აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! |
aragveli |
Jun 16 2008, 01:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 82 რეგისტრ.: 28-February 08 წევრი № 4,049 |
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება. ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!! |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 18 2010, 01:35 AM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
აფხაზებთან დაკავშირებით ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, საკუთარ თავს ქართველურ ტომად მიიჩნევენ თუ არა, არამედ იმას, რომ ცხოვრობენ კოლხეთის უძველეს მიწა-წყალზე. ეს არის არა აფსუების, არამედ კოლხების მიწა. აფხაზებსა და ქართველებს შორის ბოლომდე ალბათ არასოდეს მოხდება ურთიერთგაგება, რადგან ან ისინი უნდა შეურიგდნენ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, ან ჩვენ უნდა დავთმოთ ის, რომ აფხაზეთი აფსუეთია და არა კოლხეთი (ნუმც იყოფინ!).
P.S. ამასწინათ ინტერნეტში ასეთ საინტერესო ფაქტს წავაწყდი. ყველამ ვიცით, რომ ზამთრის ოლიმპიადას აწყობენ სოჭში. ჰოდა, რუსეთის მთავრობამ იმ ადგილებში, სადაც ოლიმპიური სოფელი უნდა გაშენდეს, მოსახლეობა უნდა აჰყაროს. არადა იქ თურმე ძველმორწმუნეები ("სტაროვერები") ცხოვრობენ. ცხადია ისინი პროტესტს აცხადებენ და არსად მიდიან, მაგრამ საინტერესო ეს როდია, არამედ ის, რომ ადგილი, ტერიტორია, სადაც ეს ოლიმპიური სოფელი უნდა გაშენდეს თურმე "იმერეთის დაბლობად" იწოდება. აი, ძალზედ მოკლე ინფორმაცია ამის შესახებ: 17.07.2010 13:00 : "В Имеретинской низменности в Сочи начались принудительные выселения людей из домов На месте зданий будут построены олимпийские объекты. Жители спешно вывозят вещи, пытаясь хоть что-то спасти. Тех, кто не успел купить новые дома взамен сносимых, размещают в пансионатах, но места достаются не всем. О том, как происходит выселение радиостанции "Эхо Москвы" рассказал житель имеретинской низменности Алик Ле. Имеретинская низина находится в красивом районе у моря, а людям предлагались дома в горных селах и около радаров аэропорта. Жители и дальше намерены отстаивать свои права в судах". http://www.echo.msk.ru/news/696146-echo.html ასე, რომ არა მარტო აფხაზებს, არამედ რუსებსაც არ უნდა დავავიწყოთ, რომ აფხაზეთი კი არა, მის იქით, სოჭის ჩათვლით რაც არის, სირიკო ორჯონიკიძის მიერ გაჩუქებული ქართული, ძველკოლხური ტერიტორიაა, რომელსაც დღემდე შემორჩა ქართული ტოპონიმიკა. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი