ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
მხევალი ნინო |
Mar 13 2007, 05:31 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Qeti
ციტატა ვკითხულობ ჩემო კარგო და პასუხსაც ვწერ, იქნებ დაგეცდია?????????? ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავითი არა მარტო თავის სპეციალობაში მაგარი არამედ ზოგადად საღი მოაზროვნის შთაბეჭდილებასაც ტოვებს! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტად შეგნებული ადამიანი ბრძანდებით და არასაღად მოაზროვნედ ჩვენ არ ჩაგვთვალეთ. დავითის ნიჭს ცხადია მეც ვაფასებ, მაგრამ უფრო მეტად შენ პოსტებს გავეცი პასუხი, შენ პასუხს პროფესიონალები გწერნ, მაგრამ ვხედავ შენთვის მნიშვნელოვანი ფოკლორი კი არ არის, არამედ ის საზღვარგარეთ როგორ იყიდება ესა თუ ის ცეკვა. დაივიწყე ქეთი რას იტყვის მსოფლიო. აქ მტავარი ქართული ფოლკლორის შენარჩუნებაა და არა მსოფლიო ბაზარი. ნიჭიერია ეს შენი ილიკო, კი ბატონო, მაგრამ ფოლკლორიდან შორსაა, შორს. ისე, როგორც ერისიონი ტავისი შოუთი და გაურკვეველი მუსიკით. თუ მსოფლიო აღიარება ქართულ ფოლკლორს დაღუპავს , რად გინდა ასეთი აღიარება. მე ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ დავწერ რა თქვა ერთმა კრიტიკოსმა, როცა მან სხვისი უნიჭო ნაწარმოები გააკრიტიკა და როცა მას უთხრეს , რომ თავად ვერ წერდა ვერაფერს და მხოლოდ აკრიტიკებდა, მან თქვა მე კვერცხის დადებაც კი არ შემიძლია , მაგრამ ლაყე და კარგი კვერცხის გემოს კარგად ვარჩევო. ვფიქრობ, დათოს შენნიშვნა სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო უადგილო იყო, ჩემო ქეთი ეს ქართული ცეკვაა, ჩვენი კულტურის ნაწილი და ნებისმიერი ქართველი ცეკვავს თუ არა ის ილიკოსთან თუ მას გული შესტკივა ქართულ ფოლკლორზე დაიცავს ქართულ ცეკვავს ირლანდიური შემოტევისაგან. ისე შეფასების უფლება მეც მაქვს მგონი, ქართული ცეკვით აღFრთოვანებულ უცხოელებზე მეტად მე სემიძლია შევაფასო და კიდეც გავაკრიტიკო ქართული ცეკვა. შეგახსენებთ ქართული ფოლკლორის და მათ შორის სუხიშვილების დამოკიდებულებას ქართულ სცენაზე გამოსვლის თაობაზე, ისინი ამბობენ, რომ ქართველებტან კონცერტების ჩატარება მეტად უჭირთ ვიდრე უცხოელებთან და ეს ბუნებრივია. უცხოელი იმას ვერ შეამჩნევს და ვერც მოითხოვს რასაც ჩვენ. სხვათა შორის ვერც პროფესიონალიზმს ვერ შეაფასებს. რაც შეეხება შოუს მათი მოგონილია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი