რელიგიური სიბრმავე, და ადამინის დოგმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგიური სიბრმავე, და ადამინის დოგმები |
zanneti |
Jul 12 2010, 08:21 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
ჩვენ ვიცით რომ არის შემთხვევები რომ ადამიანები ქადაგებენ არა ქრისტეს არამედ თავიანთ რელიგიას და უწესებენ რჯულს და კანონებს რომლითაც ღმერთს ვერ ვიპოვით რადგან ასრულებდა ძვ.აღთქმაში ხალხი რჯულს მაგრამ ღმერთს არ იცნობდა ამიტომაც ღმერთს ახალ აღთქმაში არა რჯული არა კანონები არამედ ჩვენ ვჭირდებით და რაც დასაბამიდან იყო მისი გეგმა რომ ქონდეს ჩვენთან ურთიერთობა რაც დოგმებით და კანონებით შეუძლებელია
მას სურს ჩვენთან ისეთივე ურთიერთობა როგორც მამაშვილს რაც დიდი საჩუქარია რომ ყოვლისშემძლე ღმერთს სურს შენთან ურთიერთOბა ეს დიდი პატივია და მადლობა მას ამისთვის თემა კი ეხება იმას რომ ადამაინები ქადაგებენ დოგმებს რელიგიებს ზოგი კათოლიციზმ ზოგი სხვადასხვა რელიგიებს და ამავ დროს ქრისტეს ივიწყებენ აღნიშნავენ დრესასწაულებს და იცავენ ადამიანის მიერ დაწესებულ დოგმებს მაგრამ ღმერთს მაინც ვერ იცნობენ რატომ??? შეხვალ დიდ ეკლესიის შენობაში და იქ გგონია ღმერთი რატომ არის ასე??რატომ არ გრძნობს ადამაინი იგივეს გარეთვე? რატომ არის რომ როდესაც ადამაინი უახლოვდება ეკლესიის შენობას მაშინ ატოვებს მოწევას და გავა და ახალს წაუკიდებს ან კიდევ იმ ადგილზე არ იგინება სხვაგან კი მრუშის შვილი ვარო იძახის რატომ???? ვინც ღმერთს იცნობს მას მისი ხმაც ესმის და განუცდია მისი თანდასწრება რომელზეც რელიგიით დაბრმავებულნი ამბობენ შეშლილები არიანო როდესაც ისინი ხტუნავენ და ხარობენ რატომ??? განა ადამაინები როდესაც ინკურნებოდნენ არ დახტოდენ?? არ ხარობდნენ არ ყვიროდნენ? მაშინ რატომ არის ახლა ეს ადამაინისთვის გასაკვირი??? იქნებ მენტალიტეტი უშლის ხელს და თავისი ეგოიზმი და მე??? იქნებ ამაყია იქნებ ჯიუტია მაგრამ ღმერთი ხომ ამის წინააღმდეგი არ არის მაშ რატომ არიან ადამაინები წინააღმდეგნი??? პასუხი ერთია "რელიგიური სიბრმავე" თქვენი აზრი როგორია ამაზე რატომ არ იცნობენ ადამიანები ღმერთს??? და არ აქვთ მისი რეალური განცდა თავის ცხოვრებაში? და კიდევ მინდა პატარა რამ დავამატო გალობის თაობაზე და მის არგუმენტებზე რომ წერია რომ იესო უფალი ჩვენი იყო თავდაბალი და მშვიდი და ამიტოამც მას სიმშვიდე უყვარს ეს ძალიან დიდი აბსურდია რომ თითქოს ამის გულისთვის უფალს არ უყვარს დავუშვათ ან როკი ან ჯაზი და სხვადასხავ საგალობლები ეს ტყუილია და ასე არ არის წერია რომ ეფსალმუნეთო ერთმანეთს პავლე წერს ამას და კიდევ წერს რომ ყველას აქ ფსალმუნი და ეფსალმუნეთო ერთმანეთს ასე რომ გაუქმება ფსალმუნებისა იმ მიზეზით თითქოს ის ძველი აღთქმააა არასწორია და მცდარი სწავლება და მორგება თაივ სნებაზე მუხლებისა ამიროამც ეს არ არის ცოდვა უფლის წინაშე და კიდევ მინდა გავიხსენო ის მომენტი სახარებიდან როდესაც უფალმა იესოს დახლებ ააყირავა და გამორეკა ხალხი მაშინ ის მშვიდი იყო თუ არა??? -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
აკაკი |
Jul 13 2010, 01:19 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
- პირველი ქრისტიანები მთელი ოჯახებით ინათლებოდნენ, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ.
„ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და თვითეულმა თქვენგანმა ნათელ იღოს უფლის იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მოსატევებლად... ვინაიდან თქვენია აღთქმა და თქვენი შვილების და ყველა მშობლებისა, ვისაც მოუწოდებს უფალი ღმერთი ჩვენი“ (საქმე 2, 38-39). „ნათელ იღო მან (ლიდიამ) და მისმა სახლეულმა“ (საქმე 16, 15. იხ. საქმე 16, 33-34). ბიბლიური ტრადიციით „სახლეულში“ პირველ ყოვლისა ბავშვები იგულისხმებოდნენ (იხ. 3 მეფ. 17. 9-17; იობ. 21. 19-21). ბიბლიაში მითითებული იყო, როცა სახლეულთა შორის ბავშვები არ იყვნენ (დაბ. 50, 7-8). - პავლე მოციქული ბავშვებს წმინდანებს უწოდებს. „თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან“ (1 კორ. 7, 14). ნათლობის გარეშე კი წმინდანი არავის ეწოდება (იხ. იოან. 3, 5; 1 კორ. 6, 11; საქმე 22, 16; ტიტ. 3. 5-7). - ძველ აღთქმაში ყრმის დაბადებიდან მე-8 დღეს წინადაცვეთის წესი სრულდებოდა. „რვა დღისამ წინადიაცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე... წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან“ (დაბ. 17, 12-14). - წინადაცვეთა ახალი აღთქმისეული ნათლობის წინასახეა. „ვისშიაც წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით... ქრისტეს წინადაცვეთით; მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით“ (კოლ. 2, 11-12). „იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი; და წინადაცვეთაც ისაა, რომელიც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. და კაცთაგან კი არ იქება იგი, არამედ ღმრთისაგან“ (რომ. 2, 29; იხ. გალ. 2, 3; ფილიპ. 3, 2-3). - ამგვარად, მოყვანილი მუხლებიდან ჩანს, რომ, თუკი ძველ აღთქმაში მე-8 დღეს ჩვილ ბავშვთა წინადაცვეთა შეიძლებოდა, ახალ აღთქმაში ასევე შეიძლება ახალშობილთა ნათლობა. აუცილებლობის შემთხვევაში კი, როდესაც ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მისი მონათვლა შეიძლება დაუყოვნებლივ, სიცოცხლის პირველსავე საათებში, რათა ბავშვი ღვთის წინაშე ადამის ცოდვებისაგან განწმენდილი წარდგეს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ასეთი ნათლობის შედეგად ადამისა და მშობლების ცოდვებისაგან განწმენდილი ბავშვები გადარჩენილან. - ამასვე ამბობენ ქრისტეს ეკლესიის პირველი საუკუნეების წმინდანებიც. მაგალითად, წმ. დიონისე არეოპაგელი წერს: „ჩვენს ღვთაებრივ დამმოძღვრებლებს (მოციქულებს) სურდათ ნათლისღებისათვის ბავშვებიც დაეშვათ“ (О церк. иерарх. гл. 7, 11). იმავე ჭეშმარიტებას ქადაგებს III საუკუნის ქრისტიანი მწერალი ორიგენე, იგი წერს: „ეკლესიამ მოციქულთაგან მიიღო ბავშვთა მონათვლის შესახებ გადმოცმეა“ (Ср. догм. макар Т. 2. срт. 340-342). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი