ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
კანონისტი |
Mar 13 2007, 11:03 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მართალია მთლად პირდაპირ ცეკვას არ ეხება, მაგრამ ჩემ აზრს გეტყვი, ზოგად საკითხებზე
ეს ეხება კრიტიკას. საერთოდ კრიტიკას კარგი ჭკუა და ანალიტიკური აზროვნება სჭირდება, ამავე დროს იმ საქმის კარგი ცოდნაც, რის თაობაზეც ჩვენ კრიტიკას გამოვთქვამთ. ამ სამიდან პირველი ორი უხვად გამოიმეტა უფალმა ჩვენ ერზე, ამიტომაა, რომ სამწუხაროდ მესამეს არ ვაქცევთ ყურადღებას და ისე ვიწყებთ უთავბოლო კრიტიკას, სადაც ზოგს ალბათ მართალსაც ვამბობთ, ზოგს კიდევ ტყუილს და არაკომპეტენტურს პირველივე აზრი, თურმე რაც მოსდის უცხოელს ქართველის გაცნობისას არის ის, რომ რა კარგად აზროვნებს, მაგრამ რა ცოტა რამე იცის ამ საქმეზეო პირადად ეს მე გამომიცდია სახელმწიფო პოლიტიკური კურსის კრიტიკისას, სადაც ვხედავ, რომ არაკომპეტენტური აზრი აშკარად ჩაგრავს კომპეტენტურს. რამდენადაც ქორეოგრაფიული ხელოვნების დიდი არაფერი გამეგება, ვერც იმას ვიტყვი, რომელმა თქვით მართალი და რომელმა არა, მაგრამ იმას კი ვატყობ, რომ კარგად ვავლენთ ქართულ ხასიათს და ვაკრიტიკებთ სხვის გაკეთებულ საქმეს. ყველაზე კარგი კრიტიკა კი უკეთესის გაკეთებაა, რაც, ისევ ვიმეორებ, ხშირად გვავიწყდება..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ქეთუ |
Mar 13 2007, 05:10 PM
პოსტი
#3
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
მართალია მთლად პირდაპირ ცეკვას არ ეხება, მაგრამ ჩემ აზრს გეტყვი, ზოგად საკითხებზე ეს ეხება კრიტიკას. საერთოდ კრიტიკას კარგი ჭკუა და ანალიტიკური აზროვნება სჭირდება, ამავე დროს იმ საქმის კარგი ცოდნაც, რის თაობაზეც ჩვენ კრიტიკას გამოვთქვამთ. ამ სამიდან პირველი ორი უხვად გამოიმეტა უფალმა ჩვენ ერზე, ამიტომაა, რომ სამწუხაროდ მესამეს არ ვაქცევთ ყურადღებას და ისე ვიწყებთ უთავბოლო კრიტიკას, სადაც ზოგს ალბათ მართალსაც ვამბობთ, ზოგს კიდევ ტყუილს და არაკომპეტენტურს პირველივე აზრი, თურმე რაც მოსდის უცხოელს ქართველის გაცნობისას არის ის, რომ რა კარგად აზროვნებს, მაგრამ რა ცოტა რამე იცის ამ საქმეზეო პირადად ეს მე გამომიცდია სახელმწიფო პოლიტიკური კურსის კრიტიკისას, სადაც ვხედავ, რომ არაკომპეტენტური აზრი აშკარად ჩაგრავს კომპეტენტურს. რამდენადაც ქორეოგრაფიული ხელოვნების დიდი არაფერი გამეგება, ვერც იმას ვიტყვი, რომელმა თქვით მართალი და რომელმა არა, მაგრამ იმას კი ვატყობ, რომ კარგად ვავლენთ ქართულ ხასიათს და ვაკრიტიკებთ სხვის გაკეთებულ საქმეს. ყველაზე კარგი კრიტიკა კი უკეთესის გაკეთებაა, რაც, ისევ ვიმეორებ, ხშირად გვავიწყდება..... გაიხარე დავით, ამაზე უკეთ ვერ ჩამოაყალიბებდა კაცი! ყველაფერი თქვი! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი