ საქმე ის არის, თუ მოახერხებს ადამიანი შესაბამის რევოლუციურ ადაპტაციას. გენეზისი გვიჩვენებს, რომ ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს საუკუნეები სჭირდება, შესაბამისად, როცა ევოლუციურ განვითარებას არ ვაცლით, იქ რეალურია, მოხდეს სხვადასხვა სახის მუტაცია, რაც, რა შედეგს მოუტანს კაცობრიობას, არავინ იცის. რა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი? ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი: - გენური მოდიფიკაციის პროდუქციისგან თავისუფალი ზონა, უპირველესად, იმას ნიშნავს, რომ ასეთ ზონაში აკრძალულია გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ასეთ მასალაში ცოცხალი გენია ჩანერგილი და გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს. ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ აკრძალა. კიდევ არ არის დაზუსტებული იმ ზიანის მასშტაბები, რის მოტანაც შეუძლია ამ თესლს გარემოსთვის. გარდა ამისა, განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვთა კვებაში გენმოდიფიცირებული ნივთიერებების გამოყენება, არადა, საქვეყნოდ გახმაურებული ამბავია, რომ ცნობილი კომპანია "ნესტლე," რომლის პროდუქციაც დღეს ქართულ ბაზარზეა, გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს იყენებდა. ჩვენთან შემოტანილ პროდუქტს კი არ აქვს მითითებული, არის თუ არა მასში გენური ინჟინერიით მიღებული კომპონენტები. არადა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს მითითებულია ნებისმიერ პროდუქტზე. დედამ უნდა იცოდეს, რას აჭმევს ბავშვს. რატომ არ უნდა იყოს ეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი, გაუგებარია. ამიტომაც სასწრაფო საქმედ მიმაჩნია ე.წ. პროდუქტის მარკირების დაკანონება, რაც ნიშნავს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს უნდა მიეთითოს, რომ ასეთ ნივთიერებებს შეიცავს. შემდგომ თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, რის ყიდვა ურჩევნია. რაც შეეხება სათესლე მასალას, მისი შემოტანა უნდა აიკრძალოს! თესლის მწარმოებელი ე.წ. მულტინაციონალური კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, გასაღების ბაზარს ეძებენ. შესაბამისად, არაფერს იშურებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამის ლობირებისთვის. გენმოდიფიცირებული პროდუქტის ძირითადი მწარმოებელია "მონსანტოს" კომპანია და მასში შემავალი სხვადასხვა ფირმა, რომელთაც შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლი. ამ კომპანიამ იმდენი მოახერხა, რომ მთელი აფრიკის ტერიტორია აითვისა. "მონსანტო" შესაძლოა იქცეს მთელი მსოფლიოს სერიოზულ პრობლემად, რადგან მისი მოქმედების მასშტაბი დღითი დღე იზრდება, ის ჩვენთვისაც სერიოზული საფრთხის შემცველია. მათ შეუძლიათ მოგვიწყონ ეკონომიკური დივერსია, რაც უკვე გააკეთეს აფრიკაში. ეს დაახლობით იმას ემგვანება, ადამიანს ნარკოტიკს რომ მიაჩვევ და მერე აღარ მისცემ. თუ ადგილობრივი სათესლე მასალა არ გვექნა და მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით ვიღაცის მოწოდებულ თესლზე, ამან შეიძლება მძიმე შედეგები მოგვიტანოს. ჩვენთან დღეს თესლის წარმოება აღარ ხდება, სათესლე მეურნეობები აღარ არსებობს, ყველაფერი შემოტანილია, კარტოფილის თესლიც აღარ გვაქვს, მგონი. არ ვამბობ, რომ სულ გენმოდიფიცირებული შემოდის, მაგრამ ნელ-ნელა სრულიად დამოკიდებული ვხდებით უცხო ბაზარზე. ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს სათესლე მეურნეობების განვითარებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ გენმოდიფიცირებულ თესლს რეპროდუქციის უნარი არა აქვს - ერთხელ დათესავ, მიიღებ მოსავალს, მეორე წელს თესლი ისევ უნდა იყიდო. ამგვარი თესლის მწარმოებელი კომპანიები სწორედ ამით მდიდრდებიან. ჩვენი ხელისუფლება გაიძახის, ბევრი გვაქვს გასაკეთებელიო, არადა, ცოტა ხანში გასაკეთებელი არაფერი გვექნება! გვექნება გამოფიტული ნიადაგები, რადგან გენმოდიფიცირებული თესლი უფრო ძლიერია და დიდი რაოდენობით იღებს ნიადაგიდან მიკროელემენტებს, ფაქტობრივად, შლის ნიადაგს, რის აღდგენაც შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, თითქმის დამტკიცებულია, რომ გენმოდიფიცირებული ჯიშები სერიოზულად მოქმედებს ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებზე და საბოლოოდ სპობს მათ. - ძირითადად, რისი თესლი შემოდის? - ზუსტად ვიცი, სიმინდის თესლი შემოდიოდა, სხვათა შორის, თავდაპირველად ჰუმანიტარული დახმარების სახით. თავის დროზე ერთი მეტად სერიოზული წერილი მაქვს ნანახი, სადაც მწარმოებელი წერდა, დაარიგეთ ეს თესლი საჩუქრად, მაგრამ გლეხების სიმინდის თესლი შეისყიდეთო! დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია. ასევე შემოდის პომიდვრის და კარტოფილის თესლი. - თუ შეიძლება ვიზუალურად მივხვდეთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია? - შეუძლებელია. ამბობენ, რომ ასეთ პროდუქტს სუნი და არომატი არ აქვს, მაგრამ იგივენაირია ზედმეტი სასუქით მოყვანილი ბოსტნეულიც. - ქალბატონო ნინო, პარლამენტმა პროდუქტის მარკირების საკითხი 2013 წლამდე გადადო, რით ახსნით ამგავარ დაუდევრობას? - დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა ე.წ. კარტახენას ბიოუსაფრთხოების ოქმზე მიერთება. მანამდე კანონპროექტი ორჯერ ჩავარდა, რასაც მოჰყვა სერიოზული ზეწოლა ევროპიდან და მოთხოვნა, რომ აუცილებლად მომხდარიყო ამ ოქმის რატიფიცირება. რატომ ვიყავით ასე დამფრთხალი და რატომ გვეშინოდა როგორც წინა მთავრობას, ისე ამჟამინდელს ამ ოქმის, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. უფროს სწორად, დანამდვილებით არ ვიცი, ვინ ლობირებდა ამ საკითხს და ცდილობდა, არ მომხდარიყო ოქმის რატიფიცირება, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვიღაცის გავლენის გარეშე, თავისთავად მომხდარიყო. ეს ოქმი ითვალისწინებს, რომ მოხდეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება. გარდა ამისა, სახელმწიფოში უნდა იყოს ერთი ლაბორატორია, სადაც მოხერხდება ამგვარი პროდუქტის კვლევა. ჩვენმა ხელისუფლებამ რატიფიცირება კი მოახდინა, მაგრამ შესაბამის კანონის მიღება 2013 წლამდე გადადო. რატომ? - ისევ და ისევ ვიღაცის ინტერესის გამო, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ლაბორატორიის გაკეთება შეიძლება ძვირი ჯდება, მაგრამ მარკირება ნიშნავს, რომ მოითხოვ და მწარმოებელი ვალდებულია, თვითონ მოახდინოს აქ შემოსატანი პროდუქტის მარკირება. ერთი საკითხიც, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთს ეხება: იქ მთელი სოფლის-მეურნეობა გენურ ინჟინერიაზეა აგებული, უნდა ვიცოდით, რომ არაერთი თურქი სპეციალურად ჩამოდის საქართველოში, რათა აქ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიძინოს. ცნობილია, რომ მსხვილი კომპანიები ერთი სახის პროდუქტს ხშირად სამ კატეგორიად უშვებენ - პირველი, შიდა მოხმარებისთვის, ეს ძირითადად ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს ეხება, მეორე - ექსპორტისთვის განვითარებულ ქვეყნებში და მესამე - ექსპორტისთვის განვითარებად ქვეყნებში. მესამე კატეგორიის პროდუქტი იაფია, მაგრამ ნაკლებად დაზღვეული საფრთხეებისგან. როგორც წესი, ამ პროდუქტის 80%-ში გენმოდიფიცირებული ნივთიერებებია გამოყენებული. სამწუხაროდ, საქართველოში მეტწილად სწორედ ამგვარი პროდუქტი ხვდება, თუმცა ჩვენთან თითქმის არაფერი კეთდება ამისგან თავდასაცავად. ცნობისათვის მეცნიერებმა გენური ინჟინერიის პირველი წარმატებული ცდა 1977 წელს ჩაატარეს. გენური მოდიფიკაციის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი კი პირველად 1987 წელს გამოიყვანეს, რომლის შედეგადაც მიიღეს ვირუსული დაავადებების ამტანი პომიდორი. 1993 წლიდან კი დაუშვეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მასობრივი წარმოება და გაყიდვა მსოფლიო მასშტაბით. სხვათა შორის დღეს დაზუსტებით იმის თქმა, არის თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი, ძნელი სათქმელია. მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ დასაბუთებული დასკვნა, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სულ ცოტა, 50-60 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ინტერნეტის საშუალებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ თავის პროდუქტებში გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: "ნესტლე", "ლიპტონი" (ჩაი), "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი), "რამა" (კარაქი), "ნესკაფე" (ყავა და რძე), "კოკა-კოლა", "პეპსი" და სხვა. ნათია დოლიძე ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman გენმოდიფიცირებული პროდუქტები! Jun 30 2010, 09:08 AM
Atman არც ისე კარგადაა ს... Jun 30 2010, 12:59 PM
A.v.B
[b][size=4]არც ისე კარგად... Jun 30 2010, 03:29 PM
terra Atman
ძმაკაცმა დამირე... Jun 30 2010, 01:09 PM
Atman terra
მეც სულ ცოტა ხან... Jun 30 2010, 01:26 PM
lingvo პრობლემის მოგვარე... Jun 30 2010, 01:35 PM
Atman
განხორციელდება თ... Jun 30 2010, 01:54 PM
Atman კიდევ ერთი დოკუმენ... Jun 30 2010, 02:45 PM
terra კაშმარ. Jun 30 2010, 03:11 PM
Atman terra
მასონების ხელიც... Jun 30 2010, 03:20 PM
terra Atman
უცხოპლანეტელებ... Jun 30 2010, 03:26 PM
.zakaria.
Atman
უცხოპლანეტელებ... Jun 30 2010, 03:30 PM
Atman terra
ჰოდა ყველამ გავ... Jun 30 2010, 03:33 PM
terra .zakaria.
მე კლარა ხეცუ... Jun 30 2010, 03:38 PM
.zakaria.
.zakaria.
მე კლარა ხეცურ... Jun 30 2010, 03:41 PM
terra
აბა მე კაცი რატო მა... Jun 30 2010, 03:52 PM
A.v.B როგორც ხდება ხომე ... Jun 30 2010, 03:40 PM
Atman A.v.B
მთავრობას და სა... Jun 30 2010, 03:44 PM
Atman დილას ვაშლ-ატამა მ... Jul 1 2010, 10:09 AM
terra
დილას ვაშლ-ატამა მ... Jul 1 2010, 10:32 AM
Atman მიჩურინი იუდა! მი... Jul 1 2010, 10:44 AM
terra მენდელი, მენდელი ძ... Jul 1 2010, 10:53 AM
Atman terra
მენდელი არ ვიცი, ... Jul 1 2010, 10:57 AM
terra Atman
я думаю это не спроста :... Jul 1 2010, 11:08 AM
k@the რატომ აოFFებთ, კარგი... Jul 1 2010, 02:01 PM
kato_Bato აქ ბიო ლაბორატორიე... Jul 1 2010, 02:08 PM
marine ყველაზე მეტად პომი... Jul 1 2010, 02:17 PM
izi-bartki ყველაფერს ემჩნევა ... Jul 1 2010, 04:12 PM
terra izi-bartki
ეგ ხო, მაგრამ, ... Jul 1 2010, 04:23 PM
ikanosi თქვენ არ ჭამოთ, მე მ... Jul 1 2010, 04:35 PM
izi-bartki terra
რა ვიცი მე ნათეს... Jul 1 2010, 04:52 PM
mata აუ ერთხელ პომიდორი... Jul 1 2010, 07:16 PM
nikolozzi მგონი პურიც არ არი... Jul 1 2010, 08:11 PM
Atman izi-bartki
აქ ვაშლზე ან ა... Jul 1 2010, 09:33 PM
kato_Bato nikolozzi
ხორბალი ჩვენთა... Jul 1 2010, 09:45 PM
Atman ისა უკაცრადვად და ... Jul 1 2010, 09:46 PM
fiore Atman
ვიწერ :P Jul 1 2010, 10:34 PM
ikanosi Atman
და რა ვიცით რომ ე... Jul 1 2010, 10:49 PM
Atman ikanosi
მაგას შენით უნ... Jul 2 2010, 06:28 AM
lingvo საფრთხე, რომელიც გ... Jul 2 2010, 11:27 AM
Ligia :( :( :(
სამწუხაროდ ჩვე... Jul 2 2010, 05:02 PM
fiore '[size=4][color=#FF0000]მონსანტ... Jul 2 2010, 06:18 PM
izi-bartki ისე ადრე რომელირაც... Jul 2 2010, 08:55 PM
ikanosi რაიმე მცდელობა არი... Jul 2 2010, 09:26 PM
lingvo ფილმში ერთი ამერიკ... Jul 2 2010, 09:53 PM
ikanosi lingvo
ვერც გემოთი? Jul 2 2010, 09:58 PM
lingvo
lingvo
ვერც გემოთი?
ხშ... Jul 2 2010, 10:03 PM
fiore ისადა ამბობენ სოიო... Jul 3 2010, 12:30 AM
Atman fiore
კი მასეა. ნაღდ ს... Jul 3 2010, 04:26 AM
Atman Mass Protests against GM Crops in India
http://w... Jul 9 2010, 07:06 AM
ქევანა გენმოდიფიცირებულ... Jul 9 2010, 01:59 PM
sandro40 სააკაშვილის მრევლ... Jul 9 2010, 02:53 PM
izi-bartki გუშინ სტუმარი მყავ... Jul 10 2010, 03:46 PM
terra izi-bartki
კონსერვანტებ... Jul 10 2010, 04:36 PM
izi-bartki
izi-bartki
კონსერვანტებ... Jul 10 2010, 08:30 PM
Crazy Soul მგონი ამ თემას შეე... Sep 11 2010, 06:12 PM
terra უყურეთ!!
http://rutube.ru/tra... Nov 15 2010, 10:23 PM
syd რა ვქნათ აბა, რა ვჭა... May 20 2012, 10:01 PM
Martl_madidebeli tv3 ახალი შექმნილი ი... Jan 9 2013, 07:10 PM
llaasshhaa მიყვარს ჩიზბურგერ... May 13 2013, 04:28 AM
marine დედა ანტონიას (კავ... Sep 12 2013, 02:37 PM
G_saxva
ვინც პირჯვრის გარ... Sep 12 2013, 02:50 PM
marine
ასეთ რაღაცეებზე მ... Sep 12 2013, 03:04 PM
G_saxva
ბოროტი გაცინებს... :(... Sep 12 2013, 03:12 PM
marine
არა და მაგარი სასც... Sep 12 2013, 03:16 PM
G_saxva
გიო, დღესდღეობით თ... Sep 12 2013, 03:32 PM
marine
მარინე ეგრე ნების... Sep 13 2013, 10:20 AM
G_saxva
ყველაფერი რწმენიდ... Sep 13 2013, 10:45 AM
marine
რწმენაზეა დამოკიდ... Sep 13 2013, 11:06 AM
G_saxva
არ გეთანხმები, გიო.... Sep 13 2013, 11:11 AM
marine
არ ხარ სწორი მარინ... Sep 13 2013, 11:11 AM
G_saxva
გიო, შენ საკვებს ჯვ... Sep 13 2013, 11:14 AM
qetevano
100%-ით გეთანხმები Sep 13 2013, 10:55 AM
qetevano marine
ტრანსპორტში რო... Sep 13 2013, 11:11 AM
marine
[b]marine
ტრანსპორტში რ... Sep 13 2013, 11:15 AM
G_saxva
რაც შეეხება ტრანს... Sep 13 2013, 11:22 AM
marine
სიმართლე გითხრათ ... Sep 13 2013, 11:25 AM
G_saxva
შეიძლება ამ დროს თ... Sep 13 2013, 11:35 AM
qetevano marine
მესმის ჯვარს მე... Sep 13 2013, 11:19 AM
marine
marine
მესმის ჯვარს მე... Sep 13 2013, 11:21 AM
qetevano marine
ვიღაცაზე თუ შეც... Sep 13 2013, 11:23 AM
qetevano რაღა შორს წავიდე დ... Sep 13 2013, 11:27 AM
marine
რაღა შორს წავიდე დ... Sep 13 2013, 11:31 AM
qetevano marine
მე კიდე ვინც დამ... Sep 13 2013, 11:36 AM
G_saxva
G_saxva
შეიძლება ცუდი ... Sep 13 2013, 11:41 AM

marine
არა ნაჩქარევად ნა... Sep 13 2013, 11:48 AM
marine
marine
და საერთოდ სხვ... Sep 13 2013, 11:43 AM
qetevano G_saxva
ასეც ხომ ბევრი ... Sep 13 2013, 11:45 AM
qetevano marine
ეგ ხოო მაგრამ ზო... Sep 13 2013, 11:53 AM
G_saxva კარგი რა მარინე შე... Sep 13 2013, 11:54 AM
marine
კარგი რა მარინე შე... Sep 13 2013, 02:17 PM
G_saxva
გიო, ყველაფრის სათ... Sep 13 2013, 02:42 PM
marine
მე ეგეტი შიშით შექ... Sep 13 2013, 02:58 PM
G_saxva
გიო, შენ რწმენაში ა... Sep 13 2013, 03:16 PM
marine ყველამ წაიკითხეთ htt... Feb 11 2014, 03:25 PM
G_saxva მგონი ის ჯობს დავწ... Feb 11 2014, 04:01 PM
A.V.M დარხეული გვაქვს ...
:... Feb 12 2014, 01:24 AM
marine "პროდუქტებზე არს... Jan 11 2016, 03:01 PM
marine "კიბოთი ყველაზე მ... Apr 19 2016, 11:36 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 01:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი