მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
Atman |
Jun 26 2010, 10:26 AM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.
მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს. მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე. რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი... აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი ). მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა? პასუხი: საჭიროა! მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია! მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)! პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Jul 8 2010, 12:24 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ბედი, ბედისწერა – რელიგიურ-ფილოსოფიური იდეალისტური წარმოდგენა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა ადამიანზე ბრმა ძალების ბატონობისა. ამ შეხედულებით ადამიანთა ბედი წინასწარ არის გაჩინებული განგების მიერ. ქართველთა რელიგიური წარმოდგენით ადამიანის დაბადებისთანავე ცაზე ჩნდებოდა მისი ბედის ვარსკვლავი; ახალშობილს "ბედისმწერლის" ხელით შუბლზე ეწერებოდა მომავალი ცხოვრება, ცხოვრების ყველა მომენტი, რომელთა შეცვლა მოკვდავს არ შეეძლო. იმავე შეხედულებით ამქვეყნიურ საქმეებს ხშირად "სულეთის" ღმერთიც განაგებდა. ქართველ მთიელებში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით "სამზეოში" ისეთი არაფერი ხდებოდა, წინასწარ "სულეთში" რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი. სულეთის ღმერთს ემსახურებოდნენ "მწერელნი", "ბედის მწერლები" ან "წერა-მწერალნი", რომლებიც ბედის წიგნის მონაცემების მიხედვით "იბარებენ სულეთში" ადამიანებს. ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული იყო აღმოსავლეთისა და ევროპის ხალხებში. ქართული წარმოდგენები ბედზე განსაკუთრებით ახლოს დგას შუამდინარეთსა და ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ რწმენებთან. "ბუდილნიკს" რომ დააყენებ დილისთვის, ხომ განსაზღვრულია რომ 99% დარეკავს? ჰოდა ესაა ბედისწერა! თუ ძალიან მოგინდება ადგები ღამე და დაამტვრევ მაგ ბუდილნიკს! თუ არ დაამტვრევ დარეკავს! არის აქ თავისუფალი არჩევანიც ესე იგი ხო? როცა უმოქმედონი ვართ, ბედის გავლენის ქვეშ ვართ და მაღვიძარა აუცილებლად რეკავს, თუ ვმოქმედებთ და ბუდილნიკს ვამტვრევთ, მაშინ აღარ რეკავს! ჰოდა სულებს დააბრალებ ამ კანონზომიერებას, ბნელ ძალებს, დემონებს, ანგელოზებს თუ სხვა რამეს, ეს უკვე რწმენის, ცრურწმენის, ფანტაზიის და ცოდნის ამბავია! მექანიზმი მარტივია: დააყენე ბუდილნიკი? თუ არ გამორთავ დარეკავს! კიდე უფრო მარტივად ავხსნა? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი