![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
საუკუნეთა განმავლობაში მრავალი უბრალო ადამიანი, მეცნიერი თუ ფილოსოფოსი სვამდა კითხვას თუ რა არის ჭეშმარიტება, მაგრამ მისთვის პასუხი არავის არასდროს გაუცია.
თუმცა: იოანეს სახარება, თავი 18. 37. ...იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. 38. უთხრა მას პილატემ: რაარის ჭეშმარიტება? ![]() თქვენი აზრით რას გულისხმობდა იესო ჭეშმარიტებაში? ჩემი მოკრძალებული აზრით ჭეშმარიტება სწორედ ის მოძღვრება და გზაა, რომელიც იესომ დაგვიტოვა და სახარება გვამცნობს. აღნიშნული ჭეშმარიტებით ცხოვრება კი აუცილებლად მიგვიყვანს აბსოლუტურ გამარჯვებამდე - სულით ხორცამდე ხსნასა და ღმერთთან მიახლოებამდე, რაც არავის არ მოეჩვენოს (ძალიან ბევრის აზრით ღმერთთან მიახლოება არაფერია, არადა "მიახლოება" ვგონებ სანტიმეტრული გაგებით არის აღქმული ![]() -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
sandro40
ციტატა იქნებ თემა გახსნან კომპეტენტურმა იუზერებმა დოგმის შესახებ? ეს სიტყვა ერთგვარ სიბნელის სიმბოლოდ იქცა ინტერნეტ სივრცეში, დაგეთანხმები, ეს ნამდვილად სამწუხაროა. არათუ ამ ტერმინის, არამედ უამრავ სხვა საეკლესიო ტერმინზე დღეს არათუ უბრალოდ არასწორი, არამედ ზედმეტად დამახინჯებული წარმოდგენაა და ეს ჩემის აზრით ჩვენი საზოგადოების აზროვნებითი კრიზისის ბრალია, ვიდრე ამ ტერმინების ორაზროვნებისა. თვითონ ტერმინი "დოგმა", პრინციპში იგივე "დოგმატი" (აქაც ჩანს ეს კრიზისი, რომ ერთიდაიგივე ტერმინებიდან პირველი უარყოფითად გაიგება, მეორე კი შედარებით დადებითად), არათუ უარყოფითი, პირიქით მეტისმეტად დადებითი შინაარსის მატარებელია. ამ ტერმინის არასწორი გაგების გამო მართლმადიდებლობა მავანთ ერთ ადგილზე გაყინულ რელიგიად მიაჩნიათ, რომელი ადამიანებს ხელს უშლის აზროვნებაში, აჩლუნგებს მათ და ა.შ. ეს რომ ასე ყოფილიყო, საეკლესიო ისტორიას არ ეყოლებოდა ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი, მაქსიმე აღმსარებელი, კირილე ალექსანდრიელი, თეოდორიტე კვირელი და რამდენი ერთი ჩამოვთვალო. გრიგოლ ნოსელის ნაშრომები (IV ს) დღესაც კი განვიფრებას იწვევს. მე პირადად როცა მის ანშრომებს ვკითხუობ, მიკვირს თუ როგორ ახერხებდნენ იმ ცოდნის მიღებას, რომელიც XVI საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. ეს არ არის ერთ ადგილზე გაყინვის მაჩვენებელი. მართლმადდიებლობა, პირიქით, ჭეშმარიტი თავისუფლების რელიგიაა, ამ ტერმინის სწორი შინაარსით. შევადაროთ დოგმატი მდინარის კალაპოტს. როდესაც მდინარე ნაპირებიდან გადმოდის, მას უბედურება მოაქვს , მაგრამ როდესაც ის მშვიდად მიდის თავის საზღვრებში ის მშვენიერი სანახავია. დოგმატი არათუ ხელს უშლის ადამიანს აზროვნებაში, პირიქით იცავს მას იმისგან, რომ მისი აზროვნება ნორმალურ მდინარებას არ გაცდეს. ეს ერთგვარი ჯებირებია, საიდანაც გადმოსვლა უკვე კატასტროფის მომტანია. ადამიანმა ყველაფერი უნდა იცოდეს, მაგრამ ამასთან კეთილისა და უკეთურების გარჩევის უნარი უნდა ჰქონდეს. ამის გარეშე ის ვერ იქნება სასარგებლო საზოგადოებისთვის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი