ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
gio_opizari |
Jul 16 2010, 01:54 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 190 რეგისტრ.: 15-March 09 წევრი № 6,644 |
zanneti შენ რა გგონია მეგობარო ებრაელთა მწიგნობრები რომ მოსეს ხუთწიგნეულით საუბრობდნენ ის ხუთწიგნეული სულიწმიდით არ იყო დაწერილი?! მაგრამ ღმერთი უარყვეს და ჯვარს აცვეს. შენ პროტესტანტი ჩანხარ გატყობ. შთაფვლით ნათლობაზე რას მეტყვი? წმიდა წერილში არსად არაა ამ წესის შესრულების აუცილებლობაზე საუბარი და არც ის ჩანს არსად რომ მაცხოვარი შთაფლვით მოინათლა. თუ წმიდა გადმოცემას უარყოფთ ეს ცოდნა საიდან გაქვთ?! ხოლო დედა ეკლესიამ ბევრი რამ იცის მაცხოვრის შესახებ ვიდრე თქვენ და ისაც იცის გადმოცემით რომ პირველი ხატი მაცხოვარმა თავად შექმნა როდესაც ტილო სახეზე მიიდო და სასწალებრივად გადავიდა მისი სახება ტილოზე(რომელიც მუზეუმშია დაცული და რომელზედაც მეცნიერული დასკვნაც დევს რომ არანაირი საღებავით არაა დაწერილი) და რომ თავად ლუკა მახარობელი ხატმწერი იყო. იცი რა მაცხოვრის სიტყვებია: ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებსო სასწაულს, ცეცხლიც რომ გადმოვიყვანო ზეციდან არ მირწმუნებთო. დღეს ეს სასწაული აღსრულდება იერუსალიმში და აღსრულდება მართლმადიდებელ პატრიარქზე ნიშნად იმისა რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიაა დედამიწაზე და ეს თქვენთვის აღესრულება თორე მორწმუნემ ამის გარეშეც იცის რომ ჭეშმარიტია დედა ეკლესია. თქვენ კი მოგეკითხებათ ზუსტად ამის არ შეცნიბა რადგან უფალმა თვალიც მოგცათ
ამ სასწაულის სახილველად და გონებაც ამის გასაანალიზებლად. ხატებისგან უამრავი კეთილი საქმე აღსრულდება და ბოროტი არავისთვის არ მოუტანია ხოლო სახარებისეული სიტყვებით რომ ვთქვათ ხე ნაყოფით შეიცნობა -------------------- უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი