IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჭეშმარიტება
Molen
პოსტი Apr 17 2010, 12:01 PM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



საუკუნეთა განმავლობაში მრავალი უბრალო ადამიანი, მეცნიერი თუ ფილოსოფოსი სვამდა კითხვას თუ რა არის ჭეშმარიტება, მაგრამ მისთვის პასუხი არავის არასდროს გაუცია.

თუმცა:

იოანეს სახარება, თავი 18.

37. ...იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.
38. უთხრა მას პილატემ: რაარის ჭეშმარიტება?


IPB-ს სურათი

თქვენი აზრით რას გულისხმობდა იესო ჭეშმარიტებაში?

ჩემი მოკრძალებული აზრით ჭეშმარიტება სწორედ ის მოძღვრება და გზაა, რომელიც იესომ დაგვიტოვა და სახარება გვამცნობს. აღნიშნული ჭეშმარიტებით ცხოვრება კი აუცილებლად მიგვიყვანს აბსოლუტურ გამარჯვებამდე - სულით ხორცამდე ხსნასა და ღმერთთან მიახლოებამდე, რაც არავის არ მოეჩვენოს (ძალიან ბევრის აზრით ღმერთთან მიახლოება არაფერია, არადა "მიახლოება" ვგონებ სანტიმეტრული გაგებით არის აღქმული blink.gif ), რომ ცოტაა.




--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
elusia
პოსტი Apr 19 2010, 05:23 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ერესი_რელიგიური მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგება გაბატონებული რელიგიის საეკლესიო დოგმატებს; მწვალებლობა. გაბატონებული ან საყოველთაოდ მიღებული შეხედულებისაგან, წესისაგან გადახვევა, განდგომა; ცდომილება.
დოგმატი_ღვთისმეტყველებაში: ძირითადი დებულება, რომელსაც უკრიტიკოდ, ბრმად, იღებენ. 2. იგივეა, რაც დოგმა.
თეოლოგია_მოძღვრება ღვთისა და რელიგიური დოგმატების შესახებ; ღვთისმეტყველება.
ეხლა მე გეკითხებით არის თუ არა ამ სამივეში ცდომილება.?
ერთი კანონებს ეწინააღმდეგება, მეორე ბრმად იღებს, მესამე კი სხვასაც ატყუებს...
თU მე ვცდები?
ოი ღმერთო მხოლოდ შენ ხარ ჭეშმარიტი.. :)


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 12 2010, 08:17 PM
პოსტი #3


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ციტატა(elusia @ Apr 19 2010, 05:23 PM) *

ერესი_რელიგიური მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგება გაბატონებული რელიგიის საეკლესიო დოგმატებს; მწვალებლობა. გაბატონებული ან საყოველთაოდ მიღებული შეხედულებისაგან, წესისაგან გადახვევა, განდგომა; ცდომილება.
დოგმატი_ღვთისმეტყველებაში: ძირითადი დებულება, რომელსაც უკრიტიკოდ, ბრმად, იღებენ. 2. იგივეა, რაც დოგმა.
თეოლოგია_მოძღვრება ღვთისა და რელიგიური დოგმატების შესახებ; ღვთისმეტყველება.
ეხლა მე გეკითხებით არის თუ არა ამ სამივეში ცდომილება.?
ერთი კანონებს ეწინააღმდეგება, მეორე ბრმად იღებს, მესამე კი სხვასაც ატყუებს...
თU მე ვცდები?
ოი ღმერთო მხოლოდ შენ ხარ ჭეშმარიტი.. smile.gif



თქვენს მიერ არასწორად არის განმარტებული არა მარტო დოგმატის არსი, რომელზეც, ვფიქრობ, დამაკმაყოფილებელი პასუხები უკვე გაგცეს, არამედ ერესის, ანუ მწვალებლობისაც.

ერესი არის ჭეშმარიტების საწინააღმდეგო, მისი დამარღვეველი და შემრყვნელი მოძღვრება და არა ისეთი შეხედულება, რომელიც "გაბატონებული ეკლესიის საეკლესიო დოგმებს ეწინააღმდეგება".

გაუგებარია, რა შუაშია საერთოდ "გაბატონებული ეკლესია"?

წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც გაბატონებულია თვით მწვალებლობა, იგივე ერესი, მაშინ როგორღა იქნება? თანაც ყველა ქვეყანაში სხვადასხვა აღმსარებლობა და რელიგიაა გაბატონებული და თქვენი კრიტერიუმის მიხედვით "მწვალებლობის" აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ამათუიმ სწავლების მწვალებლობად გამოცხადებისთვის სულაც არ არის საჭირო გავარკვიოთ რომელი რელიგია ან სწავლებაა გაბატონებული ამათუიმ ადგილზე. საჭიროა გავარკვიოთ რომელია თვით ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომლის შემდეგ, სხვა დანარჩენი ავტომატურად ცრუდ უნდა გამოცხადდეს, რადგან არ შეიძლება იყოს ორი ერთმანეთის გამომრიცხავი ჭეშმარიტი სარწმუნოება.

და ჭეშმარიტება რაღაა? ჭეშმარიტება არის ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტური რეალობა. მაგალითად, დედამიწა მრგვალია, ორჯერ ორი ოთხია და ა. შ. ეს არის მატერიალურ სამყაროში გამოხატული ისეთი ჭეშმარიტებები, რომელთა წვდომა ადამიანის გონებასაც ძალუძს და ცდისეულადაც წვდომადია.

კარგად ამბობს წმ. იოანე დამასკელი თავის "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტ გადმოცემაში", რომ არსებობენ საგნები (ჩემი სიტყვებით გადმოვცემ), რომელთა წვდომა შესაძლებელია და გამოთქმადია, მაგრამ ბევრი რამ მიუწვდომელია და გამოუთქმელი.

ის რაც მიუწვდომელი და გამოუთქმელია არის რწმენის საგანი, რაც ღმრთისგან გვეცხადება.

ღმერთი არავის უხილავს, მაგრამ გვწამს მისი არსებობა და გვწამს, რომ ის არის მამა, ძე და სულიწმიდა. და ეს თავად ღმერთმა გამოგვიცხადა წმიდა გადმოცემისა და წმიდა წერილის მეშვეობით.

ამრიგად, ჭეშმარიტება არის ის, რაც ობიექტურად არსებობს და ჩვენს აღიარებაზე დამოკიდებული არაა.

მნიშვნელოვანია, ამ ობიექტურად არსებულ რეალობას ვინ როგორ აღიქვამს.

სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებები აუცილებლად ღმრთივგამოცხადებული უნდა იყოს (ამიტომაც არის ყველა რელიგიის ნიშანი ზეგარდმო გამოცხადება. მაგ. იუდაიზმი, ქრისტეანობა, ისლამი რელიგიებია, რადგან მათი ბუნება გამოცხადებითია, ხოლო ბუდიზმი, უფრო ფილოსოფიური შეხედულებათა სისტემაა, ვიდრე გამოცხადება და ამიტომაც მას რელიგიის სტატუსი არ შეიძლება ჰქონდეს).

სხვა საკითხია, ამ ღვთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებებს ვინ როგორ აღიქვამს. აქედან უნდა გავარკვიოთ ჭეშმარიტი რელიგიის ვინაობა და მწვალებლობებისაც.



--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Molen   ჭეშმარიტება   Apr 17 2010, 12:01 PM
აკაკი   " იმიტომ მოველ ამ ...   Apr 17 2010, 01:19 PM
დათიკო   Molen კარგი თემაა, საი...   Apr 17 2010, 02:21 PM
ნონა   ჩვენი მოკრძალებულ...   Apr 17 2010, 02:24 PM
დათიკო   ნონა განმარტება მ...   Apr 17 2010, 02:30 PM
ნონა   განმარტება მხოლოდ...   Apr 17 2010, 02:47 PM
დათიკო   ნონა მხოლოდ წმინდ...   Apr 17 2010, 02:54 PM
ნონა   ნონა მხოლოდ წმინდ...   Apr 17 2010, 03:00 PM
დათიკო   ნონა წმინდა მამათ...   Apr 17 2010, 03:04 PM
afxazi   ნონა ნუ დაახლოები...   Apr 17 2010, 03:04 PM
ნონა   ნონა ნუ დაახლოები...   Apr 17 2010, 03:11 PM
afxazi   ნონა ეკლესიას არა...   Apr 17 2010, 03:39 PM
ნონა   afxazi ცოტა უფრო ხშირა...   Apr 17 2010, 03:43 PM
Molen   დათიკო ახლა აღიარე...   Apr 17 2010, 04:33 PM
Molen   და მართლაც, უშუალო...   Apr 17 2010, 04:52 PM
kinoteli   კითხვა დასმული:რა ...   Apr 17 2010, 08:20 PM
Molen   kinoteli მაგაზე პასუხი ...   Apr 17 2010, 08:31 PM
kinoteli   kinoteli მაგაზე პასუხი ...   Apr 17 2010, 08:33 PM
Molen   kinoteli გაიხარე, შეგიძ...   Apr 17 2010, 08:48 PM
elusia   ,,თუ გინდა დარჩე ნორ...   Apr 18 2010, 05:31 PM
აკაკი   ჭეშმარიტება სამოთ...   Apr 18 2010, 05:32 PM
Molen   აკაკი ხოლ ო ჭეშმარ...   Apr 18 2010, 05:51 PM
აკაკი   Molen მანამდე კი სამო...   Apr 18 2010, 06:02 PM
elusia   Molen მანამდე კი სამო...   Apr 18 2010, 06:10 PM
აკაკი   elusia ქრისტეა ჭეშმარი...   Apr 18 2010, 06:12 PM
Molen   elusia ანუ ზეციდან მოს...   Apr 18 2010, 06:20 PM
elusia   Molen ჰო ზეციდან , მაგრ...   Apr 18 2010, 08:41 PM
აკაკი   elusia კი ზეცაა ნაგული...   Apr 18 2010, 09:18 PM
elusia   ერესი_რელიგიური მო...   Apr 19 2010, 05:23 PM
dzvelmartlmadidebeli   ერესი_რელიგიური მ...   Jul 12 2010, 08:17 PM
sandro40   ერესი_რელიგიური მ...   Jul 15 2010, 10:17 AM
terra   elusia ან შესაბამის ლი...   Apr 19 2010, 05:53 PM
elusia   :unsure: რა ვთქვი?   Apr 19 2010, 06:12 PM
terra   :unsure: რა ვთქვი? ეს.   Apr 19 2010, 08:44 PM
elusia   აუ რა სიმკაცრეა ..მე...   Apr 19 2010, 08:52 PM
terra   აუ რა სიმკაცრეა ..მ...   Apr 19 2010, 09:41 PM
elusia   terra ერესი_რელიგიური ...   Apr 19 2010, 09:47 PM
terra   elusia вокруг да около დადი...   Apr 19 2010, 09:50 PM
elusia   terra არა მე ყოველთვის...   Apr 19 2010, 10:13 PM
ikanosi   ეგ განმარტება სად ...   Apr 19 2010, 10:16 PM
elusia   ikanosi ეეეე ეხლა ნამდვ...   Apr 19 2010, 10:20 PM
ikanosi   elusia მერე ვინ თქვა რო...   Apr 19 2010, 10:23 PM
terra   elusia http://azbyka.ru/dictionary/05/dogmat-all....   Apr 19 2010, 10:25 PM
afxazi   elusia არაერთი კომენტ...   Apr 19 2010, 11:05 PM
აკაკი   მოდი გავიმეორებ რა...   Apr 19 2010, 11:08 PM
elusia   ikanosi განმარტება ასე...   Apr 20 2010, 12:40 AM
ikanosi   [b]ikanosi განმარტება ას...   Apr 20 2010, 12:44 AM
elusia   ikanosi გასაგებია. მე უბ...   Apr 20 2010, 08:10 AM
Molen   "მე ვარ გზა, ჭეშმა...   Apr 22 2010, 11:58 PM
კანუდოსელი   რა არის ჭეშმარიტე...   Apr 23 2010, 01:22 AM
აკაკი   კანუდოსელი დიახ.. ...   Apr 23 2010, 01:25 AM
elusia   ''უღირსს პატივი ...   Apr 23 2010, 09:51 PM
Maria_mi   ამაზე,არც დროს დავ...   Jul 14 2010, 07:59 PM
ikanosi   ამაზე,არც დროს დავ...   Jul 14 2010, 11:46 PM
afxazi   sandro40 დაგეთანხმები, ...   Jul 15 2010, 01:21 PM
marine   "იესოშია ჭეშმარი...   Jan 31 2014, 11:14 AM
marine   " - რა არის ჭეშმარი...   Jan 2 2016, 09:38 PM
marine   "ჭეშმარიტება მოკ...   Jan 28 2016, 07:22 PM
marine   „ვინც ყველაფერში ე...   Jan 28 2016, 07:46 PM
esre ars cheshmariteba   ეკლესია , ასტრონომ...   Jan 28 2016, 08:58 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 02:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი