IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნათლისღების საიდუმლო
afxazi
პოსტი Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.

დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 12 2010, 05:18 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.)

ნათლისღებისათვის



ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ უინტერესო არ უნდა იყოს 18-ე საუკუნის ქართლის კათალიკოსის, ბესარიონ ორბელიშვილის ანტილათინური (ანტიპაპისტური) თხზულებიდან ("გრდემლი") 20-ე თავი, რომელიც ეძღვნება ლათინურ, წყალგადავლებით, წყალსხურებით "ნათლობას". ამ თავს ეწოდება:


თუ ვითარ ჩუენ, მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილ მამათასა სამგზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისა ნათელვიღებთ ხელითა მღუდელთასა, ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოველითურთ წინააღმდეგობასა იქმენ, არც ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვით, არცა მხოლოდ მღუდელთაგან, არამედ ვინაცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელს სცემენ.



"სოფლის ნათელმა ქრისტემ ინება რა ხსნა კაცთა მოდგმისა, გარდამოხდა დაუსაბამო და უხილავი მამის უხრწნელი წიაღიდან და, ცოდვის გარდა, ყოველივეში შეიქნა მსგავს ჩვენდა და გამოჩნდა, ვითარცა კაცი ორბუნებოვანი, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებით, რათა ადამი აღადგინოს პირველსავე პატივში და ჩვენც ყოველნი, ადამის ცოდვით დასჯილნი, გვაცხოვნოს.

ხოლო ხელი და თავი ჩვენი გამოხსნისა სხვა არა არის რა, თვინიერ ნათლისღებისა, იგივე მეორედ შობა წყლისა და სულისგან, სახელითა წმიდისა სამებისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რამეთუ გარეშე ამისა არა იქმნების ცხოვრება ჩვენი.

ამიტომ, თავად უფალმა, შემდგომად უხრწნელად შობისა, მიწიერი ცხოვრების ოცდამეათე წელს კვლავად თავს იდვა და უცოდველმა და ყოველი სიბილწისგან თავისუფალმა წყლით განიბანა. განშიშვლებული ჩავიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემელის ხელით ნათელიღო, რასაც თვით დაუსაბამო მამა ესწრებოდა უხილავად, რომელმაც ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი" და ხმა იგი მტრედის სახით მოსულმა სულიწმიდამ დაამტკიცა და ამით ჩვენც წესად დაგვიდო, რათა განშიშვლებულნი შთავხდეთ წყალში და მღვდლისგან ნათელვიღოთ წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.

და ვითარცა ხორციელად შიშველნი დავიბადეთ დედის მუცლითგან, ასევე მეორედ ვიშვათ სულიერად წყლისა და სულისგან. როგორც უთხრა მან ნიკოდიმოსს - რჯულის მოძღვარს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს". ნიკოდიმოსმა უთხრა მას: "როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუკი მოხუცია? ნუთუ შესძლებს თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?" მიუგო იესუმ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული. ნუ გაგიკვირდება რომ გითხარი: თქვენ ხელახლა უნდა იშვათ-მეთქი, ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი".

ნიკოდიმოსმა მიუგო და უთხრა მას: "როგორ შეიძლება მოხდეს ეს?" მიუგო იესუმ და უთხრა მას: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?" (იოანე 3:3-10). რატომ ეუბნება ღმერთი ნიკოდიმოსს: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?" როდის ეხილა ან სმენოდა ნიკოდიმოსს სჯულის მიხედვით ნათლისღება, გარდა იოანესმიერი ნათლისცემისა, რომელსაც ვერ ხელეწიფებოდა სულიწმიდის მონიჭებ, არამედ როგორც თავად იოანე ეუბნებოდა ებრაელებს: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით".

და მაშინ მოციქული პავლე "მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ:"თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?" - მათ კი მიუგეს: "არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა". უთხრა მათ: "რიღათი მოინათლეთ?" მათ უპასუხეს: "იოანეს ნათლისცემით". თქვა პავლემ: "იოანე ნათლავდა სინანულის ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი ანუ იესუ ქრისტე". ხოლო მათ, რომ ესმათ, მოინათლნენ უფალ იესუს სახელით".

როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და გაქადაგდნენ". ყოველივე ეს ვთქვი იმსთვის, რომ ნიკოდიმოსს სხვაგვარი ნათლობა ისრაელთა შორის არ ეხილა და ისიც იყო არა სულიწმიდის მომნიჭებელი, არამედ მხოლოდ წყლით ნათლისღება სინანულისა.

რატომ ეუბნება ქრისტე ნიკოდიმოსს: "შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყი?" ძველთაგანვე წინასწარმეტყველთაგან მოსწავებით ცნობილი, რომ არ ყოფილიყო ყოველივე, რად ეტყოდა უფალი ნიკოდიმოსს: "შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყი?" იმგვარი ნათლისღება, როგორსაც ლათინნი აღასრულებენ - წყლის სხურებით ან მცირედი შეხებით და არა განშიშვლებულად წყლისგან აღმოშობით - სჯულის მიხედვით, რომ როდისმე აღსრულებულიყო, აღარც უფალი უბრძანებდა "მეორედ უნდა იშვათო", აღარც თვითონ უფალი აღმოიშობოდა განშიშვლებულად წყლისგან, და არც ნიკოდიმოსს ეტყოდა: "ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ცათა სასუფეველში"- ო.

ახლა კი სულიწმიდის ძალითვე ვთქვათ თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული და როგორ სმენოდა ნიკოდიმოსს, განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისგან აღმოშობისა, რაც დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი სიმრავლე ებრაელთა განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ის კლდე იყო ქრისტე".

ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რამეთუ მთელმა სიმრავლემ ისრაელისა ისე განვლო ეს გზა განპობილ წყალში, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი. ასევეა დავითის მიერ თქმული: "გულის ხმა ჰყავ, ვითარმედ უფალმან წყლით რღვნა დაამკვიდროს და დაჰდის უფალი მეუფედ უკუე". რა უნდა იყოს წყლით რღვნა, რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რამეთუ მით წარიხოცება ყოველგვარი სიბილწე ცოდვისა, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთისშვილობას. რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთი რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლოვებელი? წყლით რღვნა იმას ეწოდება, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება. როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის დალტობის გარეშე, ასევეა სულიც სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.

აგრეთვე განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ, მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, არამედ მხოლოდ წყალსა შინა სრულად დაფლვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვლობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნეემან ასურელის განშიშვლებულად იორდანეში ჩასვლა და კეთრისგან განწმენდა, განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ წყალი კი არ იცხო ან ისხურა სხეულის მცირე ნაწილზე, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან.

მრავალი ამგვარი მაგალითის შესახებ წაეკითხა ნიკოდიმოსს და ამიტომაც ეუბნებოდა უფალი: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არა იცი?" და ყოველივე ამის ჭეშმარიტებით მცოდნე იოანე ნათლისმცემელი ებრაელებს განშიშვლებული ნათლავდა მდინარე იორდანეში და ეტყოდა: "ვინც მომავლინა, მანვე მიბრძანა, რათა ეგრე ვქმნა".

ასევე წმიდა მოციქულთა წიგნები გვასწავლიან წმიდა სამების სახელით წყალში განშიშვლებულად სამგზის ნათლისღებას. როგორც წერილ არს, ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლისცემის შესახებ, ფილიპე და საჭურისი ორნივე ჩავიდნენ წყალში. აგრეთვე წმ. მოციქული პეტრე განშიშვლებულთ ნათლავდა, როგორც წმ. კლიმენტის ცხოვრებაშია მოთხრობილი - კლიმენტის დედ-მამა და სხვა მრავალნი განშიშვლებულნი მონათლა მდინარეში.

ასევე პეტრე მოციქულის მოწაფის პანკრატ მოციქულის ცხოვრება მოგვითხრობს თუ როგორ ნათლავდა ურიცხვ განშიშვლებულ ხალხს მდინარეში. ამის შესახებ მრავლადა გვაქვს მაგალითი წმიდა მოციქულთა ცხოვრებიდან და წმიდა წერილთაგან, თუ როგორ ნათლავდნენ განშიშვლებულებს; ყოველი მათგანის მოხმობა შეუძლებელია, აღვწერ მხოლოდ მცირედს მათგან, რათა ცხადი შეიქნეს ჭეშმარიტება. ასევე გრიგოლ პართეველმა, სომხეთის განმანათლებელმა, განშიშვლებულთ ნათელსცა მეფე თრდატსა და ერსა მისსა, რომლის შესახებაც ვრცლადაა მოთხრობილი მისსავე ცხოვრებაში.

ამიტომაც მოციქულთა მიერ განეწესა ეკლესიაში, ემბაზში ან მდინარეში სამგზის შთაფლვითა და აღმოშობით ნათლისღება სახელითა წმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისათა, რაც წმ. მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრძანებით აღწერა კლიმენტიმ. იგივეს ამტკიცებს ნიკეის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა სამას თვრამეტი წმიდა მამა: "ვინაც არა ნათელსცეს წმ. სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამჯერ შთაყოფითა, იყავნ იგი შეჩვენებულ". ამასვე ამტკიცებს ყოველი კრება, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესუში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომაც თანა დავეფლენით მასთან სიკვდილში ნათლისღებით". განა წყალში დაფლვაზე არ მიგვანიშნებს მოციქული, ან იქნებ მცირედი წყლის ცხებასა ან სხურებაზე? ნუ იყოფინ.

ასევე დიდი რომის პაპი სილიბისტრო ემბაზში ნათლავდა მრავალს, ისევე, როგორც დიდ კონსტანტინესა და მის მთავრებს ემბაზშივე ნათელსცა. იგივე და კიდევ სხვა უდიდესი ემბაზი დღევანდლამდე დგას მოციქულთა იმავე ეკლესიაში სარცხვენელად და პირის დასაყოფელად მათდა, რომელნი გარდადიან წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა განწესებას.

ახლა კი ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, და ეს მაშინ, როცა წმიდანი მოციქულნი, წმ. მამანი, მოციქულთა მიმბაძავნი რომის პაპი სილიბისტრო ნათელსცემდნენ ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა და შვიდივე მსოფლიო კრებანი იგივეს განაწესებენ. ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელმაც თვითონ განშიშვლებულმა იორედანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით, რომელიც იყო ზაქარიას ძე, სამღვდელოთა ტომისგან. არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".

აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".

ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს".

ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ეერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.

ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი. რამეთუ იგი ბრძანებს: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტი ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა. მათი აზრით, ქრისტეს ამ ბრძანების დარღვევა შეიძლება, ხოლო პაპის სიტყვისა კი არა, რომელიც დღითი დღე ცვლის და გარდადის წმ. მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და მათ საწინააღმდეგოდ თავისი რჯულდებით მოძღვრავს ყოველთა მისთა მოსავთა".


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   ნათლისღების საიდუმლო   Jan 10 2010, 02:48 PM
ნონა   afxazi ნათლისღება მხო...   Jan 10 2010, 02:54 PM
afxazi   ნონა ეს საკითხიც შ...   Jan 10 2010, 03:03 PM
ნონა   ნონა ეს საკითხიც შ...   Jan 10 2010, 03:25 PM
afxazi   ნონა ამაზე ცოტა მო...   Jan 10 2010, 04:11 PM
afxazi   მცირე შესავალს გავ...   Jan 10 2010, 04:36 PM
afxazi   "ნათელი ნათლისაგ...   Jan 10 2010, 05:03 PM
afxazi   როგორც აბსოლუტურა...   Jan 10 2010, 05:22 PM
dzvelmartlmadidebeli   [size=3][color=#FF0000]კათალიკოს...   Jul 12 2010, 05:18 PM
მხევალი ნინო   ერთ-ერთ გაზეტში, სა...   Sep 20 2011, 10:43 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო მსგავ...   Sep 20 2011, 10:52 PM
A.V.M   რადგან ლელუაშვილს...   Sep 20 2011, 10:59 PM
afxazi   მხევალი ნინო და ს...   Sep 20 2011, 11:09 PM
მხევალი ნინო   afxazi წყარო არაა მით...   Sep 21 2011, 06:11 PM
puskuu   მე როგორც გმიგია მ...   Sep 21 2011, 09:36 PM
qetevano   puskuu აუცილებელია ყოვ...   Feb 18 2013, 12:56 AM
აკაკი   ალბათ წინააღმდეგი ...   Feb 18 2013, 01:39 AM
qetevano   კიი კათაკმევლობა ი...   Feb 18 2013, 01:43 AM
A.V.M   აკაკი მშვენიერი იქ...   Feb 18 2013, 01:45 AM
qetevano   მე ჩემი ნათლია თვა;...   Feb 18 2013, 01:46 AM
A.V.M   ჩემი ნათლული - ალექ...   Mar 27 2014, 01:46 AM
G_saxva   A.V.M ჰეჰ გურამ აწი შე...   Mar 27 2014, 09:50 AM
A.V.M   G_saxva ვნახოთ ... ნათლულ...   Mar 28 2014, 01:09 AM
G_saxva   A.V.M ისე პირველი ნათლ...   Mar 28 2014, 09:19 AM
A.V.M   A.V.M არ მინდოდა ნათლუ...   Mar 29 2014, 03:21 PM
G_saxva   A.V.M რათა უნათლულო კა...   Mar 31 2014, 10:22 AM
marine   "ღვთაებრივი ნათლ...   Oct 3 2015, 10:37 PM
marine   "ანასტასიმ მთაწმ...   Dec 24 2015, 10:09 PM
marine   "უბრალო წყალი გახ...   Jan 13 2016, 03:27 PM
marine   "იესო ქრისტე იოან...   Jan 14 2016, 07:11 PM
marine   "იესო ქრისტე იოან...   Jan 14 2016, 07:11 PM
marine   "ნათლისღების დრო...   Jan 15 2016, 12:29 PM
marine   "ქრისტე იესუმ როდ...   Jan 15 2016, 12:44 PM
marine   "დღეს კვლავ ხდება...   Jan 15 2016, 01:21 PM
marine   "ყველაზე მძიმე შე...   Jan 15 2016, 07:09 PM
marine   "და ვიდრე დაჰფლავ...   Jan 15 2016, 07:39 PM
marine   "და გარდამოხდა და...   Jan 15 2016, 10:51 PM
marine   "ძველი ადამიანი, ...   Feb 12 2016, 12:34 PM
marine   "ნათლისღების ემბ...   Feb 16 2016, 01:27 PM
marine   "უფალი წყალში ინა...   Jun 23 2016, 10:50 AM
marine   "საეკლესიო სამარ...   Aug 21 2016, 02:01 PM
marine   "მართლმადიდებელ...   Aug 21 2016, 02:22 PM
marine   "სამგზის ამოშობა ...   Aug 24 2016, 10:47 AM
marine   "კონსტანტინე [დიდ...   Sep 1 2016, 10:36 AM
marine   "ნათლისღებამდე უ...   Oct 24 2016, 07:38 PM
marine   "სახელი, იოანეც, ზ...   Jan 16 2017, 12:27 PM
marine   "ნათლობის მიღები...   Jan 17 2017, 02:49 PM
marine   "მდინარე იორდანე ...   Jan 17 2017, 03:31 PM
marine   "ნათლულზე ისე უნდ...   Jan 17 2017, 04:13 PM
marine   " - რამდენად საპას...   Jan 30 2017, 07:49 PM
marine   "ეკლესიის დევნის ...   Feb 12 2017, 11:09 PM
marine   "ნათლისღებისას ჩ...   Feb 13 2017, 10:00 PM
Elzaa   საინტერესოა, რომ ნ...   Feb 13 2017, 11:02 PM
marine   საინტერესოა, რომ ნ...   Feb 13 2017, 11:29 PM
Elzaa   გამოუვალ შემთხვევ...   Feb 13 2017, 11:36 PM
marine   "იუდეველი თეოდორ...   Feb 13 2017, 11:37 PM
marine   "ნათლისღების ემბ...   Feb 14 2017, 12:00 PM
marine   "ერთხელ 350-კაციან ...   Feb 14 2017, 01:50 PM
marine   "მუხლმოყრილს ბევ...   Feb 14 2017, 02:10 PM
marine   + "დღესაც ნათლისღ...   Feb 15 2017, 01:53 PM
marine   "ხევში სტუმრობის...   Feb 15 2017, 02:06 PM
marine   "როგორც მიწისქვე...   Feb 15 2017, 09:50 PM
marine   "წმინდა გრიგოლ ღვ...   Feb 16 2017, 11:21 AM
marine   "აიღე საღმრთო წიგ...   Feb 24 2017, 05:14 PM
marine   "მამა იაკობ ევბეე...   Mar 20 2017, 09:21 AM
marine   "ხორციელ წინადაც...   Apr 7 2017, 01:20 PM
marine   "741 წელს ლეონ III გარ...   Apr 8 2017, 11:38 AM
marine   "ნათლისღების მარ...   Apr 10 2017, 04:40 PM
marine   "- რამდენად საპას...   Aug 10 2017, 11:06 AM
marine   "- შეიძლება თუ არა ...   Aug 15 2017, 11:48 AM
marine   ნათლისღების საღმრ...   Sep 7 2017, 10:17 AM
marine   "ნათლისღების საი...   Sep 7 2017, 10:34 AM
marine   "ნათლისღებით ჩვე...   Sep 7 2017, 10:47 AM
marine   "მირიანმა ბრძანა ...   Sep 14 2017, 09:55 AM
marine   "სრული სახით ღმერ...   Nov 1 2017, 10:00 AM
marine   "მახსოვს, ბეთანია...   Dec 13 2017, 07:21 PM
marine   "ნაკურთხი წყალი ა...   Jan 10 2018, 11:04 AM
marine   "იოანე დაემორჩილ...   Jan 11 2018, 08:08 PM
marine   "ნათლობა პირადი ს...   Jan 12 2018, 01:45 PM
marine   "ჯვარი, რომელიც მ...   Jan 12 2018, 02:45 PM
marine   "სამჯერ წყალში შთ...   Jan 13 2018, 09:36 PM
marine   "ნათლისღების დღე...   Jan 14 2018, 05:14 PM
marine   "ნათლობის შემდეგ ...   Jan 15 2018, 01:47 PM
marine   "ნათლისღება არ არ...   Jan 15 2018, 06:15 PM
marine   --- "ნეტარი თეოფილ...   Jan 22 2018, 03:49 PM
marine   "მხოლოდ ნათლობა ა...   Jan 23 2018, 03:22 PM
marine   "ნათლობა ეშმაკის ...   Jan 31 2018, 09:29 PM
marine   "სააიაზმე"   Feb 5 2018, 10:55 AM
marine   "ამ საიდუმლოს არს...   Jan 5 2019, 05:52 PM
marine   "ოცდაათი წლის ასა...   Feb 26 2019, 05:11 PM
marine   მდინარე იორდანე ...   Mar 5 2019, 08:56 PM
marine   "კითხვა: ჩემი შვი...   Aug 9 2019, 10:49 PM
marine   "კითხვა: მინდა, რო...   Aug 10 2019, 01:35 PM
marine   "კითხვა: ჩემი ნათ...   Aug 11 2019, 10:51 PM
marine   "კითხვა: მართლა ე...   Aug 14 2019, 11:27 AM
marine   "კითხვა: ჩემი ნათ...   Sep 2 2019, 07:02 PM
marine   "მისი უწმიდესობი...   Dec 14 2019, 03:22 PM
marine   "კოლაში სათავეს ი...   Dec 19 2019, 03:59 PM
marine   "შევიდა ანგელოზთ...   Dec 29 2019, 05:55 PM
marine   ------------- "ნაკურთხი წ...   Feb 3 2020, 03:48 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 02:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი