მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
mr.satadarigo |
Jan 2 2010, 03:24 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ამ ჩანაწერში მალხაზ ერქვანიძე კითხულობს კილოში,მე ძალიან მომწონს,ზოგიერთს არ მოეწონა,ვინ რა აზრის ხართ იქნებ დაწეროთ....კარგი იქნებოდა ყველა ტაძარში ასე რომ ამბობდნენ
http://bin.ge/file/115040/9-netareba.mp3.html -------------------- მდგმურები ვართ
|
ნანინა |
Jul 2 2010, 02:49 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
გამოვიდა კილოში კითხვის ახალი კომპაქტ დისკი "ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი". მასში შესულია მამა რევაზ ტომარაძის, არქიმანდრიტ ნიკოლოზისა და მალხაზ ერქვანიძის მიერ წაკითხული საკითხავები. გთავაზობთ დისკის წინასიტყვაობას.
ანაჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობა (ფს. 146:1) ღმერთი განაგებს ყოველივეს. როგორც საქართველო გადარჩა სასწაულებრივად დაღუპვას და გადაშენებას, ასევე გადაურჩა დაკარგვას ძველი ქრისტიანული ქართული გალობაც. XIX საუკუნეში დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა იყო ამტყდარი ქართული გალობის დაცვასა და შენარჩუნებაზე. მაშინდელ ქართველებს მაღალი ზნეობა ახასიათებდათ და გამორჩეული მოქალაქეობრივი ნიშანი გააჩნდათ, ხოლო სამშობლოს, ეკლესიისა და მისი მომავლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას განიცდიდნენ. ასევე, ვითარ შვენის ქართულ გალობას, შესაბამისად ისე აფასებდნენ მას. ისინი ქართული გალობის დაკარგვას ერის დაცემისა და გადაგვარების ტოლფას მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში განსხვავებულ სურათს ვხედავთ. ვინც უნდა იცავდეს ქართულ გალობას, ძალიან ხშირად მისგან უწევს თავის დაცვა. ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ერთს, ყველაზე ნაკლებად მტკივნეულს აღვნიშნავ: მაშIნდელი და დღევანდელი ერის მუსიკალური ა%ღქმა, სმენა და სიყვარული მშობლიური საეკლესიო ჰანგების მიმართ დიდად განსხვავებულია. ქართველი ერის უდიდეს ნაწილს დაავიწყდა (დაავიწყეს კიდეც) თავისი მშობლიური ჰანგები, რომლითაც განადიდებდნენ უფალს, ღვთისმშობელს, ჯვარს და წმინდანებს ჩვენი წინაპრები. დღევანდელი ქართველის მუსიკალური სმენა გაუცხოებულია მშობლ;იური ჰანგების მიმართ. წმ. ექვთიმე კერესელიძემ სიკვდილის წინ მაცხოვარს შეავედრა ქართული გალობა რათა არ დაკარგულიყო და კვალად ეჩინა მას თავი მომავალ საქართველოში. როგორც ვხედავთ, მისი ლოცვა აღსრულდა და დღეს ჩვენ ბოლო ჟამის ქართველ (და არა მარტო ქართველ) ქრისტიანებს, გვეწია დიდი სიხარული და ბედნიერება მშობლიურ საეკლესიო ჰანგებთან მიახლებისა. დღეს მას ესაჭიროება ისეთივე დაფასება და სულის ბერვა, როგორც XIX საუკუნის სასულიერო და საერო პირებმა გამოიჩინეს მის მიმართ. დღეს უდუიდესი ძალისხმევაა საჭირო რათა ერის გულსა და გონებაში კვლავ დაივანოს ქართულმა გალობამ, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიაში არაფერი შექმნილა _ ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ქართული გალობის აღდგენაში ამავდროულად იგულისხმება საეკლესიო კითხვის წესის აღდგენაც, რომელსაც გალობის ტოლფასი დანიშნულება გააჩნია ეკლესიაში. გალობა და კითხვა ერთი მთლიანის ორი შემადგენელი ნაწილია. ქართული გალობა ხომ ამოზრდილია მადლიანი ქართული ენიდან და გამღერებული კიტხვიდან, რომლის მდიდარი ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა საქართველოში. უახლესი პერიოდის საქართველოს ცხოვრებაში მართლმადიდებლური ქრისტიანობა ხელახალ აღორძინებას გასული საუკუნის 80-იან წლებში იწყებს. ეს აღორძინება დაიწყო საკმაოდ მძიმე რეალობის ფონზე: დანგრეული ტაძრები და ადგილობრივი მართლმადიდებლური ხედვის, ხელოვნებისა და ტრადიციების წყვეტა. მართლმადიდებლობის სრული აღორძინება გულისხმობს სწორედ ზემოჩამოთვლილი ტრადიციების ერთობლიობაში აღდგენას. საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიოს ქრისტიანულ ქვეყანათა შორის და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი როგორც ქრისტიანული ხედვის, სკოლისა და ტრადიციების, საევე ქრისტიანული ხელოვნების თვალსაზრისით, რომელთა შორის გალობას და საეკლესიო კითხვას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქართული საეკლესიო კითხვისა და გალობის აღდგენა უშუალოდაა დაკავშირებული გამართული ღვთისმსახურების აღდგენასთან, სადაც სიტყვისა და ჰანგის სწორ და შეურყვნელ წარმოთქმას უდიდესი მნიშვნეკლობა გააჩნია (გარდა ამისა, მას უდიდესი ეროვნული მისიაც აკისრია, რაც ქართული ცნობიერების აღდგენას უკავშირდება). ღვთისმსახურება, წმინდა მამათა განმართებით ჯერ არს შიშით, კრძალვით, სიმდაბლით, ამავე დროს სიმხნევით, სიხარულითა და რასაკვირველია _ მეცნიერებით. ამ ოცი წლის განმავლობაში დღიდან ანჩისხატის ტაძღის აღდგენისა 1988 წელს, ქართულმა გალობამ და საეკლესიო კითხვამ საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი საქმისა, რომელიც შემდგომ აუცილებელ გაგრძელებას საჭიროებს. ქართული გალობისა და საეკლესიო კითხვის აღდგენა, როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირ კავშირშია გამართული ღვთისმსახურების აღდგენასთან. ეს საკითხი ჩვენს ეკლესიაში დღეს მეტად მტკივნეულია. ღვთისმსახურების დროს სიტყვა არ ისმის, და თუ ისმის, იგი არაა ქართულ კილოზე წარმოთქმული. უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, თუ რა კილოთი ვგალობთ და ვკითხულობთ. სამწუხაროდ, ეს ძალიან ცოტას თუ ესმის. ჩვენს ავტოკეფალიაში ქართველებს საუკუნეებით ნაწრთობი ჩვენეული კილო გაგვაჩნია სიტყვისა და ჰანგის. ქრატVელებმა ქართული კილოთი უნდა მივუძღვნათ უფალს ლოცვა, გალობა და საღვთისმსახურო საკითხავები. ამ კილოშია ჩენი ბუნებრივი მდგომარეობა, სიხარული და თავისუფლება და არა ბერძნულ, რუსულ, საოპერო ან სხვა ინტონაციებში. ქათული კილოს შეურყვნელობის შესახებ ბევრი დაიწერა თავის დროზე XIX საუკუნეში სასულერო და საერო პირების მეირ. ტრადიციების წყვეტის გამო ჩვენ განებივრებულები არ ვართ ცოცხალი მაგალითების სიუხვით. პატრარქ კალისტრატე ცინცაძის თხოვნით წმ. ექვთიმე კერესელიძემ ნოტებზე გადაიტანა კილოშI კითხვის წესის რამდენიმე ვარიოანტი, რომლებიც მის ხელნაწერებში ინახება. ეს ხელნაწერები ძვირფასი მონაპოვარია, მაგრამ სირთულე იმაშია, რომ მას სწორი ინტონირებით წაკითხვა უნდა. არსებობს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ინტრონიზაციაზე მიტროპოლიტ ფრიგოლის მიერ წარმოთქმული კვერექსის ვიდეოჩანაწერი, რომლიდანაც მახვილი ყური აუცილებლად დაიჭერს მისთვის სასარგებლო მანერას, რომელიც მარტო სასულიერო პირებს არ გამოადგებათ, იგი ყველასათვის მისაბაძი შეიძლება იყოს. შესანიშნავია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ მშვიდი, წყნარი და ყველასათვის გასაგები მანერით წაკითხული სახარება. წინამდებარე კომპაქტდისკში წარმოდგენილია ტრადიციული ქართული საეკლესიო კითხვის წესის ისეთი ფორმა, რომელიც ანჩისხატის ტაძარში ჩამოყალიბდა ამ ოცი წლის განმავლობაში და ახლა უკვე მამა დავითის ტაძარში გრძელდება. ამიტომაც დაერქვა მას ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო კითხვის წესი. აქაა თავმოყრილი სამი ერთმანეთთან ახლოს მდგომი, მაგრამ მაინც ერთმანეთისაგან განსხვავებულ კილოში კითხვის ვარიანტები: ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რევაზ ტომარაძის, არქიმანდრიტ ნიკოლოზ ღლონტისა და ჩემს მიერ მოკრძალებულად წარმოდგენილი საკითხავები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მამა რევაზიას მიერ წაკითხული სახარება. მისივე თქმით მას კითხვის გარკვეული საფუძველი პრპტპპრესვიტერმა პახომმა აგდასცა. პროტოპრესვიტერი პახომი სიონში მსახურობდა გასული საუკუნის 70-იან წლებში. შემდეგ თავადვე განავითარა მამა რევაზმა კითხვის თავისებური და ის მადლიანი მანერა, რომელიც მრავალს ხიბლავს ჩვენს ეკლესიაში. მის მიერ წაკითხული სახარებით გვეუფლება არაჩვეულებრივი განცდა, რომელსაც უხილავად შევყავართ ძველ ეკლესიასთან და მის სულიერ ტრადიციებთან შეხებაში. ანჩისხატის გუნდის გალობა და მამა რევაზის კითხვის ერთობლიობა ყოველთვის რჩება ერთ სანიმუშო მაგალიტად უახლეს ისტორიაში. მამა რევაზის ფონზე არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ წარმოდგენილი კითხვის მანერა შესაძლოა შედარებით ერთგვაროვანია, მაგრამ სულით ერთია. მე წლების მანძილზე მიწევდა მამა ნიკოლოზთან ღვთისმსახურებაში მონაწილეობა და არ მახსოვს შემთხვევა მას უკრძალველად წარმოეთქვას სიტყვა, ან აეჩქარებინოს ლოცვა თუნდაც მცირე პანაშვიდის გადახდის დროს. ასეთი დინჯი და აუჩქარებელი ლოცვისა და კითხვის მანერა შეზავებული ქართული კილოსთან მრავალთათვის სანიმუშო უნდა გახდეს. ამას ემსახურება სწორედ ამ კომპაქტდისკის გამოცემაც. რაც შეეხება ჩემს მიერ წაკითხულს, მისი შეფასება მსმენელისთვის მიმინდია. მე მქონდა ბედნიერება წინა საუკუნის 80იან წლებში ხშირად მევლო მსახურებებზე ბეთანიის მონასტერშI. მიუხ3ედავად იმისა, რომ ეს მსახურებები გალობის გარეშე მიმდინარეობდა, სამაგიეროდ კიკთხვა და ლოცვითი განწყობა იყო ისეთი, რომლის მაგვარს ძალზედ იშვიათად თუ შეხვდები. ალბათ ესაა ერთერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაშინდელი ბეთანიის მონასტერი მრავალი ჩვენთაგანისთვის იყო შთაგონების, მართალი სიტყვისა და სულიერი საზრდოს მიღების წყარო. ტკბილად მახსენდება ბეთანიელი მამების: იოანე შეყლაშვილისა და გიორგი ბარიშვილის კითხვის მანერები. ჩვენს ეკლესიაში გამართული ღვთისმსახურება (ვგულისხმობ კითხვა-გალობას) დაფუძნებული უნდა იყოს ორ აუცილებელ გარემოებაზე: კანონიკურ კილო-ინტონაციურ საფუძვლებზე და ნამდვილ, ეკლესიურ ლოცვით განწყობაზე. ზოგადად აღსანიშნავია _ შეიძლება კაცი სწორს ამბობდეს, მაგრამ მართალი არ იყოს. საშური ისაა, მადლიანობას ვესწრაფოდეთ, რომელსაც მხოლოდ ღმერთი იძლევა. თუ უფალმა არ შეიწირა ჩვენი მსახურება, ფუჭია ყოველივე. სხვათა შორის, ჩანაწერის მოსმენის დროს მსმენელი შეამჩნევს წიგნის გადაფურცვლის ან ზოგჯერ ჩახველების ხმებსაც. ასეთი რამ ბუნებრივაად ჩავთვალეთ და არც გვიცდია მათი მოშორება. აქცენტი გამახვილებული გვქონდა, რომ ჩანაწერის სულისკვეთება ყოფილიყო ჯანსაღი. დასასრულს მინდა ვთქვა და გავიმეორო, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი მანამ, სანამ ჩვენთან ღვთისმსახურება არ მოწესრიგდება კითხვა-გალობასთან მიმართებაში. ტაძრებში მსახურების დროს აბსოლუტური სიჩუმე უნდა სადგურებდეს. ერთი პატარა აგურის დადებად ეს კომპაქტ დისკი, ვფიქრობ ნამდვილად გამოდგება საეკლესიო კითხვის შემეცნების გზაზე. აქ თავმოყრილია კილოში კითხვის ძირიტადი კილო-ინტონაციური საფუძვლები. წარმოდგენილია სახარების, სამოციქულოს, საწინასწარმეტყველოს, დასდებლების, ფსალმუნების, ჩასართავების კითხვის წესები. სავალდებულო არაა ყველამ კალკირებულად მიბაძოს ასეთ სტილს. ქართული გალობის მდიდარი კილო-ინტონაციური არსენალი გვაძლევს იმის საშუალებას, ართა მომავალში ახალი გზები მოიძებნოს ამ რთული და უაღრესად საპასუხისმგებლო ქრისტიანული ხელოვნების აღზევებისა და განვითარების საქმეში, რათა უფალმა შეიწიროს ჩვენი მსახურება, ხოლო ჩვენ შიშით, კრძალულებით, სასოებით, სიხარულით და მეცნიერებით განვადიდებდეთ ყოვლადწმინდა სამებას, ღვთისმშობელს, ჯვარს და უფლისათვის სათნოყოფილ წმინდანებს. ღმერთო შეგვეწიე. მამა დავითის ტაძრის მგალობელ-მედავითნე: მალხაზ ერქვანიძე ობიექტური მიზეზების გამო ამ დისკს მთლიანად ფორუმზე ვერ ავტვირთავ, თუმცა მოგასმენინებთ რამდენიმე მაგალითს: შექმნათა მალხაზ ერქვანიძე http://allshares.ge/download.php?id=F674F38F43 სახარება, მამა რევაზი http://allshares.ge/download.php?id=DD87CEA853 -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი