მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
Atman |
Jun 26 2010, 10:26 AM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.
მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს. მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე. რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი... აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი ). მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა? პასუხი: საჭიროა! მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია! მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)! პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Jul 8 2010, 11:40 AM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
lingvo
მე მჯერა წმინდა იოანე ოქროპირის და თითქმის ყველაფერს ვეთანხმები რაც უწერია. ბედის ფატალურობას მეც ვეწინააღმდეგები, მაგრამ არა ბედის არსებობას. შედარებას მოვიყვან: შენ თუ ცხოვრების დინებას მიჰყვები, ისე რომ ხელს არ ანძრევ და ცურვა არ გინდა, მაშინ დინება ზუსტად ისე წაგიღებს, როგორც ბედითაა განსაზღვრული, მაგრამ თუ შენ დინების საწინააღმდეგოდ და სხვადასხვა მიმართუულებით ცურვას სწავლობ, მაშინ დინება შენზე ვეღარ მოქმედებს. და ეს არ ნიშნავს, რომ დინება არ არსებობს. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ბედის არსის არასწორად გაგებას უმოქმედობისკენ და აბსურდისკენ მივყავართ. მისი წერილი სწორედ ამას ეხება. შესაბამის თემაში ვიკამათოთ ამაზე თუ სურვილი გექნებათ. ამ თემას ნუ აოფეეეებთ! ციტატა თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის სამართალი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის რწმენა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის ღმერთი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის არც სათნოება, არც ცოდვა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ ყველაფერი ამაოა ბედისწერა არსებობს, უბრალოდ მისი შეცვლაა შესაძლებელი! როგორც ჩანს იოანე ოქროპირი "ბედისწერაში" "ბედის ურყევ ფატალურობას" გულისხმობს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი