პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა? |
კანონისტი |
Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"! რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 11 2010, 06:43 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
წმინდა წერილის განმარტება ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. ღმრთის სიტყვაში გადმოცემული ჩვენი ცხოვნების საქმე საიდუმლოა არა მარტო ჩვენთვის, მოკვდავ კაცთათვის, არამედ ანგელოზთათვისაც (შეად. 1 პეტრე 1:12). მაგრამ წმიდა წერილი არც ისე ადვილად წვდომადია. ხორციელთ ის ხორციელად ესმით, სულიერთ სულიერად. რაც უფრო სულიერია ადამიანი, ანუ რაც უფრო დაუთრგუნავს მას ხორციელი ვნებები, მით უფრო შემოსილია საღმრთო მადლით და ამიტომაც წმიდა წერილის წვდომის მეტი შესაძლებლობა გააჩნია. წმიდა მამათა განმარტებები იმიტომაც არის უპირატესობის მქონე (ჩვეულებრივ კაცთა ან ინტელიგენტთა და მეცნიერთა განმარტებებისგან განსხვავებით), რომ ისინი სულიწმიდის მიერ მეტყველებდნენ და ძალუძდათ წმიდა წერილში წვდომა იმ ზომით, რა ზომითაც მკვიდრობდა მათში მადლი ღმრთისა. ეს კი, როგორც უკვე ვთქვი, მამათა სულიერ ღვაწლზე, მათ მიერ ხორციელ ვნებათა დათრგუნვასა და სულის განათლებაზე იყო (და არის) დამოკიდებული. ამიტომაც იმ მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის, ვისაც არა თუ სულიერი სრულყოფის მწვერვალებისთვის არ მიუღწევია, არამედ ელემენტარულად, მარხვებს არ იცავს, არ ლოცულობს, არ ეზიარება და საერთოდ, არ ცხოვრობს ღმრთის მცნებების მიხედვით და ოდენ, კაბინეტური "განათლების" ამარა ცდილობს წაიფილოსოფოსოს წმიდა წერილზე, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერასოდეს ჩასწვდება წმიდა წერილს და ყოველთვის დასვამს ისეთ შეკითხვებს, რომელიც მართლმადიდებელთათვის ღიმილის მომგვრელია. მაგალითად, ერთმა იკითხა: "წმიდა მამებმა რომელი წმიდა მამებისგან ისწავლეს წერილის განმარტება?"
ამ ადამიანს ჰგონია, რომ "წმიდა მამების მიხედვით" წერილის განმარტება არის ერთგვარი მექანიკური მოცემულობა, რომლის მიმართაც ხშირად აპელირებენ მართლმადიდებლები. და რაკიღა ასეა მისთვის, მაშინ შეკითხვაც "ლოგიკურია": "რომელი წმიდა მამებისგან ისწავლეს წმიდა მამებმა წერილის განმარტება?" მართლმადიდებელთა პასუხი კი ასეთია: ყველა წმიდა მამა სულიწმიდისგან სწავლობს წერილის განმარტებას. და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთი წმიდა მამა მასზე უადრეს მამათაგან სწავლობს, სულიწმიდისგან სწავლობს, რადგან პირველ მამებამდე, (მაგალითად, მოციქულებამდე) თუ ჩავალთ, მათი მოძღვარი ვინღა იქნება? ცხადია ქრისტე, ვინც მისი ამქვეყნად ცხოვრების დროს ასწავლიდა მოციქულებს და სულიწმიდა, რომელიც მან მოუვლინა თავის მოწაფეებს და უთხრა, რომ მისგან ემცნობოდათ ყოველივე. თუ ვინმემ რამე ვერ გაიგო, შემატყობინოს და გავაგრძელებ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი