![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ikanosi |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
........„რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია”, — მახსოვს დიდხანს შემაყენა. ამისთანა სიტყვებზედ უყვარდა იმას შედგომა და ბაასი. მაშინდელი სიტყვები, რა მაშინდელი! რაც რამ უთქვამს ჩემთვის, დღევანდლამდინ სიზმარივით დამახსოვდა.
— გესმის ეგა? — მკითხა, — სახარებაში ქრისტე-ღმერთი ერთს იგავსა ბძანებს, თუ არ მოგწყინდება, გეტყვი. თურმე ყოფილა ერთი ბატონი, რასაკვირველია, მოსამსახურეებიც ჰყოლია. თითონ სხვაგან დაუპირებია წასვლა, დაუბარებია მოსამსახურეები და ფული დაურიგებია; ერთისათვის ბევრი მიუცია, მეორისა და მესამისათვის ერთი-ერთმანეთზედ ნაკლები და უთქვამს: ასარგებლეთ და, როცა მოვალ, სარგებლით დამახვედრეთო. თითონ წასულა. იმ ორ მოსამსახურეს ჭკვა უხმარიათ, ბატონის ბძანება აუსრულებიათ და, რაცა ჰქონიათ მიბარებული, ერთი იმოდენა კიდევ მოუგიათ. მესამე კი ერთი უჯიშო რამა ყოფილა, უმადლო, მცონარე; უფიქრია — მოგებას ვინა ჩივის, ესეც არ დავკარგოვო. აუღია და მიწაში ჩაუფლავს. ბატონი რომ მობრუნდა, მოიწონა ორივე მსახურის მადლიანი საქციელი, მესამეს კი გაუწყრა, წაართო ის ფული და იმათ მისცა ვისაც მოგებით ეარნათ. მესამე კი ხელცარიელი დარჩა. მიწაში ჩაფლა საწყალმა — არ დამეკარგოსო, მაგრამ ბოლოს მაინც კიდევ დაჰკარგა. რომ გაეცა კი, იმისი იქნებოდა. ბატონი ღმერთია, იმისი მსახურები — ჩვენა ვართ. ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას — ცოტა. იმისთვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, — იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია”. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცსა თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ. სხვა ვარიანტებსაც მოვისმენ -------------------- ფარით ან ფარზე
|
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ikanosi
ციტატა ანგარებას ვინ დაეძებს, სენტიმენტალისტად შეგრაცხავენ ![]() ვინ დაგაბრალა სენტიმენტე ხარო? მე მიყვარს თბილი ადამიანები, ოღონდ გულწრფელად თბილები, ანგარებიანი მოფერება მთლად ყველა ვარიანტში არ არის ფარისევლობა და აი რატომ: ჩემი აზრი გინდა მაშ და აი ესაა: ყველა ადამიანი გასცემს რაღაცას და იღებს რაღაცას, არ არსებობს გასცე და არ მიიღო, ან არ გასცე და მიიღო.. ერთგვარი "ვაჭრობაა" ![]() ![]() სულ ისეც არ ვარგა, გასცე და სანაცვლოდ არ მიიღო, ადამიანს კიარა რობოტსაც სჭირდება ენერგიით შევსება, სულ გაცემა არ გამიგია მე, მერე ნოლზე დაჯდები ![]() ასევე არ გასცე და მიღება გინდოდეს, არგამოვა მასე... უნდა დათმო რაღაც :უსერ: ასე რომ, ვიღაცა იტყვის: რომ გეფერებიან სანაცვლოდ მოფერებას არ უნდა იღებდეო, სისულელეა, კვახია, არ ვეთანხმები მე ამას : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd August 2025 - 06:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი