ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია |
Atman |
Jul 12 2010, 01:20 PM
პოსტი
#61
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს შედარებები ფორუმ.გე-ზე ვიპოვე. მაინტერესებს თქვენი აზრიც. არის ამაში რაღაც საინტერესო
1. ლენინმა ათეიზმი იქადაგა და დაარსა ათეისტური სახელმწიფო. 1919 მარტში კომუნისტური (ათეისტური) ინტერნაციონალი დაარსა. 1922 ნოემბერში ბოლო სახალხო გამოსვლაჰქონდა მოსკოვის საბჭოზე. 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). (გამოც.იოან. 12) 2. ლენინი იყო იმ შვიდ თავთაგანი რომლებიც მართავდნენ წითელ ათეისტურ სახელმწიფოს . 1918 დაჭრილი იყო სასიკვდილოდ , მაგრამ განიკურნა. 3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. (გამოც.იოან. 12) 1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. (გამოც.იოან. 13) 3.მეორე თავმა(სტალინმა) განადიდა პირველი (ლენინი) მისი სახელით მოქმედებდა. 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი(სტალინი), მიწიდან (СТАЛЬ - რკინა) ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის (სტალინი) მოქმედებს მხეცის ( ათეისტური იდეოლოგიის - კომუნისტური პარტიის) წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ (ლენინი) მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა( ლენინი). (გამოც.იოან. 13) 4. ლენინის დროშის ქვეშ მარშირებდა მთელი სოციალისტური თანამეგობრობა - 30 ქვეყნამდე და იდევნებოდნენ მართლმადიდებლები, კათოლიკები, ბუდისტები, კრიშნაიდები, იუდევლები, ისლამი... 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. 8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. 9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. (გამოც.იოან. 13) ლენინი როგორც ვიცით ებრაელი იყო,, და ანტიქრისტეც ამბობენ ებრაელთა ტომიდან იქნება ანუ კონკრეტულად დანის ტომიდან ,, საინტერესოა ლენინის ფესვები ხომ არ უკავშირდება დანის ტომს..? 70 წლიან კომუნისტურ გარემოში იგნორირებული იყო ყველა ვინც კომკავშირელი და პარტიული არ იყო. ყველასთვის ცალსახად ცნობილი იყო, რომ ვერაფერს მიაღწევდა კარიერაში ათეისტური ბეჭდის გარეშე. ამ ბეჭედზე ისახებოდა ლ ე ნ ი ნ ი ს თავი, რომელსაც; 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). გამც. იოანესი 13 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Jul 12 2010, 03:36 PM
პოსტი
#62
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
სამყაროს აღსასრული და მეორედ მოსვლა ერთი-და იგივეა მართლმადიდებლობისთვის? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 12 2010, 04:23 PM
პოსტი
#63
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
afxazi სამყაროს აღსასრული და მეორედ მოსვლა ერთი-და იგივეა მართლმადიდებლობისთვის? პასუხი: ცხადია, სამყაროს აღსასრული დაკავშირებულია უფლის მეორედ მოსვლასთან, რომლის შემდეგაც სამყარო განახლდება და დადგება მარადიული, ნეტარი ცხოვრება უფლის სასუფეველში. ჩემის აზრით თემა "ლენინი-ანტიქრისტე" არცთუ უინტერესოა. მართალია, არასწორი შეხედულების ქადაგებამ ანტიქრისტეს შესახებ შეიძლება მრავალი დააბნიოს, რაც ცოდვაში ჩაეთვლება მქადაგებელს, მაგრამ არც გულხედაკრეფილი ჯდომაა მისაღები. დიდი სიფრთხილით და წმიდა მამათა სწავლების გათვალისწინებით უნდა დავაკვირდეთ დროებას, რომ გულისხმავყოთ რომელ ეპოქაში ვცხოვრობთ და ახლოს არის თუ არა ანტიქრისტეს მოსვლა. საინტერესოა რომ რუსეთის ოფიციალური ეკლესიის მღვდელმა სერგი კობზარმა სწორედ ლენინი ივარაუდა ანტიქრისტედ. დაწერა უზარმაზარი შრომა და ამტკიცებს, რომ ლენინი აღსდგება მკვდრეთით (სხვათა შორის, გამიგია, რომ მისი ტვინი ინახება ლონდონში, ხოლო სხეულს დღემდე რომ არ ასაფლავებენ ყველამ უწყის). ლენინის გაცოცხლებაო, ირწმუნება ეს მღვდელმსახური, იქნებაო თანამედროვე მედიცინის სასწაულებრივი შესაძლებლობებისა და ძლევამოსილების დემონსტრირება. გაცოცხლებული ლენინი თურმე კვლავ აღადგენს კომუნისტურ პარტიას და საბჭოთა კავშირს. სწორედ ამ პროცესში მას საბოლოოდ გაანადგურებსო დასავლეთი. მოსკოვს აღგვიან პირისაგან მიწისა. ლენინის სამხილებლად გამოჩნდებაო იოანე ღვთისმეტყველი. შემდეგ ამ მღვდელს გადმოცემული აქვს ქილიაზმის (ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფების) თავისებური ვერსია, რომლის ბოლოს მოხდება გოგისა და მაგოგის აჯანყება, რომელსაც საბოლოოდ დაამარცხებს ქრისტე და დაიწყება სამარადისო ცხოვრება. ავტორი თავისი ნაშრომის შესახებ წერს, რომ მისი მიზანია: "გამოხატოს წმიდა წერილის, მართლმადიდებელ წმინდანთა და მოაზროვნეთა სწავლება ბოლო ჟამისა და ანტიქრისტეს შესახებ, და მაქსიმალური სიზუსტით დაალაგოს მომავალ მოვლენათა ქრონოლოგია". ავტორის თქმით მის მიერ გადმოცემული შეხედულება ანტიქრისტესა და ესქატოლოგიის შესახებ, თვით ბოლო ჟამის მოვლენათა ქრონოლოგიური თანამიმდევრობის გაგება, არ წარმოადგენენ ავტორის პირად გამოცხადებას. "მან მხოლოდ საკუთარ თავზე აიღო დაეწერა ის, რაც ექვსი წლის განმავლობაში მომისმენია ჩემი სულიერი მამისგან, დიმიტრი ჩუიკოვისგან", რომელსაც მიუყვანია ის მართლმადიდებელ ეკლესიაში (თუ არ ვცდები ეს ავტორი ადრე იყო ბაპტისტი). ავტორი აცხადებს, რომ მისი ნაშრომი "სრულიადაც არ არის ფუნდამენტალური, არამედ მხოლოდ მოკრძალებული ნარკვევი და მცდელობა მოამზადოს მართლმადიდებელთა ცნობიერება სხვა უფრო საფუძვლიანი ნაშრომისთვის მოცემულ თემაზე, რომელიც დღის ნათელს მოგვიანებით იხილავს". ყველაზე საინტერესო ამ მღვდლის ვერსიაში არის ის, რომ ლენინის ანტიქრისტეობის დასამტკიცებლად, ის ეყრდნობა ოფიციალური, რუსული ეკლესიის წმინდანთა და ბერ-მონაზონთა წინასწარმეტყველებებს. მისი თქმით, ამ წინასწარმეტყველებების სხვაგვარად გაგება შეუძლებელია თუ არა ლენინთან მიმართებაში. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი