სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Jun 26 2010, 10:26 AM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.
მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს. მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე. რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი... აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა? პასუხი: საჭიროა! მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია! მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)! პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
Jul 6 2010, 08:26 AM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დღის რეჟიმი (გაგრძელება)
მკითხველი: ბოლო დროს მართლა ვატყობ ყურადღების კონცენტრაციის შესუსტებას და ხშირად უმიზეზოდ ვღიზიანდები, ნუთუ ეს გვიან დაძინების გამო ხდება? ავტორი: დიახ, ყველაზე ხსირად მიზეზი ესაა. მკითხველი: ამის მერე რა მელის? ავტორი: ხანგრძილივი დროის განმავლობაში გვიან დაძინებას მივყავართ ქრონიკულ ფსიქიკურ დაღლილობამდე და ზედმეტ ნერვულ დაძაბულობამდე, რომლის მოხსნასაც სიგარეტით ან ყავის დიდი დოზებით ცდილობენ. ეს მავნე ჩვევები დღის რეჟიმის დარღვევასთანაა დაკავშირებული. ხშირად სისხლძარღვოვანი რეგულაციაც ირღვევა და როგორც წესი ჩნდება არტერიული წნევის მომატებისადმი მიდრეკილება. სიფერმკრთალე, დაღლილი და მღვრიე გამომეტყველება, ფსიქიკური შენელებულობა, თავის ტკივილები – ყველაფერ ეს იმის გამოა, რომ გონება და ჭკუა დასვენებას ვერ ასწრებს. მკითხველი: თუ ადამიანი 11 საათის შემდეგ წვება მას რა მოელის? ავტორი: თუ რაიმე მიზეზების გამო ადამიანს 11-დან 1 საათამდე არ ძინავს, მაშინ მისი პრანის (სასიცოცხლო ენერგიის) აქტივობა დაითრგუნება. როგორც პრანის ფუნქციონირების დარღვევის შედეგი – რაღაც დროის შემდეგ გამოვლინდება ნერვული და კუნთოვანი სისტემების დარღვევები. ამიტომ თუ ადამიანი რემდენიმე დღე არ ისვენებს ამისთვის განკუთვნილ დროს, მაშინ იგი იგრძნობს სისუსტეს, მოთენთილობას, პესიმიზმს, მადის დაქვეითებას, სხეულში სიმძიმეს, ფსიქიკურ და ფიზიკურ “გატეხილობას”. თუ ადამიანს ღამის 1-დან 3 საათამდე არ ძინავს, მაშინ მისი ემოციური ძალა ითრგუნება. შედეგად ჩნდება ზედმეტი გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ანტაგონიზმი. მკითხველი: დიახ, უკვე მესმის რომ დროსთან ხუმრობა არ ვარგა. და მაინც არსებობს თუ არა მიზეზები, როს გამოც შეგვიძლია 6 საათზე მეტი გვეძინოს? ავტორი: დიახ, რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს საკუთარი მოთხოვნილება აქვს ძილზე. ეს ძლიერაა დამოკიდებული რეჟიმის დაცვაზე და ასაკზე. ასაკთან ერთად ძილის მოთხოვნილება მცირდება, მაგრამ თუ დღის რეჟიმს დავარღვევთ, ეს მოთხოვნილება მუდმივად მაღალი იქნება. ასევე ეს დამოკიდებულია ადამიანის კონსტიტუციურ ტიპზე და საქმიანობის სფეროზე. თუ ადამინის საქმიანობა მუდმივი ნერვული დაძაბულობის ფონზე მიდის, მაშინ მისთვის ნაჩვენებია 7 საათიანი ძილი და დილის 4-5 საათზე ადგომა, ხანდახან 8 საათი ძილი და 5-6 საათზე ადგომაც. მაგრამ საღამოს 10 საათზე გვიან დაძინება საზიანოა როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. წმინდა ადამიანებს 3 საათიანი ძილი ან ნაკლებიც ყოფნით, მაგრამ ძირითადად მათთვის, ვინც სერიოზულადაა დაკავებული სულიერი პრაქტიკით, რეკომენდებულია 9 საათზე დაძინება და 3 საათზე ადგომა (6 საათიანი ძილი). სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის კი სასურველია 9-10 საათზე დაძინება და 4-5 საათზე ადგომა. თუ ადამიანი გონების და ჭკუის აქტივობის დაქვეითების ცხადი ნიშნების დროსაც კი არ იძინებს საჭირო დროს, იგი თანდათან დეპრესის მდგომარეობაში ჩავარდება. ეს მდგომარეობა შეუმჩნევლად ვითარდება. 1-3 წლის შემდეგ დეპრესია დაგროვდება და ვიგრძნობთ, რომ ცხოვრების ფერები ფერმკრთალდება, ყველაფერი მოქუფრული ხდება გარშემო. ეს იმის ნიშანია, რომ ტვინი ვერ ისვენებს და მისი ფსიქიკური ფუნქციები იფიტება. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ გონებისა და ჭკუის ძალის შესუსტების ნიშნები: იმ მდგომარეობაში, როცა გონების ძალა ქვეითდება, ადამიანს აღარ შეუძლია გაიგოს რისი გაკეთებაა კარგი და რისი - ცუდი. ძნელად ერკვევა, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ბუნებრივი ცხოვრებისეული გამოცდების პერიოდში, როცა უწევს არჩევანის გაკეთება როგორი ცოლი ან ქმარი უნდა ყავდეს, როგორ აღზარდოს ბავშვი, რა სამუშაოზე იმუშაოს. თანდათან ძნელდება მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება. ყველაფერი ეს ხდება, როდესაც გონებაა დათრგუნული და შესუსტებული. ჭკუის ძალის შესუსტებისას იწყება მოუსენრობა და მეხსიერების დაქვეითება. რაღაც დროის მერე ადამიანი მუდმივ ნერვიულ დაძაბულობას გრძნობს, ხდება კონფლიქტური, ბრაზიანი, ნერვიული, ხშირად ილანძღება და ტირილს იწყებს. ჩნდება ფსიქიკური არამდგრადობა. ქვეითდება მეხსიერება და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ დიდი ხნით ვეღარ იმახსოვრებს რაიმეს. თავიდან გრძელვადიანი მეხსიერება ქვეითდება, შემდეგ კი მოკლევადიანი. მკითხველი: თქვენ ასევე საუბრობდით, პრანის, ანუ სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებაზე. ავტორი: დიახ, სასიცოცხლო ენერგია იფიტება, როდესაც ადამიანი 12-დან 2 საათემდე ფხიზლობს. სწორედ ამ დროს ხდება ორგანიზმში პრანის დაგროვება. თუ ამ დროს ნორმალურად არ გძინავთ, მაშინვე იგრძნობთ სისუსტეს. იმდენად, რამდენადაც პრანის მოქმედება დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან, დროთა განმავლობაში ეს უკანასკნელიც მწყობრიდან გამოდის. ამას მივყავართ იქამდე, რომ ირღვევა სასიცოცხლო ფუნქციების ბალანსის რეგულაცია, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ქრონიკული დაავადებების განვითარების დაწყებას. თუ ამის შემდეგაც არ დავიცავთ დღის რეჟიმს, ორგანიზმი შეიძლება მივიდეს კრიტიკულ მდგომარეობამდე, რომელიც მიგვიყვანს ნერბული სისტემის და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების მოშლამდე. 1-დან 3 საათამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიფხიზლისას იფიტება ემოციური ძალები (გრძნობისმიერი ძალები). ქალები მამაკაცებზე ემოციურები არიან, ამიტომ ეს მათზე უფრო ადრე აისახება ხოლმე და ამ დროს ძილი ქალებისთვის განსაკუთრებულად საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მძიმე ემოციური გამოფიტვა და ისტერიულ შეტევებამდეც კი მივიდეს ადამიანი. შესაძლებელია განვითარდეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომლის დროსაც რაღაც პერიოდი ადამიანი ზედმეტად აგზნებულია, შემდეგ კი ემოციურ დეპრესიას განიცდის. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ დღის რეჟიმის მსგავსი დარღვევების დროს თანდათან სმენითი აღქმაც ჩლუნგდება. ასევე შეიძლება დაქვეითდეს მხედველობითი, შეხებითი, გემოვნებითი და ა.შ. აღქმა. მკითხველი: თქვენ ამბობდით, რომ წმინდა ადამიანს 3 საათი ან ნაკლებიც ყოფნის. როდის წვება და როდის იღვიძებს ასეთი ადამიანი? ავტორი: როგორც წესი ისინი საშუალოდ 9-ზე წვებიან და 1-ზე დგებიან. მკითხველი: საიდან იღებენ ისინი ემოციურ ძალას? ავტორი: თუ ადამიანი სერიოზულადაა დაკავებული სულიერი პრაქტიკით, მაშინ ემოციურ ძალას ლოცვისგან მიიღებს. ამ დროს ემოციური ძალა კი არ იფიტება, პირიქით – დღითიდღე ძლიერდება. ამიტომ დროთა განმავლობაში 2 საათის ძილიც კი ეყოფა. მაგრამ არ შეიძლება ამ მდგომარეობის ხელოვნური იმიტაცია გავაკეთოთ. (გაგრძელება იქნება თუ არ დამეზარა... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman მზის ამოსვლამდე... Jun 26 2010, 10:26 AM
აკაკი საღამოს გვიან დაძი... Jun 26 2010, 10:33 AM
Atman აკაკი
რა თქმა უნდა... Jun 26 2010, 10:37 AM
აკაკი Atman
არდა მახსოვს როც... Jun 26 2010, 10:39 AM
Atman აკაკი
ჰოდა გონება... Jun 26 2010, 10:43 AM
Fee საჩემო თემა :D ღამე ... Jun 26 2010, 12:35 PM
ნაინა Atman
შენ თუ დილით გაღ... Jun 26 2010, 12:40 PM
terra სიცოცხლე ისედაც ხა... Jun 26 2010, 12:41 PM
ნაინა terra
აბა გამოდის რომ ... Jun 26 2010, 12:44 PM
Atman ცოტას შეგაშინებთ (... Jun 26 2010, 12:46 PM
ლურჯი ბუ
პ.ს. ადამიანის ტიპე... Jun 26 2010, 12:46 PM
Atman ნაინა
არც ბევრი ძი... Jun 26 2010, 12:47 PM
ნაინა Atman
აჰ, ისევ აიურვედ... Jun 26 2010, 12:59 PM
Atman ნაინა
აიურვედა ჯა... Jun 26 2010, 01:09 PM
terra ნაინა
ჰო, ეს ინდივ... Jun 26 2010, 01:13 PM
neo გაცილებით პრაქტიკ... Jun 26 2010, 01:14 PM
ა ნ უ კ ა
გაცილებით პრაქტიკ... Jun 26 2010, 11:22 PM
Atman neo
მე არ ვამბობ რომ ... Jun 26 2010, 01:17 PM
neo
:D ხო ეგ ვიცი. Jun 26 2010, 01:20 PM
nat_uly ასეთი საზიანო თუ ი... Jun 26 2010, 02:07 PM
Atman
ჰოდა მშვენიერი შა... Jun 26 2010, 02:25 PM
nat_uly
ჰოდა მშვენიერი შა... Jun 26 2010, 02:40 PM
Atman ამას აიურვედის თემ... Jun 26 2010, 03:03 PM
tako :)))))))) უკაცრავად მაგრ... Jun 26 2010, 04:33 PM
Atman tako
ჯანმრთელობა ფარ... Jun 26 2010, 04:49 PM
ნაინა terra
მინიმუმ 17 წელია ... Jun 26 2010, 09:21 PM
Atman ნაინა
შენ სხვა პლა... Jun 27 2010, 10:02 AM
ბადრი კარგია ეგ რეჟიმი, მ... Jun 27 2010, 10:37 PM
ნაინა Atman
სულ სხვა გალაქტ... Jun 27 2010, 10:43 PM
Atman ბადრი
რაც გონივრუ... Jun 28 2010, 03:47 AM
.zakaria.
[b]ბადრი
რაც გონივრ... Jun 28 2010, 04:17 AM
Atman .zakaria.
ჯერ ერთი ამოდი... Jun 28 2010, 05:23 AM
მხევალი ნინო Atman
ნუ, თU ისეთი ლამა... Jun 28 2010, 10:55 AM
Atman მხევალი ნინო
შენ ჩ... Jun 28 2010, 11:06 AM
terra http://www.youtube.com/watch#!v=iaW1BJ...featu... Jun 28 2010, 11:13 AM
მხევალი ნინო Atman
ვაიმე, რა უსმენ... Jun 28 2010, 11:46 AM
izi-bartki ამ ეტაპზე 7 ზე ვდგებ... Jun 28 2010, 07:49 PM
ქევანა ორჯერ მიყოლებით კი... Jun 28 2010, 09:44 PM
Atman ვიწყებ წიგნის თარგ... Jul 5 2010, 10:41 AM
izi-bartki ადრე ვერაფრით ვერ ... Jul 5 2010, 11:31 AM
ikanosi დილით 5 ზე რომ წამოვ... Jul 5 2010, 11:37 AM
izi-bartki ikanosi
6 ზე ადექი რა :P :D ... Jul 5 2010, 11:47 AM
ikanosi izi-bartki
კარგი რჩევაა, გ... Jul 5 2010, 11:49 AM
Atman ძალიან ეფექტური რე... Jul 5 2010, 11:55 AM
ikanosi Atman
12 ზე რომ დავიძინ... Jul 5 2010, 11:57 AM
Atman ikanosi
კი გამოვა, მაგრ... Jul 5 2010, 12:06 PM
sopo...
10-ზე დავწვე 6-ზე ავდ... Jul 5 2010, 09:48 PM
A.v.B Atman
შენ 6 საათზე დგე... Jul 5 2010, 11:50 PM
ქევანა Atman
კი მაგრამ აბა რა... Jul 5 2010, 11:59 PM
Atman A.v.B
მე ხან 4-ზე ვდგებ... Jul 6 2010, 04:59 AM
izi-bartki მოვედი და ჩემს მზე... Jul 6 2010, 10:45 AM
Atman izi-bartki
ზუსტად თემის შ... Jul 6 2010, 10:51 AM
izi-bartki აი გუშინ ალალად შე... Jul 7 2010, 04:05 PM
Atman [b]დღის რეჟიმი (გაგრ... Jul 8 2010, 09:09 AM
lingvo
შესწორებას შევიტა... Jul 8 2010, 11:19 AM
Atman lingvo
ქართულში, მითუმ... Jul 8 2010, 11:25 AM
lingvo Atman
წმიდა იოანე ოქრო... Jul 8 2010, 11:29 AM
Atman lingvo
მე მჯერა წმინდა ... Jul 8 2010, 11:40 AM
terra Atman
ცოტას მეც გავაო... Jul 8 2010, 11:49 AM
მაშიკო 7-დან 8 სთ მდე ვდგები ... Jul 8 2010, 12:01 PM
Atman terra
თან განსაზღვრა... Jul 8 2010, 12:09 PM
მაშიკო Atman
იმუნიტეტის დაქვ... Jul 8 2010, 12:13 PM
lingvo Atman
ბედის და ბედისწე... Jul 8 2010, 12:15 PM
Atman მაშიკო
უფრო ადრე ა... Jul 8 2010, 12:16 PM
მაშიკო
მაშიკო
უფრო ადრე ა... Jul 8 2010, 12:33 PM
lingvo
ყოველშემთხვევაში ... Jul 8 2010, 12:17 PM
Atman lingvo
ტერმინოლოგიაშ... Jul 8 2010, 12:19 PM
lingvo Atman
მტკიცებულებები ... Jul 8 2010, 12:23 PM
Atman
"ბუდილნიკს" რო... Jul 8 2010, 12:24 PM
lingvo
შეუსაბამო მაგალით... Jul 8 2010, 12:33 PM
terra Atman
ანუ შენ ბედს მიზ... Jul 8 2010, 12:35 PM
Atman lingvo
უმოქმედობა არჩ... Jul 8 2010, 12:47 PM
terra Atman
მაგას მირჩევნი... Jul 8 2010, 12:50 PM
Atman terra
მკითხე და გიპას... Jul 8 2010, 12:52 PM
lingvo Atman
მამუკა, ჩვენ აქ ვ... Jul 8 2010, 01:00 PM
Atman lingvo
გითხარი ნუ მეკა... Jul 8 2010, 01:06 PM
lingvo
არ გეკამათები. იყო... Jul 8 2010, 01:15 PM
Atman lingvo
მე არ მაინტერეს... Jul 8 2010, 01:22 PM
terra Atman
მამა თეოდორესთ... Jul 8 2010, 01:36 PM
Atman თავიდან დავდებ რომ... Jul 8 2010, 02:25 PM
ikanosi
განწირული ვარ :D Jul 8 2010, 02:33 PM
marine
განწირული ვარ :D
მე... Jul 8 2010, 03:38 PM
კანონისტი მზის ამოსვლა არ ვი... Jul 8 2010, 02:54 PM
აკაკი
რა მაგათი ბრალია... ... Jul 8 2010, 02:59 PM
Atman ikanosi
marine
დროზე თუ არ შ... Jul 8 2010, 03:42 PM
terra Atman
+ Jul 8 2010, 03:49 PM
izi-bartki Atman
ძალიან მაგარია... Jul 8 2010, 07:02 PM
Atman პატრიარქის კურთხე... Jul 8 2010, 07:34 PM
ქევანა
ვაიმე, სასწრაფოდ უ... Jul 9 2010, 01:37 PM
Atman კიდევ ერთი რჩევა: დ... Jul 9 2010, 02:23 PM
Iona
მართლა ?
პ.ს
გუშინ ... Jul 9 2010, 02:37 PM
Atman Iona
კი, ჩემი ყურით მო... Jul 9 2010, 02:44 PM
მაშიკო Atman
ხვალ და ზეგ არ მც... Jul 9 2010, 02:46 PM
Atman მაშიკო
ეგ სისტემა... Jul 9 2010, 02:54 PM
Iona კაი იდეაა ნამდვილა... Jul 9 2010, 03:12 PM
ქევანა აუ, წყლის დალევაზე ... Jul 9 2010, 03:12 PM
Atman ქევანა
წყლის და სა... Jul 9 2010, 03:24 PM
izi-bartki
ქევანა
წყლის და სა... Jul 10 2010, 01:03 PM
Atman izi-bartki
2-3 ლიტრი რომც ა... Jul 10 2010, 01:04 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 06:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი