![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
tekla1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 21-November 06 წევრი № 500 ![]() |
გილოცავთ, საერო კალენდარულ ახალ წელს და დამდეგ შობას
![]() ბედნიერებას და წყალობას ღვთისას გისურვებთ! ამ თემაში მინდა, რომ ეროვნულ სამოსზე ვისაუბროთ. ასევე, აქსესუარებზე და ყველაფერზე, რაც დღემდე შემოგვრჩა ქართული, ტრადიციული დიზაინიდან ![]() სურეთები და საინტერესო ლინკებიც დავდოთ, თუ მოგეპოვებათ წინასწარ დიდი მადლობა ![]() |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ვეშაპო
ციტატა სუფთა, ნამდვილი ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების მეტს არავის აცვია, ეს არის ხევსურული ტანსაცმელი. ხევსურული, ჯვრიანი? მე ვიცი, ამ ტასაცმელზე სხვადასხვა მოსაზრებაა, რომ ეს ჯვაროსნების გავლენით და აშ. ისე გამოდის, რომ ქართველებს არ გვეცვა. თუ ზოგი ჩრდილო კავკასიიდან არის, ზოგიც თურქეთიდან ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
zura.bi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 ![]() |
ვეშაპო ხევსურული, ჯვრიანი? მე ვიცი, ამ ტასაცმელზე სხვადასხვა მოსაზრებაა, რომ ეს ჯვაროსნების გავლენით და აშ. ისე გამოდის, რომ ქართველებს არ გვეცვა. თუ ზოგი ჩრდილო კავკასიიდან არის, ზოგიც თურქეთიდან ![]() არავითარი ჯვაროსნული გავლენა!!! ჯვრის კულტი ხევსურეთში თვით ჯვაროსნებზე ბევრად ადრინდელია! ეს რა გვჭირს ქართველებს ასე ადვილად რომ ვუთმობთ მამა-პაპისეულს ყველა ჯურის (ჯვრის) გადამთიელს! ჩოხა არის სხეულის შუაში შეკრული მოგრძო პერანგი (ხალათი), რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების შემდგომ კავკასიის ორთავ მხარეს მცხოვრებმა ხალხებმა სამასრე ჯიბეები (ტომრები) დააკერეს. რაც შეეხება ტალავარს - უშუალოდ მას არ აქვს სამასრე განყოფილებები, მათ მოვალეობას ასრულებს მხარიღლივ სატარებელი სამასრე - "სასწრაფო"! ხევსურულ ჩოხას, ისევე როგორც სხვა ჩოხებს, აქვს სამასრეები და საზოგადოდ ჩოხა ისევეა ქართული, როგორც რუსის მიერ მოპარული და მითვისებული ცნობილი "ჩერკეზკა" -ჩერქეზული! P.ს. ჩოხების სადაურობა - კუთხური კუთვნილება განირჩევა დამახასიათებელი სიგრძის, მკლავების ფორმისა და სიგრძის (ყურთმაჯები), სამასრეების ფერის,ფორმისა და განლაგების, მოსირმვის თავისებურებებისა და სხვა მრავალ ასპექტთა გათვალისწინებით... ![]() ნუ გავასხვისებთ ჩოხასაც, შთამომავლობას ნუ გავწირავთ, საშიშვლე (არცოდნა) ცოდვაა! რამეთუ "ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს." ილია ჭავჭავაძე - წმ. ილია მართალი -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 07:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი