IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია"
ikanosi
პოსტი Jul 15 2010, 09:36 PM
პოსტი #1


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



........„რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია”, — მახსოვს დიდხანს შემაყენა. ამისთანა სიტყვებზედ უყვარდა იმას შედგომა და ბაასი. მაშინდელი სიტყვები, რა მაშინდელი! რაც რამ უთქვამს ჩემთვის, დღევანდლამდინ სიზმარივით დამახსოვდა.

— გესმის ეგა? — მკითხა, — სახარებაში ქრისტე-ღმერთი ერთს იგავსა ბძანებს, თუ არ მოგწყინდება, გეტყვი. თურმე ყოფილა ერთი ბატონი, რასაკვირველია, მოსამსახურეებიც ჰყოლია. თითონ სხვაგან დაუპირებია წასვლა, დაუბარებია მოსამსახურეები და ფული დაურიგებია; ერთისათვის ბევრი მიუცია, მეორისა და მესამისათვის ერთი-ერთმანეთზედ ნაკლები და უთქვამს: ასარგებლეთ და, როცა მოვალ, სარგებლით დამახვედრეთო. თითონ წასულა. იმ ორ მოსამსახურეს ჭკვა უხმარიათ, ბატონის ბძანება აუსრულებიათ და, რაცა ჰქონიათ მიბარებული, ერთი იმოდენა კიდევ მოუგიათ. მესამე კი ერთი უჯიშო რამა ყოფილა, უმადლო, მცონარე; უფიქრია — მოგებას ვინა ჩივის, ესეც არ დავკარგოვო. აუღია და მიწაში ჩაუფლავს. ბატონი რომ მობრუნდა, მოიწონა ორივე მსახურის მადლიანი საქციელი, მესამეს კი გაუწყრა, წაართო ის ფული და იმათ მისცა ვისაც მოგებით ეარნათ. მესამე კი ხელცარიელი დარჩა. მიწაში ჩაფლა საწყალმა — არ დამეკარგოსო, მაგრამ ბოლოს მაინც კიდევ დაჰკარგა. რომ გაეცა კი, იმისი იქნებოდა. ბატონი ღმერთია, იმისი მსახურები — ჩვენა ვართ. ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას — ცოტა. იმისთვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, — იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია”. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცსა თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.


სხვა ვარიანტებსაც მოვისმენ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
.zakaria.
პოსტი Jul 16 2010, 02:55 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(ikanosi @ Jul 15 2010, 09:36 PM) *



სხვა ვარიანტებსაც მოვისმენ

"რასაცა გასცემ შენია,რაც არა ხო შენია და შენია" smile.gif ეს ვარიანტი ბევრჯერ გამიგია


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2025 - 06:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი