სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Sep 10 2009, 09:23 AM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
Jul 8 2010, 09:13 AM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ახლა ვისაუბროთ დილით ადგომაზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც აკავშირებს ჩვენს განწყობას და ბედსაც კი დილით ადგომის დროსთან. გონების, ჭკუის და ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირ კავშირშია ამასთან. ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ ეს ურთიერთკავშირები: თუ ადამიანი ფსიქიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე დგება 3 საათზე, მაშინ მას შეუძლია მნიშვნელოვნად განვითარდეს სულიერ პროგრესში. ამ დროს მზის აქტივობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, ხოლო მთვარე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჭკუაზე. შედეგად ჭკუა ბუნებრივად იმყოფება მშვიდ მდგომარეობაში. ამ დროს ძალიან კარგია ღმერთზე ფიქრი და ლოცვა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს დგებიან, ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკის მატარებელნი არიან და მათთვის არაა რეკომენდებული ხალხმრავალ ადგილსი დიდხანს ყოფნა. ამიტომ ასეთი ადრეული ადგომა რეკომენდებულია ძირითადად მღვდელმსახურებისთვის და ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრებისგან მოწყვეტილი ადამიანებისთვის. ის, რომ ბრძენი ადამიანების გრაფიკი ცოტა “სასაცილოა”, ბჰაგავად-გიტაშიც დასტურდება: “ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.” მათ, ვინც 3-დან 4 საათამდე დგება, ასევე საკმარისი ძალა ექნება სულიერი განვითარებისთვის. ამასთან მათი ფსიქიკური მგრძნობელობა არც ისეთი მაღალია, რომ განდეგილური ცხოვრების წესით იცხოვრონ. ადრეულ საათებში რეკომენდებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით დაკავება, იმიტომ რომ ეს დრო ბუნების მიერ სწორედ ამ მიზნისთვისაა განსაზღვრული. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ადრეულ დილას ლოცულობენ, დრო სიურპრიზს უმზადებს – მათ სულის დიადი საიდუმლოებები გაეხსნებათ. ერთადერთი პირობაა – ისინი უნდა ეცადნონ უფრო მეტი დრო გაატარონ წმინდა ადამიანებთან და ნაკლები მათთან, ვისი ცნობიერებაც ცოდვითი საქმიანობითაა დაბინძურებული. მკითხველი: გამოდის, რომ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ და არ უნდა ვიმუშაოთ? ავტორი: არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ იმ ხალხთან, ვისაც სულიერი პროგრესირება არ უნდა. გონიერი ადამიანი არ მოუსმენს ყურადღებით მათ უაზრო ლაპარაკს. მოსმენის პროცესი ძალიან მოქმედებს გონებაზე, ამიტომ ცუდი ურთიერთობის შედეგად შეიძლება ენთუზიაზმიც გაგვიქრეს იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერებისკენ შევცვალოთ. თუ ადამიანი თავის დღეს 4-დან 5 საათამდე იწყებს, მას შეუძლია პესიმისტიდან ოპტიმისტი გახდეს. სწორედ ამ დროს დედამიწა ოპტიმიზმის მდგომარეობაშია. ყველა მგალობელი ჩიტი, რომელიც სათნოების გუნაშია, გრძნობს ამას და ჭიკჭიკს იწყებს. იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იღვიძებენ ამ დროს, შეუძლიათ გახდნენ კარგი მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები ან უბრალოდ ოპტიმისტი ადამიანები. ადრეული ადგომა ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება. რელიგიური ადამიანები ამ დროს დიდ ბედნიერებას განიცდიან, ღმერთს უგალობენ, მსახურებას ატარებენ. ამ დროს კარგია ლოცვა, სულიერი წიგნების კითხვა და ა.შ. ადამიანებს, რომლებიც 5-დან 6 საათამდე დგებიან, შეუძლიათ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქიკური სიფხიზლე ჰქონდეთ. მათი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა დაამარცხონ, საკმაოდ მაღალია. ამ დროს ასევე კარგია სულიერი პრაქტიკით დაკავება. განსაკუთრებით კარგია ლოცვების, ან იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც სულიერი განვითარებისთვის გვჭირდება. მზე ჯერ არაა აქტიური, მაგრამ უკვე მთვარეც აღარაა აქტიური, ამიტომ ჭკუა ძალიან მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი ინფორმაციისადმი. და ეს ინფორმაცია სწრაფად და ღრმად ინახება მეხსიერებაში. ისინი, ვინც 6-დან 7-მდე დგებიან, მზის ამოსვლის შემდეგ დგებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ცნობენ დროის კანონებს, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ ძალიან ბევრი არ იძინონ. მათი ტონუსი შედარებით ნაკლები ინება, ვიდრე სასურველია და საქმეებიც არც თუ ისე ცუდად წაუვათ, მაგრამ ცხადი ხარვეზებით. მათი ჯანმრთელობა ასე თუ ისე ნორმალური იქნება (მაგრამ ეს არ ეხება მათი ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებს). ანუ ვინც ამ დროს დგება, არ ექნება საკმარისი მარაგი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. და ბუნებრივია არ ექნებათ დიდი პროგრესი ცხოვრებაში. მკითხველი: და თუ ზამთარში მზე 8 საათზე ამოდის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გრაფიკი 2 საათით გვიან უნდა გადავწიოთ? ავტორი: უკიდურესი ჩრდილოეთით მზე საერთოდ არ ამოდის ნახევარი წლით და მეტითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ადამიანები ზამთრის ძილის მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ჩემს მსჯელობაში იგულისხმება არა ცხადი განთიადი და ჰორიზონტზე მზის გამოჩენა, არამედ მზის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი აქტიურ მოქმედებას იწყებს დედამიწის იმ წერტილში, სადაც ვიმყოფებით. ის, ვინც ადრე დგება, გრძნობს, რომ 6 საათამდე ბუნება მშვიდია, 6-ის მერე კი დედამიწა მაშინვე გადადის მშვიდი მდგომარეობიდან ფხიზელ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა ზამთარია თუ ზაფხული. თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება. მკითხველი: მგონი ყველა დაავადება ჩამოთვალეთ. ავტორი: აბა რა გეგონათ? ყველა დამრღვევი უნდა დაისაჯოს, დროის კანონებთან ხუმრობა კი ცუდია. მაგრამ ეს არაა ყველაზე დიდი საშინელება. მათ, ვისაც ჩვევად აქვს 8-დან 9 საათამდე ადგომა, უეჭველია, რომ უკვე აღარ შეუძლიათ ხასიათის ნაკლოვანებების დაძლევა და როგორც წესი რაღაც ცუდი ჩვევები აქვთ. ამ დროს ადგომა განაპირობებს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან დაჯახებას, ქრონიკული დაავადებების დიდ რისკს, იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. ასეთ ადამიან ყოველთვის გაუჭირდება სიტუაციის სწორად შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ვერ გააკეთებენ სწორ ცხოვრებისეულ არჩევანს და მოვლენათა დინებას გაყვებიან, ისე რომ არ ექნებათ ძალა რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში. ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს... უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ) Sep 10 2009, 09:23 AM
arizona Atman
აი დილის ლოცვაზ... Sep 10 2009, 09:42 AM
Atman arizona
რამდენიმე სიტყ... Sep 10 2009, 09:53 AM
Atman ღორის გრიპის პროფი... Dec 16 2009, 11:29 PM
protestanti Atman
აიურვედა და გუნ... Dec 17 2009, 01:22 AM
Atman protestanti
აიურვედას რა... Dec 17 2009, 10:29 AM
self Atman დამაინტერესე ხო ... May 2 2010, 12:23 AM
.zakaria.
არ ვიცი რამდენად ... May 2 2010, 01:42 AM
syd საკმარისია სათაურ... May 2 2010, 02:24 AM
Atman self
სიტყვა აიურვედა... May 2 2010, 07:34 PM
ქევანა
შენ თუ დაგილევია? :)
... May 3 2010, 03:56 PM
Atman ქევანა
ავად რომ ვი... May 3 2010, 04:01 PM
newbie მეც წამოვალ მოწმედ... May 3 2010, 04:25 PM
Atman თეთრი (რაფინირებულ... May 10 2010, 11:24 AM
ქევანა Atman
ცოტა რომ ჭამოს ... May 10 2010, 03:44 PM
Atman ქევანა
თუ ძალიან გ... May 10 2010, 05:34 PM
izi-bartki Atman
ეე ბალღო შენ სად... May 10 2010, 09:39 PM
Atman [size=3]გადავწყვიტე და... May 12 2010, 11:25 AM
Atman ვედებში აღწერილია ... May 12 2010, 12:32 PM
Atman მატერიალური გონებ... May 12 2010, 02:30 PM
თამარ Atman
თემა ნამდვილად ს... May 12 2010, 03:22 PM
Atman თამარ
ვფიქრობ სიტ... May 12 2010, 03:36 PM
ქევანა ვა, ეს რა საინტერეს... May 12 2010, 09:44 PM
Atman ქევანა
აუცილებლა... May 12 2010, 09:50 PM
ქევანა Atman
ხო, ჯერ ვეცნობი, კ... May 12 2010, 10:04 PM
Molen Atman
გამიჩნდა ასეთი კ... May 13 2010, 10:34 AM
Atman Molen
პასუხი ასეთი იქ... May 13 2010, 10:43 AM
Atman სემინარის მეორე დღ... May 13 2010, 11:20 AM
Atman 4. დაეჭვება (სამშაია... May 13 2010, 03:08 PM
Atman სემინარის მესამე დ... May 14 2010, 12:02 PM
Atman სემინარის მეოთხე დ... May 15 2010, 06:20 PM
Atman პასუხები შეკითხვე... May 15 2010, 06:41 PM
.zakaria. პავლე მოციქული ავა... May 15 2010, 07:43 PM
Atman .zakaria.
ხო და წმინდანე... May 15 2010, 08:03 PM
Atman ისა ხალხო, ჯერ ეს სე... May 15 2010, 09:27 PM
ქევანა
დასდე ეს :D
ფილოსოფ... May 15 2010, 09:30 PM
Atman . May 15 2010, 09:34 PM
Atman სემინარის მეხუთე დ... May 17 2010, 05:53 PM
Atman სემინარის მეექვსე ... May 18 2010, 09:45 AM
self Atman ფსიქოლიგია :)
[b]ს... May 18 2010, 09:47 PM
Atman self
არ ვიცი, მაგ დონე... May 18 2010, 10:11 PM
Atman კიდევ ერთი რჩევა: წ... Jun 15 2010, 11:34 AM
Atman ვინმეს ხომ არ გაქვ... Jun 24 2010, 08:13 AM
Atman ახლა ცოტას კიდევ ვ... Jun 24 2010, 08:50 AM
Fee Atman ძალიან გთხოვ სხ... Jun 24 2010, 06:50 PM
Atman Fee
http://golosved.com/
ქართულ... Jun 24 2010, 06:58 PM
ქევანა
ატმან, ანუ შენ გინ... Jun 24 2010, 09:27 PM
Atman ქევანა
ყოფნით ზოგ... Jun 25 2010, 04:31 AM
Fee ატმან მადლობ ლინკი... Jun 25 2010, 04:38 PM
Atman Fee
ჰერკულესი კარგი... Jun 25 2010, 04:52 PM
Fee მთაში მივდივარ, არ ... Jun 26 2010, 12:27 PM
Atman Fee
რომ ჩამოხვალ მთი... Jun 26 2010, 12:30 PM
Fee :D:D:D Jun 26 2010, 01:09 PM
Atman [b]World According to Monsanto
სამყარ... Jun 30 2010, 08:25 AM
Atman „დიროლი“ ბავშვებშ... Jun 30 2010, 12:26 PM
Atman ვიწყებ წიგნის თარგ... Jul 5 2010, 10:17 AM
Atman მკითხველი: ბოლო დრ... Jul 6 2010, 08:35 AM
Atman ძალიან მაგარი ვიდე... Jul 9 2010, 01:07 PM
აკაკი ატმან შენ გეცოდინე... Jul 12 2010, 12:46 AM
Atman აკაკი
ქართულ მითო... Jul 12 2010, 05:46 AM
self რაც ატმანი წავიდა ... Jul 25 2010, 06:22 PM
Atman self
http://www.torsunov.ru/ru/downloads/lections... Aug 10 2010, 06:43 PM
ikanosi Atman
ერთი ორი სიტყვით... Aug 10 2010, 06:46 PM
Atman ikanosi
ყველანაირი მედ... Aug 10 2010, 07:13 PM
ikanosi Atman
კონკრეტულად რომ... Aug 10 2010, 07:22 PM
Atman ikanosi
თითქმის ყველა დ... Aug 10 2010, 07:24 PM
ikanosi Atman
და რომ არ გაამარ... Aug 10 2010, 07:43 PM
Atman ikanosi
ყოველთვის არაფ... Aug 10 2010, 07:56 PM
ikanosi Atman
ქვები მე უნდა მი... Aug 10 2010, 08:11 PM
Atman ikanosi
შენ არ უნდა მიუ... Aug 10 2010, 08:18 PM
Atman [size=4]Обеты истинного врача.
... Aug 11 2010, 07:49 AM
Atman [img]http://s48.radikal.ru/i121/1008/89/d01b05b833... Aug 11 2010, 01:27 PM
Atman ძალიან მნიშვნელოვ... Aug 12 2010, 10:27 AM
ლურჯი ბუ Atman, მაგარი ხარ :)
კი გ... Aug 12 2010, 01:31 PM
terra
Atman, მაგარი ხარ :)
კი ... Aug 12 2010, 03:21 PM
Atman ლურჯი ბუ
terra
ტყუილთ... Aug 12 2010, 03:34 PM
terra Atman
განსაკუთრებით ა... Aug 12 2010, 03:36 PM
Atman terra
ამპარტავნება უ... Aug 12 2010, 04:00 PM
Atman [b]ეს არის ცხრილი, სა... Aug 12 2010, 07:04 PM
Atman [b][size=4]აქ არის დოშები... Aug 16 2010, 12:23 PM
Atman ნაწყვეტი ცნობილი ი... Aug 21 2010, 03:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st December 2025 - 04:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი