სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აბე |
Mar 16 2010, 04:50 PM
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გამიჩნდა იდეა, რომელმაც კაიროსისა და ნაინას რჩევების საფუძველზე სახე იცვალა და საბოლოო სახე მიიღო ასეთი: ფორუმის თავფურცელზე ზემოთ ეწეროს რომელიმე წმინდა მამის, ან ჩვენი უწმინდესის ილია II-ის ფრაზა, გამონათქვამი რელიგიური ცოდნის შეძენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით(ალბათ ექნება მას ასეთი ფრაზა),თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმის უფრო ღრმად ცოდნა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი რელიგია, რას გვასწავლის იგი.
არსებობს მრავალი რელიგიური საიტი, სადაც არის ამგვარი წარწერები, იქნება ეს სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები, ჩვენი უწმინდესის სიტყვები, რომელიმე წმნიდანის შეგონება თუ სხვ. ამრიგად, მიმაჩნია, რომ არც ჩვენს ვებ გვერდზე იქნება ასეთი გამონათქვამი კონტექსტიდან ამოვარდნილი, მით უფრო რომ ფორუმი ინფორმაციის გაცვლის, გარკვეულწილად ცოდნის მიღების საშუალებაა და გამონათქვამიც ცოდნის მიღების მნიშვნელოვნებაზე იქნება. რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენ? შენიშვნა: აღნიშნული ფრაზა არ იქნება ისეთი, რომელიც ადამიანს საკუთარ სინდისთან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს, რელიგიური ცოდნის მიღების დაზარების გამო. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
| lamara |
Jul 4 2010, 04:22 PM
პოსტი
#2
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
იქებ აქედან აირჩიოთ რამე?
მამა პაისი მთაწმინდელი ბუნებრივი ცოდნა სულიერი ცოდნის მოხვეჭას უწყობს ხელს. თუმცა, თუ ბუნებრივ ცოდნას ვერ გასცდა, ადამიანი ბუნებას ვერ გასცდება და ზეცაში ვერ ავა. განათლებული ადამიანი შეიძლება, ღვთისმოსავი არ იყოს, მაგრამ, რადგანაც ადვილად შეუძლია საგნებსა და მოვლენებში გაერკვეს, იგი მცირეოდენი სიმდაბლისა და მცირეოდენი ღვაწლის საშუალებითაც მიაღწევს წარმატებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) შეგონებანი ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა. ღმერთა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ. უეჭველია, ძლიერ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილსა. იმის წამკითხავი ორნაირად არის სარგებლობაში, პირველად: შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს, იმდენად მკვიდრად დაინერგება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორედ: იქ შეხვდება მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამჟამად ბევრნი მათგანნი აღარ იხმარებიან საერო ლაპარაკში, და მაშინ, როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ ქართულად ბერძნულიდგან, ხმარებაში ყოფილა. მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა უნდა მოიხმარონ ისე, იმ კილოზე, როგორც ამჟამად ლაპარაკობს ხალხი. წმიდა ტიხონ ზადონელი ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს. ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლივ სცოდავს. ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი): ამქვეყნად ადამიანის საქმიანობის, მათ შორის, სწავლა-განათლების შეძენის მიზანი არის მიახლება ზნეობრივი წარმატების იმ იდეალთან, რომელიც მაცხოვრის სიტყვებითაა გამოხატული: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“ (მათ. 5,48). სწავლა-განათლებასაც და სიცოცხლესაც უფალი გვანიჭებს, ამიტომ მხოლოდ ღვთის სიტყვის შესწავლის საფუძველზეა შესაძლებელი მოზარდი თაობის აღზრდა-განათლების სწორი წარმართვა. „სიტყვა „განათლების“ ძირი და არსი ნათელში მდგომარეობს. ეს არის სწორედ ის ნათელი უფლისა, რომელიც ღვთისგან ენიჭება ადამიანს და აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს ირგვლივ მყოფი სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი არსი“. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
აბე თავფურცელზე წმ. მამის ფრაზა Mar 16 2010, 04:50 PM
terra ორი ''კი'' ჩემგ... Mar 16 2010, 05:16 PM
afxazi იდეა კარგია. იაქტი... Mar 16 2010, 05:21 PM
ikanosi ადამიანი ჭადრაკის ... Mar 16 2010, 06:54 PM
აბე რადგანაც საიტი რელ... Mar 16 2010, 07:31 PM
terra
რადგანაც საიტი რე... Mar 16 2010, 08:31 PM
lingvo ”იყავით სრულ, ვითა... Mar 16 2010, 07:34 PM
აბე
[color=#000099][b]”იყავით სრუ... Mar 16 2010, 07:38 PM
KAIROS
ჩემგანაც. Mar 16 2010, 08:34 PM
აბე terra
დაწერე აბა რაიმ... Mar 16 2010, 08:35 PM
terra
terra
დაწერე აბა რაიმ... Mar 16 2010, 08:48 PM
აბე
,,არ არსებობს კაცი, ... Mar 16 2010, 08:50 PM
ა ნ უ კ ა
,,არ არსებობს კაცი, ... Mar 16 2010, 10:16 PM
neo ფრაზას გააჩნია Mar 16 2010, 08:38 PM
KAIROS ბრძნული აზრები საკ... Mar 16 2010, 08:53 PM
terra
მაიცა, დავტკბე სიტ... Mar 16 2010, 08:59 PM
ნონა
უჭკუო ჩივის,რომ ხა... Mar 16 2010, 09:02 PM
აბე მე უფრო სხვა რამეზ... Mar 16 2010, 09:00 PM
KAIROS ვიცი აბე, თუმცა ზოგ... Mar 16 2010, 09:21 PM
ikanosi მოკვდავსა სიტყვას ... Mar 16 2010, 09:22 PM
terra ბუასტი:- ეძებეთ ისე... Mar 16 2010, 10:10 PM
ikanosi ა ნ უ კ ა
გავმრავლდე... Mar 16 2010, 10:22 PM
lingvo ასე არაფერი გამოვა... Mar 16 2010, 10:51 PM
ikanosi lingvo
წმინდა მამების ... Mar 16 2010, 10:54 PM
lingvo ikanosi
საერო კი იქნება,... Mar 16 2010, 10:57 PM
ikanosi lingvo
ეგეც ვნახე..გადა... Mar 16 2010, 11:02 PM
აბე
lingvo
ეგეც ვნახე..გადა... Mar 17 2010, 12:00 AM
Ligia ხო ისე არ გვაწყენდ... Mar 17 2010, 04:00 AM
მარიამი სულ ერთიდაიგივე ფრ... Mar 17 2010, 10:09 AM
KAIROS
უნდა იცვლებოდეს, მ... Mar 17 2010, 10:23 AM
აბე პრობლემა იმაშია, რ... Mar 17 2010, 03:07 PM
::სალომე:: კი და არა Mar 17 2010, 12:51 PM
ქევანა ყველაზე დიდი კი რა... Mar 17 2010, 02:25 PM
ikanosi
:mellow: არა Mar 17 2010, 02:59 PM
lamara მეორე კითხვას არა, ... Mar 17 2010, 03:02 PM
newbie კი, რათქმა უნდა, კიი... Mar 17 2010, 11:13 PM
აბე
კი, რათქმა უნდა, კი... Mar 18 2010, 02:10 PM
ალექსანდრე მეც მასე ვფიქრობ რ... Mar 19 2010, 01:28 AM
ბადრი ალექსანდრე
მხარს ... Mar 19 2010, 07:20 AM
აბე ალექსანდრე
ბადრი
... Mar 19 2010, 05:11 PM
anriko777 გამაგებინეტ მამაო ... Dec 19 2010, 03:04 PM
ბადრი აბე
კარგია Mar 19 2010, 05:43 PM
terra აბე
კაია.
მე მომწონ... Mar 19 2010, 05:43 PM
kato_Bato მე მგონია, რომ გადა... Mar 19 2010, 06:05 PM
აბე
მე მგონია, რომ გადა... Mar 19 2010, 06:22 PM
ნონა იმედია არ გავაღიზი... Mar 19 2010, 08:13 PM
აბე
იმედია არ გავაღიზ... Mar 19 2010, 09:13 PM
lamara უეჭველია, ძლიერ გო... Mar 19 2010, 08:24 PM
.SaLoMe. პირველ შეკითხვაზე ... Mar 20 2010, 08:41 PM
ikanosi რა გადაწყვიტეთ საბ... Mar 20 2010, 08:47 PM
აბე ფრაზა 1:
"ღმერთს შე... Apr 7 2010, 04:29 PM
lamara ფრაზებს დავდებ და ... Apr 7 2010, 05:28 PM
აბე lamara
სამწუხაროდ გან... Apr 12 2010, 12:14 AM
KAIROS
აქ ორი გზაა აბე;
ან ... Apr 12 2010, 03:42 AM
KAIROS აჰა, ესეც იყოს:
ოქრო... Apr 12 2010, 04:36 AM
აბე KAIROS
მე ამ გზას ვემხრ... Apr 12 2010, 03:40 PM
orthodox-georgia კი Apr 12 2010, 09:06 PM
KAIROS
ოქროპირს არ უთხრა, ... Apr 13 2010, 06:00 PM
lamara მამა პაისი მთაწმინ... May 4 2010, 09:04 PM
+ვახტანგი+ მამათა გამონათქვე... May 4 2010, 10:04 PM
ikanosi ამ იდეამ კრახი გან... Jun 26 2010, 12:00 AM
ikanosi აქაურობა მთლად დაი... Aug 26 2010, 11:28 PM
shavlegi პირადად მე მამა პა... Aug 27 2010, 05:12 PM
გუდაგუდა "განა არის ამ ქვე... Dec 18 2010, 01:49 PM
afxazi anriko777
სამწუხაროდ ჯე... Dec 19 2010, 03:13 PM
-Orthodoxy- ,,ეძიებდით სიკვდილ... May 13 2011, 09:12 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 08:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი