მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
Atman |
Jun 26 2010, 10:26 AM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.
მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს. მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე. რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი... აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი ). მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა? პასუხი: საჭიროა! მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია! მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)! პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Jul 8 2010, 12:09 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
terra
ციტატა ღმერთი წინასწარ ხედავს, მაგრამ წინასწარ არ განსაზღვრავს. თან განსაზღვრავს და თან არ განსაზღვრავს. ამას ადამიანური ჭკუა ვერ ჩაწვდება და ვერც სიტყვით ახსნის. მაგრამ რაც შეეხება ადამიანის ბედისწერას, თავად სიტყვა ამბობს თავისას - ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ წერს, მაგრამ რასაც დაწერს ის რეალური ხდება. ანუ მაგალითად "დაწერე" კაცის მოკვლა. შესაბამისად ბედი ციხეში, ან სხვაგან მოგახვედრებს. "აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა." ბატონი ლინგვო თავად ბედის არსებობას უარყოფს, რაც აბსოლუტურად არასწორია. რასაც ვწერთ, ის ხდება ჩვენი "ბედი" "სვე-ბედი" (სანსკრიტულად სვა-კარმა), "ბედისწერა" ან რაც გინდა დაარქვით. თეზა + ანტითეზა = სინთეზი! დიალექტიკა გამოიყენეთ ხანდახან და არა ბრმა გაუაზრებელი რწმენა: "იოანე ოქროპირმა თქვა და მორჩა!" ჯერ გაარკვიეთ რა იგულისხმა ოქროპირმა და რაზე თქვა. ისევ ვიმეორებ ძველ-ქართულში არ არსებობს სიტყვა, რომელიც რაიმე რეალურ საგანს ან მოვლენას არ აღნიშნავდეს. და ფრაზა: "ბედი არ არსებობს" აბსოლუტური სისულელეა, უბრალოდ სწორად უნდა გავიგიოთ რა იგულისხმება ბედში. "რასაცა დასთეს იმას მოიმკი" - ბედისწერის მშვენიერი განმარტებაა. იოანე ოქროპირი "ბედის ფატალურობას" ებრძვის და არა თავად ბედის არსებობას! მაშიკო ციტატა 7-დან 8 სთ მდე ვდგები ხოლმე, დრო არასდროს არ მკოფნის, მთელი დღე დავრბივარ, ზოგჯერ მიწევს 5 ზეც ადგომა თუ საქმეს სჭირდება.ნუ რა ვქნა თუ გასართობად მივდივარ სადმე სიამოვნებით ავდგები დილით 5 ზე, აი სამსახურში წასასვლელად კი 8 საათიც ადრე მეჩვენება, სამსახურში არასდროს ვაგვიანებ, მაგრამ მოუწესრიგებელი კი მივდივარ სულ, თუ რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა არ არის.Atmanშენი აზრით რა დაავადებები უნდა მაწუხებდეს? ციტატა ტექსტიდან: თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი