![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
ისა და, გამარჯობათ ხალხო
![]() ერთი მოკრძალებული შეკითხვა მაქვს... კაი ხანია ამ საკითხს ვუტრიალებ და ვერ ვპოულობ ამომწურავ ინფორმაციას.... ანუ კითხვა ეხება ბუს და მის დატვირთვას მასონებთან. ლურჯი იქნება თუ მწვანე, მნიშვნელობა არ აქვს დიდი... როგორც ვიცი BLUE OWL ერთერთი მასონური ლოჟაა, და საერთოდ ბუ მასონებთან ხშირად გვხვდება.... გადამეკიდა დღეს ერთი, გინდა თუ არა, მასონი ხარ შენო ![]() ან ვარ და ან არა ![]() ![]() იქნება გამარკვიოთ და თუ იცით ვინმემ რაიმე მასონებში (სხვათა შორის, დრუდებთანაც გვხვდება) ბუს სიმბოლოს მნიშვნელობაზე, მომწერეთ ![]() აქ უკეთესად წერია მასონებზე http://en.wikipedia.org/wiki/Masonic_conspiracy_theories ესეც კიდევ: http://www.flickr.com/photos/kden604/761097245/ ნუ, ეს ერთდოლარიანი ხომ ყველგან უნდა გაეჩხიროს ![]() ![]() ეს კიდევ მასონთა თაყვანისცემის და დიდების ობიექტი, ბატონი ბუ! ![]() ![]() P.S.: ეს ჩემი პირველი თემაა აქ და არ გამიოფოთ და არ გამიპარტახოთ რააა და მთლად მასონადაც ნუ გამომაცხადებთ მაინც, ცოდო ვარ ![]() ![]() ![]() -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
![]() ![]() |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
ლურჯი ბუ ძამიკო, უპირველეს ყოვლისა მოგიკითხავ, კაი კაცი ხარ შენ და ბედნიერებას გისურვებ ![]() რაც შეეხება ამ კითხვას, კი, ნამდვილად ქვია მასონურ ლოჟებს ეგ სახელი, აი ესაა პენსილვანიის შტატის ლურჯი ლოჟების საიტი BLUE LODGES http://www.pagrandlodge.org/links/lodgesbynumber.html ოღონდ ვინც ეგ გითხრა, ეს მაპატიე და რიგითი შეშინებული ორთდოქსსუბიექტია ან უბრალოდ არაა ჩახედული საკითხში, აი დავიწყოთ თავად მასონების სახელებით და სიმბოლოებით , ზემოთ მინიშნებულ საიტზეც ნახავდი, რომ იქ გამოყენებულია ისეთი სახელები, რომელთაც ცალკე აღებულთ, არანაირი შეხება მასონებთან არა აქვთ, მაგალითად: Solomon Lodge St. John's Lodge Good Samaritan Lodge და ა.შ. ასევეა მათივე სიმბოლოების უდიდესი ნაწილიც, მაგალითად იგივე დავითის ვარსკლავი (თუნდაც ექვსქიმიანი) ან შენი ბუ, უძველესი ქრისტიანული და მეტიც ერთი უძველესი იუდეური (ძვ. აღთქმის) და უძველესი ფილოსოფიური სიბრძნის (ეგვიპტე, ინდოეთი) სიმბოლოებია, მასონებს ჩვევიათ ხოლმე უძველეს და ქრისტიანულ სიმბოლოებს, სახელებს აიღებენ და მათ მოარგებენ საკუთარ შეხედულებებს, მაგრამ ამით განა სოლომონ მეფე ან მოწყალე სამარიტელი ან წმიდა იოანე იცვლის საკუთარ რაობას და განა ამის გამო ჩვენ უნდა შევიცვალოთ მათდამი დამოკიდებულება? არა რათქმაუნდა, მასონი არის ის ვინც არის მასონი, და არა ის ვისაც მაგალითად სოლომონი უყვარს, ან წმიდა პეტრეს და პავლეს საპყრობილეში რომში, სცემს თაყვანს პეტრეს ჯვარს, რომელიც სწორედ რომ გადმოტრიალებული ჯვარია, ანუ ისეთი რომელზეც პეტრე მოციქული აცვეს ჯვარს, http://img227.imageshack.us/i/55906715.png/ და არა მასონურ, სატანურ გადმოტრიალებულ ჯვარს, სადაც ჯვრის შეურაცხყოფაა გამოხატული. ასევა ბუზეც, მას აცკეტურ და ეგვიპტურ მითოლოგიაში ის განასახიერებდა უარყოფითი დატვირთვის ღმერთებს, ხოლო ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში პირიქით იგი სიბრძნის ქალღმერთის ათენა-მინერვას წმიდა არსება იყო. ასე რომ ცალკე სიმბოლო, თუკი იგი პირდაპირ არ მიანიშნებს რომელიმე მიმდინარეობაზე (აქ მასონები) არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მნიშვნელობის მქონე, ასე რომ ბუ ლურჯი იქნება თუ ყავისფერი, იქნება ბუ, ან სიბრძნის სიმბოლო (აქ ციური სიბრძნის), ან ეგვიპტურ-აცკეტური (Techolotl ) ცუდი დატვირთვის ან საიქიო ცხოვრების სიმბოლოა ამიტომაც იყო რომ სიკვდილის პირას მყოფებს აძლევდნენ ბუს ბუმბულებს რათა ამქვეყნიდან გასვლაში დახმარებოდა , ებრაული გადმოცემიდან , რომელმაც სამართლიანად ვერ პოვა ასახვა ძველ აღთქმაში, Lilith იყო ადამის პირველი ცოლი, სანამ ღმერთი ევას მიცემდა, და ამიტომ ახლა Lilith ღამით დაფრინავს როგორც ბუ და ბავშვებს კლავს, ეს მძიმე გადმოცემა აისახა ესაიას წინასწარმეტყველებაშიც, იქ ბუ უარყოფითი მოვლენების სიმბოლოა, აისახა ასევე ცუდად ერთერთ აპოკრიფულ გადმოცემაზე იესოს შესახებ, სადაც მოყოლილია, როგორ დასაჯა ერთერთი თავხედი და ძუნწი გოგო მაცხოვარმა იმით რომ იგი ბუდ აქცია ,ისტორია გვიყვება , რომ იესოს ვინმე მეპურისათვის ცომი უთხოვია, მეპურეს მოუჭრია და როცა აძლევდა მეპურის ძუნწ გოგოს უყვირია "ბევრია", მაგრამ რამდენსაც მოაჭრიდა უფლისათვის საჩუქარ ცომს, უფრო იზრდებოდა, მანამ სანამ მაგიდა არ გადატრიალდა და ამ გოგომ ბუსავით დაიწყო ჩხავილი და უფალმაც იგი ბუდ აქციაო....ეს რათქმაუნდა ყველაფერი ხალხის მოგონილია, მაგრამ აშკარაა ბუს ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობები, ასე რომ ძამიკო იყავი ბუ, თუნდაც ლურჯი, მთავარია იყო ქრისტიანი და ეგ სახელი თავისთავად ცუდი ნამდვილად არ არის და ნამდვილად ვერ იქნება. იხარე; კაიროსი! მადლობა KAIROS ყურადღებისთვის, შენი იმედი კი მქონდა ნამდვილად, რომ რამეს მეტყოდი საინტერესოს ![]() ასე ზუსტად არ ვიცოდი მე ბუსთან დაკავშირებით... იცოცხლე და კიდევ ერთხელ მადლობა ![]() და შენ რატომ დაირქვი? ![]() ![]() ქევანა ხოოო, ახლაც მომწონს ![]() ადრე დავწერე აქ რატომაც ვარ ლურჯი ბუ ![]() -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი