სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანონისტი |
Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი
#1
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი. როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"! რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Jul 11 2010, 06:43 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
წმინდა წერილის განმარტება ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. ღმრთის სიტყვაში გადმოცემული ჩვენი ცხოვნების საქმე საიდუმლოა არა მარტო ჩვენთვის, მოკვდავ კაცთათვის, არამედ ანგელოზთათვისაც (შეად. 1 პეტრე 1:12). მაგრამ წმიდა წერილი არც ისე ადვილად წვდომადია. ხორციელთ ის ხორციელად ესმით, სულიერთ სულიერად. რაც უფრო სულიერია ადამიანი, ანუ რაც უფრო დაუთრგუნავს მას ხორციელი ვნებები, მით უფრო შემოსილია საღმრთო მადლით და ამიტომაც წმიდა წერილის წვდომის მეტი შესაძლებლობა გააჩნია. წმიდა მამათა განმარტებები იმიტომაც არის უპირატესობის მქონე (ჩვეულებრივ კაცთა ან ინტელიგენტთა და მეცნიერთა განმარტებებისგან განსხვავებით), რომ ისინი სულიწმიდის მიერ მეტყველებდნენ და ძალუძდათ წმიდა წერილში წვდომა იმ ზომით, რა ზომითაც მკვიდრობდა მათში მადლი ღმრთისა. ეს კი, როგორც უკვე ვთქვი, მამათა სულიერ ღვაწლზე, მათ მიერ ხორციელ ვნებათა დათრგუნვასა და სულის განათლებაზე იყო (და არის) დამოკიდებული. ამიტომაც იმ მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის, ვისაც არა თუ სულიერი სრულყოფის მწვერვალებისთვის არ მიუღწევია, არამედ ელემენტარულად, მარხვებს არ იცავს, არ ლოცულობს, არ ეზიარება და საერთოდ, არ ცხოვრობს ღმრთის მცნებების მიხედვით და ოდენ, კაბინეტური "განათლების" ამარა ცდილობს წაიფილოსოფოსოს წმიდა წერილზე, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერასოდეს ჩასწვდება წმიდა წერილს და ყოველთვის დასვამს ისეთ შეკითხვებს, რომელიც მართლმადიდებელთათვის ღიმილის მომგვრელია. მაგალითად, ერთმა იკითხა: "წმიდა მამებმა რომელი წმიდა მამებისგან ისწავლეს წერილის განმარტება?"
ამ ადამიანს ჰგონია, რომ "წმიდა მამების მიხედვით" წერილის განმარტება არის ერთგვარი მექანიკური მოცემულობა, რომლის მიმართაც ხშირად აპელირებენ მართლმადიდებლები. და რაკიღა ასეა მისთვის, მაშინ შეკითხვაც "ლოგიკურია": "რომელი წმიდა მამებისგან ისწავლეს წმიდა მამებმა წერილის განმარტება?" მართლმადიდებელთა პასუხი კი ასეთია: ყველა წმიდა მამა სულიწმიდისგან სწავლობს წერილის განმარტებას. და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთი წმიდა მამა მასზე უადრეს მამათაგან სწავლობს, სულიწმიდისგან სწავლობს, რადგან პირველ მამებამდე, (მაგალითად, მოციქულებამდე) თუ ჩავალთ, მათი მოძღვარი ვინღა იქნება? ცხადია ქრისტე, ვინც მისი ამქვეყნად ცხოვრების დროს ასწავლიდა მოციქულებს და სულიწმიდა, რომელიც მან მოუვლინა თავის მოწაფეებს და უთხრა, რომ მისგან ემცნობოდათ ყოველივე. თუ ვინმემ რამე ვერ გაიგო, შემატყობინოს და გავაგრძელებ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
კანონისტი პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა Oct 23 2007, 11:57 AM
death პავლემ ეს იმიტომ გáƒ... Oct 31 2007, 12:00 PM
მნათე
წინდაცვეთით დაასáƒ... Oct 31 2007, 01:39 PM
გლახა კანონისტი
შენ პირა... Oct 31 2007, 05:32 PM
კანონისტი გლახა
ვცდილობ ასეáƒ... Oct 31 2007, 06:00 PM
გლახა კანონისტი
ეჭვი მეáƒ... Nov 1 2007, 12:19 PM
კანონისტი გლახა
ხმამაღლა არ áƒ... Nov 1 2007, 12:42 PM
გლახა კანონისტი
მასინ რá... Nov 1 2007, 01:25 PM
დათიკო გლახა
ეს განყოფილáƒ... Nov 1 2007, 10:09 PM
Genesis
გლახა
ეს განყოფილá... Nov 21 2007, 03:37 PM
დათიკო Genesis
შენ გინდა თქვა áƒ... Nov 21 2007, 10:05 PM
Genesis
Genesis
შენ გინდა თქვა á... Nov 21 2007, 10:56 PM
დათიკო Genesis
მე ეგ არ მითქვაáƒ... Nov 21 2007, 11:01 PM
Genesis
Genesis
მე ეგ არ მითქვაá... Nov 21 2007, 11:11 PM
დათიკო Genesis
გეთანხმები.
მაგ... Nov 21 2007, 11:38 PM
Genesis
Genesis
ის განმარტება რ... Nov 22 2007, 01:18 AM
დათიკო Genesis
ცდები. განმარტე... Nov 22 2007, 02:04 AM
Genesis მაშინ დამეხმარე კე... Nov 22 2007, 09:19 PM
დათიკო Genesis
ქართულად სამწუá... Nov 23 2007, 04:59 PM
Genesis
Genesis
ქართულად სამწუ... Nov 24 2007, 10:41 PM
sarah გულთამხილველმა ღმá... Nov 24 2007, 09:24 PM
დათიკო Genesis
http://www.lopbible.narod.ru/2pe/0.htm
h... Nov 25 2007, 09:24 PM
Genesis
Genesis
http://www.lopbible.narod.ru/2pe/0.htm
... Nov 26 2007, 02:40 AM
nini_1 Genesis
ხოდა დადე ეგ შე... Nov 26 2007, 02:44 AM
Genesis
Genesis
ხოდა დადე ეგ შეá... Nov 26 2007, 03:23 AM
დათიკო თემას დავუბრუნდეთ Nov 26 2007, 07:41 PM
marine "ქრისტეს დროსაც კ... Jul 7 2021, 12:44 PM
marine "რამდენადაც წინაá... Jul 7 2021, 08:15 PM
marine "მორწმუნეები თავá... Aug 15 2021, 08:13 PM
marine
[b][size=2]საქმე მოციქულá... Aug 22 2021, 06:38 PM
შამხაზაი
[b][size=2]საქმე მოციქულá... Jul 16 2023, 05:26 PM
marine "პავლე სულისა და áƒ... Apr 11 2026, 08:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th October 2026 - 11:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი