გენმოდიფიცირებული პროდუქტები!, და შხამ-ქიმიკატები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გენმოდიფიცირებული პროდუქტები!, და შხამ-ქიმიკატები... |
Atman |
Jun 30 2010, 09:08 AM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
World According to Monsanto
სამყარო მონსანტოს მიხედვით დეტექტივი, დოკუმენტური 2008 საფრანგეთი მარი-მონიკ რობინი არპად პუშტაი ”საკვები - ეს არის ძალაუფლება! ჩვენ მას ვიყენებთ, რათა შევცვალოთ ადამიანთა ქცევა. ზოგი ამას მოსყიდვასაც დაარქმევს. ჩვენთვის კი სულერთია - მაინც არ ვაპირებთ შეცვლას...” (კატერინა ბერტინი) ფილმი არის ”დარტყმა” ყველასთვის, ვონც გენმოდიფიცირებული პროდუქტის, ბიოტექნოლოგიების და გლობალიზაციის მომხრეა...(V) http://gol.ge/index.php?cat=movies&details=7048&order=1.1 მონსანტოს შესახებ გაგებული გექნებათ ალბათ. ეს არის უდიდესი ამერიკული მონსტრ-კორპორაცია, რომლისთვისაც შემოსავალია ყველაზე მთავარი და ამას სწირავს კაცობრიობას, ბუნებას და დედამიწას! მონსანტო ფულს უხდის ყველკა ქვეყნის ფერმერებს და გლეხებს, რომ მათი გენმოდიფიცირებული ხორბალი, სიმინდი, შვრია და სხვა პროდუქტები დათესონ, ხოლო ბუნებრივი ხორბლის შესყიდვას და განადგურებას ახდენენ, რომ საბოლოოდ მოსპონ. დარწმუნებული ვარ მონსანტოს პროდუქტი საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული, ოფიციალური ან შენიღბული სახით. მოკლედ საინტერესო ფილმია და გირჩევთ ნახოთ! ეს კი ძალიან კარგი ქართული სტატიაა მონსანტოს შესახებ: http://ucnauri.com/17/05/2010/მონსანტო/ აკონტროლეთ რას მიირთმევთ! P.S.თუ ეწვევით “მონსანტოს” ოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა და “აყვავებული” გარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს. ცივილიზებული სამყაროს 99% დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის “შედევრებს” თუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული”. ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ “მონსანტოს” მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს. პ.პ.ს. ასეთი კომპანია მარტო მონსანტო არაა! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
lingvo |
Jul 2 2010, 11:27 AM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
საფრთხე, რომელიც გენურმა ინჟინერიამ მოიტანა სურსათის უვნებლობა დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აქვს ინფორმაცია, თუ რამდენად უვნებელ, ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მიირთმევს. არადა, დღეს მთელ მსოფლიოში სურსათს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მით უფრო, მას შემდეგ რაც ბოლო წლებში გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის მასშტაბები გაიზარდა. გმო-ს აკრძალვა და ეტიკეტირება საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას საზოგადოებაში უკვე სერიოზული შიშით უყურებენ. უკვე აღავინ არის დარწმუნებული, რომ მის სუფრაზე გაშლილი სანოვაგე ეკოლოგიურად სუფრაა და გენური ინჟინერიის წყალობით არ არის რაიმე პროდუქტი მიღებული. პირველ რიგში, კი ეჭვებს პური იწვევს. როგორც ცნობილია, საფუარი, რომლითაც პური მზადდება, დიდწილად სწორედ გენმოდიფიცირებულია. საკმაოდ რთულია, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლოს თავის დაცვა გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან. საქართველოში გმო პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები ქვეყნაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, გმო პროდუქციის გასაკონტროლებლად შემოდგომისთვის სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში კი მისი მარკირება მოხდება. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეთანხმეული, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს გმო პროდუქცია ქართულ ბაზარზე. საქართველო გამოცხადდეს, ამ ტიპის საქონლისგან სრულიად თავისუფალ ზონად, თუ ეს მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეეხოს. მარიამ ჯორჯაძე (ექსპერტი, ასოციაცია “ელკანას” დირექტორი): “შეუძლებელია საქართველო გმო პროდუქციისგან სრულიად თავისუფალ ზონად გამოცხადდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საერთაშორისო კანონმდებლობით ჯარიმების გადახდა დაგვეკისროს. იმპორტიორმა შეიძლება უჩივლოს ქვეყანას, რომ ის დამატებით ბარიერებს უქმნის მეწარმეებს. თუ ქვეყანას გმო ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად აცხადებ, მაშინ უნდა გქონდეს იმის საშუალებაც, რომ გააკონტროლო ეს პროცესი და საზღვარზე არ შემოვიდეს ასეთი ტვირთი. თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება. ეს თვით ევროგაერთიანებამაც კი ვერ შეძლო, რომ გმო პროდუქტი მაინც აეკრძალა. თავად მოსახლეობას შეუძლია თავისი თემი გამოაცხადოს ასეთ თავისუფალ ზონად და არ დაუშვას ასეთი პროდუქციის შეტანა. ხოლო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები არიან, მსგავსი გამოცხადება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული”. გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების მიზანია, რომ არ მოხდეს საქართველოს უნიკალური აგრარული ჯიშების გადაგვარება. როგორც ცნობილია, ამ სფეროს გაუკონტროლების გამო საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე. მზა პროდუქციის შემოტანის შემთხვევაში კი უნდა მოხდეს მისი ეტიკეტირება, რათა მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა სახის პროდუქციას ყიდულობს. თანაც ასეთი პროდუქციის ეტიკეტირება გამოიწვევს მასზე ფასის დაწევას. საგულისხმოა, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს. “ეტიკეტირება მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ შესაძლოა საქართველოში ამის განხორციელებაც რთული აღმოჩნდეს. პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობა არსებობდეს. ამასთან სათანადო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს, სპეციალური ლაბორატორები უნდა მოქმედებდნენ, სადაც მზა პროდუქტი გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველობაზე შემოწმდება, თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული ეტიკეტირების განხორციელება” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე. საგულისხმოა, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც მთლიანად გამოცხადდნენ გმო-სგან თავისუფალ ზონად. მათ შორის არის საბერძნეთი, რომელმაც 2004 წელს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ ბაზარზე 12% მაინც გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შეადგენს, განსაკუთრებით კი სოიოსა და ხორბლის სახით. გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან საქართველოს თავისუფალ ზონად გამოცხადებას მთავრობა მხარს არ უჭერს, თუმცა ეტიკეტირების მომხრეა. თავისუფალ ზონად გამოცხადების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის იზოლირება მაინც შეუძლებელია სისტემური კონტროლის სირთულეების გამო და თანაც ასეთ პროდუქციაზე ბაზარზე მოთხოვნა არსებობს. თანაც საქართველოს საზღვრები ბიოლიგიურად გამჭვირვალეა და ქვეყნის იზოლაცია ბუნებრივი შეღწევისგან მხოლოდ კუნძულებზეა შესაძლებელი. თავისუფალ ზონად გამოცხადების მოწინააღმდეგეები იშველიებენ ბიოუსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო აქტებსაც, რომლის მიხედვითაც ასეთი ვალდებულება ქვეყნებს არ აქვთ. საერთაშორისო რეგულირება ბიოუსაფრთხოების სფეროში ემყარება ბიოუსაფრთხოების ოქმს (კარტახენას ოქმი), რომელიც, თავის მხრივ, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას (ე.წ. რიოს დეკლარაციას) ეყრდნობა. საქართველო რიოს კონვენციის მხარეა 1997 წლიდან, ხოლო კარტახენას ოქმის რატიფიცირება პარლამენტის მიერ 2008 წლის შემოდგომაზე მოხდა. სხვათა შორის, მსოფლიოში გმო პროდუქციის ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმას, რომ ამ გზით შესაძლებელია სასურსათო კრიზისის დაძლევა. თუმცა ექსპერტები შენიშნავენ, რომ ეს მოსაზრება გადაჭარბებულია. “15 წელია, რაც გენმოდიფიცირებული კულტურები არენაზე გამოჩნდნენ, მაგრამ არც ერთ ამ კულტურას თავისი მოსავლით ინდუსტრიული ჯიშებისთვის არ გადაუჭარბებია. ისინი მაღალმოსავლიანობით ნაკლებად გამოირჩევიან. ასე რომ, შეხედულება, თითქოს მსოფლიოს შიმშილისგან იხსნის, არ დასტურდება. გმო პროდუქტებს არც უკეთესი კვებითი ღირებულება გააჩნიათ და მოსავლიანობა აქვს უკეთესი. ამასთან, ამ ტექნოლოგიის გამოყენება დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ამდენად გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა საკმაოდ ძვირია და გათვლილია ინდუსტრიული წარმოების და არა მცირე და ღარიბი ფერმერების მოთხოვნილებებზე” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე. საგულისხმოა, რომ გენური ინჟინერიის განვითარებამ და ბაზრებზე გმო პროდუქციის გამოჩენამ სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში იზრდება. საქართველოს ამ მხრივ სერიოზული პოტენციალი გააჩნია, მთავარია სწორი პოლიტიკის წარმოება. შოთა ცუკოშვილი (”ახალგაზრდა ფერმერთა სახლის” თავმჯდომარის მოადგილე): “გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქცია დღევანდელ კვერცხს ჰგავს, ამიტომ განვითარდა ის ასე სწრაფად. ჩვენ მომხრე ვართ ბიომეურნეობების განვითარების, როცა პროდუქციაც ხარისხიანია და მომხმარებელიც კმაყოფილი. ასეთი ბიომეურნეობების შესაქმნელად ფერმერის, გლეხის სტიმულირებაა საჭირო, რაც პირველ რიგში, სახელმწიფოს ვალია. სოფლის მეურნეობის სწორად წარმართვა დამოკიდებულია დარგობრივ სამინისტროზე. აუცილებელია სუბსიდიები, ასევე, კონტროლი იმ სახეობის პროდუქციის იმპორტზეც, რომელთა ანალოგებსაც ჩვენი ფერმერები აწარმოებენ და საკუთარ ქვეყანაში ვერ ყიდიან, რადგან ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული, მაგრამ იაფი პროდუქციით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება ჩვენს ფერმერს გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე იმპორტიორებს გენმოდიფიცირებულის. ამიტომ ადგილობრივი ბაზარი იჩაგრება. თუმცა ესეც მოგვარებადია, თუკი სწორი პროპაგანდა იქნება, მომხმარებელი არ არის სწორად ინფორმირებული გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქციის შედეგზე. თუკი საზოგადოებას დავუსაბუთებთ ბიოპროდუქციის უპირატესობას და გენმოდიფიცირებულის მავნებლობას, დამერწუნეთ, 1 წლიანი სააგიტაციო პროგრამა საკმარისი იქნება ადგილობრივი ბაზრის განვითარებისათვის”. რა გმო პროდუქტებს მივირთმევთ? გენური ინჟინერია, როგორც მეცნიერება, 70-იანი წლებიდან განვითარდა. თავდაპირველად ეს “სინჯარის” მეცნიერება იყო და მისი პრაქტიკული გამოყენების იდეა ქიმიურ კონცერნებს ეკუთვნოდათ. კომერციული მიზნით, გენმოდიფიცირებული კულტურები პირველად 1996 წელს დაითესა. სხვათა შორის, საქართველოშიც გმო პროდუქცია ამ დროიდან შემოდის. გენმოდიფიცირებული კულტურები გენური ინჟინერიის გზით მიიღება. მცენარეებში ასეთ დროს უცხო გენის ჩანერგვა ე. წ. გენის თოფით ხდება. ანუ, მცენარეული უჯრედის ბაქტერიით ინფიცირებას აქვს ადგილი და ამ დროს უცხო გენი ამ უჯრედში გადადის. გენური ინჟინერიის მეთოდებით შესაძლებელია თევზის გენის პომიდორში ჩანერგვა, ან ღორის გენისა – კარტოფილში და ა.შ. გენური ინჟინერიის ტექნოლოგიით დღეისათვის ოთხი ძირითადი კულტურა მიიღება: სოიო, სიმინდი, ბამბა და კანოლა (თალგამის ნაირსახეობა). კვლევები ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა მარცვლეულ, პარკოსან და ბოსტნეულ კულტურებზე, ხეხილზე, დეკორატიულ მცენარეებსა და ისეთ ხემცენარეებზეც კი, როგორიცაა ფიჭვი, ალვის ხე, ევკალიპტი და სხვ. დღეისათვის მსოფლიოში სულ 30-მდე მცენარეზე არის ნებართვა გაცემული კომერციულ თესვაზე. გენური ინჟინერიის ტექნოლოგიას თითქმის სრულად ფლობს 6 მულტინაციონალური კომპანია: მონსანტო, სინჯენტა, დუპოინტი, ბასფი და ბაიერი. გენმოდიფიცირებული პროდუქტები მრავალნაირია – გარკვეული ვაქცინები, წამლები, საკვები დანამატები და მრავალი გადამუშავებული თუ დაკონსერვებული საკვები პროდუქტი შეიცავს მკვდარი მოდიფიცირებული ორგანიზმების ან არაცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველ კომპონენტებს. გენმოდიფიცირებული სოიის თუ სიმინდის კომპონენტები შესაძლებელია ისეთ პროდუქტებშიც კი შეგვხვდეს, როგორიცაა შოკოლადი, იოგურტი, ძეხვი, და სხვ. ლუდის წარმოება და პურის საცხობები ხშირად გენმოდიფიცირებულ საფუარს იყენებენ… როგორ ცნობილია, საქართველოში ძირითადად გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული ინსულინი შემოდის. ასეთი ინსულინი შედარებით უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბუნებრივი გზით წარმოებული პროდუქტი. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე საუბრის დროს ისმის, არის ის, თუ რამდენად უსაფრთხოა ასეთი საკვების მიღება და უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს. სპეციალისტების პასუხი მარტივა. მათი თქმით, გმო პროდუქციის მიღება სახიფათოა და გარკვეულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მათი მიღება ბევრი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. “ასეთი კვლევები, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ ამ კვებით დიეტაზე, არ ჩატარებულა. თანაც ასეთი პროდუქციის გამოჩენიდან მოკლე პერიოდია გასული და დაკვირვება ბევრს ვერაფერს მოგვცემდა. ექსპერიმეტები ვირთაგვებზე ჩატარდა და მათ შემთხვევაში იმუნოდეფიციტი აჩვენა. არის ვარაუდი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების სიმისვნური გადაგვარება, ასევე ალერგიები” – აღნიშნავს მარიამ ჯორჯაძე. მეცნიერებმა ექსპერიმენტი მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს, მათ გენმოდიფიცირებული სიმინდითა და სოიით კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლული იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამასთან, მათი შვილები უკვე შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ. დასკვნების თანახმად, ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ, თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება. ალბათ, უახლოეს წლებში გენმოდიფიცირებული პროდუქცია მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. თითოეული სახელმწიფოს პოლიტიკაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუმცა ისიც ცხადია, რომ როგორი რეგულაციებიც არ უნდა იქნეს შემოღებული, გმო პროდუქტები მაინც აღმოჩნდება ბაზარზე. მთავარია, მათ შესაბამისი ნიშანი მაინც ჰქონდეს, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს. ნინო ლოლაძე წყარო: http://www.ambioni.ge/safrtze-romelic-genu...neriam-moitana/ -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი