ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია |
Atman |
Jul 12 2010, 01:20 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს შედარებები ფორუმ.გე-ზე ვიპოვე. მაინტერესებს თქვენი აზრიც. არის ამაში რაღაც საინტერესო
1. ლენინმა ათეიზმი იქადაგა და დაარსა ათეისტური სახელმწიფო. 1919 მარტში კომუნისტური (ათეისტური) ინტერნაციონალი დაარსა. 1922 ნოემბერში ბოლო სახალხო გამოსვლაჰქონდა მოსკოვის საბჭოზე. 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). (გამოც.იოან. 12) 2. ლენინი იყო იმ შვიდ თავთაგანი რომლებიც მართავდნენ წითელ ათეისტურ სახელმწიფოს . 1918 დაჭრილი იყო სასიკვდილოდ , მაგრამ განიკურნა. 3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. (გამოც.იოან. 12) 1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. (გამოც.იოან. 13) 3.მეორე თავმა(სტალინმა) განადიდა პირველი (ლენინი) მისი სახელით მოქმედებდა. 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი(სტალინი), მიწიდან (СТАЛЬ - რკინა) ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის (სტალინი) მოქმედებს მხეცის ( ათეისტური იდეოლოგიის - კომუნისტური პარტიის) წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ (ლენინი) მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა( ლენინი). (გამოც.იოან. 13) 4. ლენინის დროშის ქვეშ მარშირებდა მთელი სოციალისტური თანამეგობრობა - 30 ქვეყნამდე და იდევნებოდნენ მართლმადიდებლები, კათოლიკები, ბუდისტები, კრიშნაიდები, იუდევლები, ისლამი... 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. 8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. 9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. (გამოც.იოან. 13) ლენინი როგორც ვიცით ებრაელი იყო,, და ანტიქრისტეც ამბობენ ებრაელთა ტომიდან იქნება ანუ კონკრეტულად დანის ტომიდან ,, საინტერესოა ლენინის ფესვები ხომ არ უკავშირდება დანის ტომს..? 70 წლიან კომუნისტურ გარემოში იგნორირებული იყო ყველა ვინც კომკავშირელი და პარტიული არ იყო. ყველასთვის ცალსახად ცნობილი იყო, რომ ვერაფერს მიაღწევდა კარიერაში ათეისტური ბეჭდის გარეშე. ამ ბეჭედზე ისახებოდა ლ ე ნ ი ნ ი ს თავი, რომელსაც; 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). გამც. იოანესი 13 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Jul 12 2010, 03:32 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა შენ გეკითხები პირადად: ანტიქრისტე რომ აღარ მოვიდეს ძალიან გეწყინება? smile.gif რადგან სერიოზული სმაილი იყო ბოლოში მე სერიოზულად გიპასუხებ მოკლედ მეორედ მოსვლა ეს საცირკო სანახაობა არააა, რომლის არ გამართვა სინანულს აღძრავს ჩვენში, რომ რაღაც საინტერესო წარმოდგენას ვაკლდებით. ან პირიქით, რომლის გამართვაც ჩვენ სიამოვნებას მოგვანიჭებს. ზოგადად საკითხი მეორედ მოსვლის შესახებ ერთ-ერთი ღრმა და ცენტრალური საკითხია ქრისტიანული ეკლესიისთვის. ეკლესიაში მოღვაწე ავტორიტეტი მამები ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდნენ მეორედ მოსვლაზე საუბარს, რადგან არასწორად გადმოცემულ სწავლებას ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია. ეს დღეს არის, რომ ყოველ მეორეს პირზე მხოლოს მეორედ მოსვლის საკითხი აკერია და სწორედ იმ წარმოდგენით, რაც უკვე ზემოთ ვახსენე. ადამიანები უფრო რაღაც საინტერესო წარმოდგენას ელოდებენია, ვიდრე შემზარავ (კარგი გაგებით) მოვლენას. საკითხს ვერ დავაყენებთ ისე თითქოს შეიძლება არ აღესრულს ეს მოვლენა. ეს არის გარდაუვალი და ამაში დაეჭვება (უარყოფას ვგულისხმობ, თორემ ეჭვი შეიძლება ქონდეს ადამიანს, მაგრამ ამ ეჭვის დაძლევას უნდა ეძიებდეს ის) უკვე ქრისტიანობისგან გადახვევაა. მეორედ მოსვლა არ ასოცირდება ნგრევასა და კატასტროფასთან. ამის შესახებ თუნდაც გრიგოლ ნოსელი მშვენივრად საუბრობს. ასე რომ ის წარმოდგენა, თითქოს მეორედ მოსვლისას დედამიწა პირდაპირი მნიშვნელობით ამოყირავდება, დაინგრევა და ა.შ. უფრო მდაბალი წარმოდგენაა ამ მოვლენისა, ვიდრე რეალური. ცხადია, ეს მოვლენა შემზარავია, რადგან გონებისთვის დაუტევნელ სიმაღლეს ატარებს. ეს არის მოვლენა, როდესა დასრულდება მატერიალური დროის მიმდინარეობა, როდესაც ყველას მიეგება ღვთიური მართლმსაჯულებით. ყველი დღე ქრისტიანისთვის მეორედ მოსვლაა, რადგან არ უწყის მან როდის გარდაიცვლება. ამიტომ ის ყოველთვის მზად უნდა იყოს, მისი სინდისი ყოველთვის განწმენდილი უნდა იყოს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი