ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
ვეშაპო |
Mar 13 2007, 02:03 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Qeti
დიდი ბოდიში, მაგრამ რა შუაშია ერთმანეთთან "სუხიშვილები" და ქართული ფოლკლორი? Qeti ციტატა როცა ამა თუ იმ პიროვნებას ვაკრიტიკებთ ჯერ საკუთარ თავს შდევხედოთ, ნუთუ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები? აქ ვერ მივხვდი, რა იგულისხმება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვცეკვავ, ძალიან კარგად ვერკვევი ფოლკლორში და მისი სხვადასხვა განხრების (სიმღერა, ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ.) საკითხებში. დამერწმუნე ჩემო კარგო, "სუხიშვილები" და "ერისიონი" თუ კარგად "ტლინკაობს", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სწორად ცეკვავენ. ციტატა მსოფლიომ აღიარა სუხიშვილების ნიჭიერება და ეხლა რამოდენიმეს თუ არ მოწონს ნაკლებად მნიშვნელოვანია! დიდი ბოდიში, მაგრამ მსოფლიოს აზრი სულ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, ვიღაც ჰოლანდიელი ნარკომანი, იაპონელი ბიზნესმენი, ამერიკელი სერფინგისტი და რუსი ბომჟი ჩემთვის შემფასებლის ეტალონი ვერ იქნება. ციტატა მაგრამ სასაცილოა ასე აგდებით ვიღაც ამხელა ანსამბლს რომ იხსენიებს! შენ არ მიცნობ და რატომ გგონია, რომ მე "ვიღაც" ვარ? ციტატა და კიდევ სუხიშვილები იყო არის და იქნება!!! ძალიანაც კარგი, იყოს. მაგრამ შენ მაინცა და მაინც ნუ გამოიდებ თავს და ნუ დააბრალებ მაგათ ფოლკლორს, თვითონ თავის თავს "ბალეტს" ეძახიან და აბსოლუტურად მართლებიც არიან. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ქეთუ |
Mar 13 2007, 06:04 PM
პოსტი
#3
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
Qeti დიდი ბოდიში, მაგრამ მსოფლიოს აზრი სულ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, ვიღაც ჰოლანდიელი ნარკომანი, იაპონელი ბიზნესმენი, ამერიკელი სერფინგისტი და რუსი ბომჟი ჩემთვის შემფასებლის ეტალონი ვერ იქნება. აქ არაა საუბარი იმაზე თუ ვინაა ჩვენთვის შემფასებლის ეტალონი, აქ საუბარია მასაზე, რომელიც აღიარებს ამა თუ იმ ადამიანის ნიჭიერებას! ისე არ მგონია მარტო"ჰოლანდიელი ნარკომანი, იაპონელი ბიზნესმენი, ამერიკელი სერფინგისტი და რუსი ბომჟი" დადიოდეს სუხიშვილების კონცერტებზე! Qeti ქეთი კარგია, რომ ის წაშალე, რაც გეწერა, იმიტომ, რომ ნამდვილად შეურაცყოფა გეწერა რაც შეეხება ანსამბლის შეურაცყოფას, ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვით, შენ ის შეურაცყოფად მიიღე. რატომ იცავ ასე ხმალამოღებით ამ ანსამბლის ტან ისე, რომ არც ერთ პოსტს პასუხს არ სცემ მიკვირს. გაეცი პასუხი ვეშაპოს და მელას პოსტებს. არანაირი პოსტი არ წამიშლია დღეს, რას გულისხმობ და რა წავშალე რაღაც გეშლება, ვეშაპოს და არვიცი მეორეს როგორ მივმართო ნამდვილად ვცემ პასუხს!მოითმინე ძალიან გთხოვ! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი