![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
უკრაინაში როგორც იცით სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ავტონომიურ ეკლესიასა (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის (კიევის საპატრიარქო)
ავტოკეფალიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ანდრია მოციქულმა ქალაქ კიევის ადგილზე დაადგა ფეხი, ვინაიდან კიევო-პეჩორა არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ვინაიდან რუსთა ნათლობა მოხდა კიევში, კიევი უნდა იყოს საპატრიარქო კათედრა მეორენი კი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკლესია ერთიანია და მისი გაყოფა არ შეიძლება ამ დავაში "იჭყლიტებიან" მორწმუნე უკრაინელები, რადგან ავტოკეფალური ეკლესია, თავის პატრიარქ-სინოდ-მრევლიანად ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ ეგ კი არა და, გასულ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეს ანათემა ღვთისმბრძოლთა, რომელთა შორის უპირველესად კიევის ე.წ. პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს თქვენ რას ფიქრობთ?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ მყოფ აშშ-ის უკრაინის ეკლესიის იერარქებს მიმართავს თხოვნით - უხელმძღვანელონ კრებას და ხელი დაასხან ეპისკოპოსებს
წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საძმომ, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის მიერ არაღიარებული უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (უამე) იურისდიქციაშია, მიმართა აშშ-ში უკრაინის ეკლესიის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) მიტროპოლიტ კონსტანტინე ბაგანს თხოვნით, უმეთაუროს უამე-ს მორიგ ადგილობრივ კრებას და გამოგზავნოს ეპისკოპოსები ერთობლივი ქიროტონიებისათვის უკრაინის კათედრაზე. “უკრაინაში უამე-ს ერთიანობის აღსადგენად აუცილებელია მორიგი ადგილობრივი კრების მოწვევა თქვენი უნეტარესობის ხელმძღვანელობით”, - ნათქვამია საძმოს ღია წერილში მიტროპოლიტ ბაგანისადმი. წერილის სათაურში მიტროპოლიტი ბაგანი, უამე-ს პატრიარქ ბართოლომეოსის იურისდიქციაში მიღებამდე წოდებულია “დიასპორაში უამე-ს წინამძღვრად” და “უამე-ს სულიერ აპეკუნად უკრაინაში”. დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ “იმ დროისათვის, როდესაც საზეიმოდ გამოცხადდება ავტოკეფალია, ყველა უკრაინელი მართლმადიდებელი როგორც უკრაინაში, ასევე დიასპორაში უნდა გაერთიანდეს დედა-ეკლესიის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ომფორის ქვეშ” და აგრეთვე დაგმობილია “უამე-ის ეპისკოპატისა და სამღვდელოების ცალკეული წევრების მცდელობები, აწარმოონ სეპარატისტული მოლაპარაკებები მოსკოვის საპატრიარქოსთან” კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე. დოკუმენტის მიხედვით, ასეთი მოლაპარაკებები მიიჩნევა “არალეგიტიმურად, უპერსპექტივოდ და გამოწვეული იქნება მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის მტრების პოლიტიკური ინტრიგებით”. მიმართვაში აგრეთვე არის თხოვნა, რომ მიტროპოლიტმა ბაგანმა “მისცეს კურთხევა ახალი ეპისკოპოსების ხელდასხმისათვის, რომ მათ დაიკავონ ვაკანტური კათედრები”, ხოლო “დიასპორაში უკრაინელმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა მომავალში, ერთიანი უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპატის ფორმირებისას რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სამღვდელმთავრო ქიროტონიები ჩაატარონ უამე-ს მღვდელმთავრებთან ერთად”. www.religion.ge -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი