ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია |
Atman |
Jul 12 2010, 01:20 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს შედარებები ფორუმ.გე-ზე ვიპოვე. მაინტერესებს თქვენი აზრიც. არის ამაში რაღაც საინტერესო
1. ლენინმა ათეიზმი იქადაგა და დაარსა ათეისტური სახელმწიფო. 1919 მარტში კომუნისტური (ათეისტური) ინტერნაციონალი დაარსა. 1922 ნოემბერში ბოლო სახალხო გამოსვლაჰქონდა მოსკოვის საბჭოზე. 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). (გამოც.იოან. 12) 2. ლენინი იყო იმ შვიდ თავთაგანი რომლებიც მართავდნენ წითელ ათეისტურ სახელმწიფოს . 1918 დაჭრილი იყო სასიკვდილოდ , მაგრამ განიკურნა. 3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. (გამოც.იოან. 12) 1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. (გამოც.იოან. 13) 3.მეორე თავმა(სტალინმა) განადიდა პირველი (ლენინი) მისი სახელით მოქმედებდა. 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი(სტალინი), მიწიდან (СТАЛЬ - რკინა) ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის (სტალინი) მოქმედებს მხეცის ( ათეისტური იდეოლოგიის - კომუნისტური პარტიის) წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ (ლენინი) მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა( ლენინი). (გამოც.იოან. 13) 4. ლენინის დროშის ქვეშ მარშირებდა მთელი სოციალისტური თანამეგობრობა - 30 ქვეყნამდე და იდევნებოდნენ მართლმადიდებლები, კათოლიკები, ბუდისტები, კრიშნაიდები, იუდევლები, ისლამი... 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. 8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. 9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. (გამოც.იოან. 13) ლენინი როგორც ვიცით ებრაელი იყო,, და ანტიქრისტეც ამბობენ ებრაელთა ტომიდან იქნება ანუ კონკრეტულად დანის ტომიდან ,, საინტერესოა ლენინის ფესვები ხომ არ უკავშირდება დანის ტომს..? 70 წლიან კომუნისტურ გარემოში იგნორირებული იყო ყველა ვინც კომკავშირელი და პარტიული არ იყო. ყველასთვის ცალსახად ცნობილი იყო, რომ ვერაფერს მიაღწევდა კარიერაში ათეისტური ბეჭდის გარეშე. ამ ბეჭედზე ისახებოდა ლ ე ნ ი ნ ი ს თავი, რომელსაც; 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). გამც. იოანესი 13 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 13 2010, 08:14 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Atman
ციტატა ისევ დედამიწა გვიშველის ასე მგონია, ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა და ინდრას (ზევსის) - ჭექაქუხილის და წვიმის ღმერთის დახმარებით! ოღონდ მერე მე არ დამაბრალოთ დაგვთარსა და მართლა ეგრე მოხდაო! ეს საუკეთესო სცენარია ამ სცენარებს შორის ნუ ნერვიულობ, მთავრობამ არ დაგაბრალოს რამე თორემ, ჩვენ არაფერს დაგაბრალებთ!... რაც შეეხება "ჭექა-ქუხილის ღმერთ" ინდრას, მოკლედ და ლაკონურად მინდა გითხრა, წმ. დავით წინასწარმეტყველისა და ფსალმუნთმგალობელის სიტყვებით: "კერპნი წარმართთანი ეშმაკ არიან!". მჯერა რომ ასეა და ნუ მიწყენ, შენი ინდრაც და შივაც ჩვეულებრივი ეშმაკები ბრძანდებიან... ციტატა არა მგონია ეგრე მოხდეს. ელექტრონული ფული კი არა, შეიძლება საერთოდ ფასი დაკარგოს ყველანაირმა ფულმა, ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა კი საერთოდ გაუფასურდეს. შენ კი არ გგონია, მარა ვითომ შენ რომ გგონია ეგრე იქნებოდეს იქნებააა?... ციტატა დღევანდელი ცივილიზაციის განვითარების არიმანული (ტექნოკრატიული) სცენარი გადაიდოოოო. გაცილებით მალე და მარტივად მოგვარდება ყველაფერი. პატარ-პატარა ომები იქნება ალბათ, მაგრამ მთავარ სათქმელს ბუნება იტყვის და არა მასონები ან კონკრეტული პიროვნება"ანტიქრისტეს" სახით. როგორ კარგად ხარ ინფორმირებული მომავალზე! საიდან იცი ეგ ყველაფერი? "შივასთან" ხომ არ იყავი თათბირზე?... ციტატა ერთი სავარაუდო სცენარია კიდევ: ისლამური სამყარო გაძლიერდება და თითქმის მთელ მსოფლიოს "გადაუვლის". ყველაზე მეტი ენერგია მაგ სამყაროს აქვს ახლა და ყველაზე მეტი რესურსი და პოტენციალიც (შინაგანი და არა გარეგნული). ცოტა ვედების კუთხიდანაც თუ მივუდგები, ისლამურ სამყაროს შივა აკონტროლებს. შივა კი ღმერთის დამსჯელი ენერგიის მფლობელი პიროვნებაა და ეს სცენარიც შესაძლებელია. შივა, თუ არ ვცდები სანსკრიტზე ნიშნავს "მოწყალეს" და ინდუიზმში სამყაროს დამანგრეველ და აღმაშენებელ საწყისებს განასახიერებს. ცნობილია ისეთი სახელწოდებებითაც, როგორიცაა რუდრა, შანკარა, შამბხუ, მახადევა. მას დაუფუძნებია იოგა. ისლამთან რა კავშირი აქვს "შივას"? ისლამის და ინდუიზმის ზედმიწევნითი ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ პირველად მესმის ისლამს შივა "აკონტროლებსო". ისლამისტებმა არ გაგიგონ ეგ თორემ ჯიხადს გამოგიცხადებენ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი