IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა?
კანონისტი
პოსტი Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი.


როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"!

რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 11 2010, 06:43 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



წმინდა წერილის განმარტება ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. ღმრთის სიტყვაში გადმოცემული ჩვენი ცხოვნების საქმე საიდუმლოა არა მარტო ჩვენთვის, მოკვდავ კაცთათვის, არამედ ანგელოზთათვისაც (შეად. 1 პეტრე 1:12). მაგრამ წმიდა წერილი არც ისე ადვილად წვდომადია. ხორციელთ ის ხორციელად ესმით, სულიერთ სულიერად. რაც უფრო სულიერია ადამიანი, ანუ რაც უფრო დაუთრგუნავს მას ხორციელი ვნებები, მით უფრო შემოსილია საღმრთო მადლით და ამიტომაც წმიდა წერილის წვდომის მეტი შესაძლებლობა გააჩნია. წმიდა მამათა განმარტებები იმიტომაც არის უპირატესობის მქონე (ჩვეულებრივ კაცთა ან ინტელიგენტთა და მეცნიერთა განმარტებებისგან განსხვავებით), რომ ისინი სულიწმიდის მიერ მეტყველებდნენ და ძალუძდათ წმიდა წერილში წვდომა იმ ზომით, რა ზომითაც მკვიდრობდა მათში მადლი ღმრთისა. ეს კი, როგორც უკვე ვთქვი, მამათა სულიერ ღვაწლზე, მათ მიერ ხორციელ ვნებათა დათრგუნვასა და სულის განათლებაზე იყო (და არის) დამოკიდებული. ამიტომაც იმ მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის, ვისაც არა თუ სულიერი სრულყოფის მწვერვალებისთვის არ მიუღწევია, არამედ ელემენტარულად, მარხვებს არ იცავს, არ ლოცულობს, არ ეზიარება და საერთოდ, არ ცხოვრობს ღმრთის მცნებების მიხედვით და ოდენ, კაბინეტური "განათლების" ამარა ცდილობს წაიფილოსოფოსოს წმიდა წერილზე, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერასოდეს ჩასწვდება წმიდა წერილს და ყოველთვის დასვამს ისეთ შეკითხვებს, რომელიც მართლმადიდებელთათვის ღიმილის მომგვრელია. მაგალითად, ერთმა იკითხა: "წმიდა მამებმა რომელი წმიდა მამებისგან ისწავლეს წერილის განმარტება?"

ამ ადამიანს ჰგონია, რომ "წმიდა მამების მიხედვით" წერილის განმარტება არის ერთგვარი მექანიკური მოცემულობა, რომლის მიმართაც ხშირად აპელირებენ მართლმადიდებლები. და რაკიღა ასეა მისთვის, მაშინ შეკითხვაც "ლოგიკურია": "რომელი წმიდა მამებისგან ისწავლეს წმიდა მამებმა წერილის განმარტება?"

მართლმადიდებელთა პასუხი კი ასეთია: ყველა წმიდა მამა სულიწმიდისგან სწავლობს წერილის განმარტებას. და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთი წმიდა მამა მასზე უადრეს მამათაგან სწავლობს, სულიწმიდისგან სწავლობს, რადგან პირველ მამებამდე, (მაგალითად, მოციქულებამდე) თუ ჩავალთ, მათი მოძღვარი ვინღა იქნება? ცხადია ქრისტე, ვინც მისი ამქვეყნად ცხოვრების დროს ასწავლიდა მოციქულებს და სულიწმიდა, რომელიც მან მოუვლინა თავის მოწაფეებს და უთხრა, რომ მისგან ემცნობოდათ ყოველივე.

თუ ვინმემ რამე ვერ გაიგო, შემატყობინოს და გავაგრძელებ. smile.gif


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა   Oct 23 2007, 11:57 AM
death   პავლემ ეს იმიტომ გ...   Oct 31 2007, 12:00 PM
მნათე   წინდაცვეთით დაას...   Oct 31 2007, 01:39 PM
გლახა   კანონისტი შენ პირა...   Oct 31 2007, 05:32 PM
კანონისტი   გლახა ვცდილობ ასე...   Oct 31 2007, 06:00 PM
გლახა   კანონისტი ეჭვი მე...   Nov 1 2007, 12:19 PM
კანონისტი   გლახა ხმამაღლა არ ...   Nov 1 2007, 12:42 PM
გლახა   კანონისტი მასინ რ...   Nov 1 2007, 01:25 PM
დათიკო   გლახა ეს განყოფილ...   Nov 1 2007, 10:09 PM
Genesis   გლახა ეს განყოფილ...   Nov 21 2007, 03:37 PM
დათიკო   Genesis შენ გინდა თქვა ...   Nov 21 2007, 10:05 PM
Genesis   Genesis შენ გინდა თქვა ...   Nov 21 2007, 10:56 PM
დათიკო   Genesis მე ეგ არ მითქვა...   Nov 21 2007, 11:01 PM
Genesis   Genesis მე ეგ არ მითქვა...   Nov 21 2007, 11:11 PM
დათიკო   Genesis გეთანხმები. მაგ...   Nov 21 2007, 11:38 PM
Genesis   Genesis ის განმარტება რ...   Nov 22 2007, 01:18 AM
დათიკო   Genesis ცდები. განმარტე...   Nov 22 2007, 02:04 AM
Genesis   მაშინ დამეხმარე კე...   Nov 22 2007, 09:19 PM
დათიკო   Genesis ქართულად სამწუ...   Nov 23 2007, 04:59 PM
Genesis   Genesis ქართულად სამწუ...   Nov 24 2007, 10:41 PM
sarah   გულთამხილველმა ღმ...   Nov 24 2007, 09:24 PM
დათიკო   Genesis http://www.lopbible.narod.ru/2pe/0.htm h...   Nov 25 2007, 09:24 PM
Genesis   Genesis http://www.lopbible.narod.ru/2pe/0.htm ...   Nov 26 2007, 02:40 AM
nini_1   Genesis ხოდა დადე ეგ შე...   Nov 26 2007, 02:44 AM
Genesis   Genesis ხოდა დადე ეგ შე...   Nov 26 2007, 03:23 AM
დათიკო   თემას დავუბრუნდეთ   Nov 26 2007, 07:41 PM
dzvelmartlmadidebeli   წმინდა წერილის გან...   Jul 11 2010, 06:43 PM
marine   "ქრისტეს დროსაც კ...   Jul 7 2021, 12:44 PM
marine   "რამდენადაც წინა...   Jul 7 2021, 08:15 PM
marine   "მორწმუნეები თავ...   Aug 15 2021, 08:13 PM
marine   [b][size=2]საქმე მოციქულ...   Aug 22 2021, 06:38 PM
შამხაზაი   [b][size=2]საქმე მოციქულ...   Jul 16 2023, 05:26 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 12:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი