ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
alex_b |
Jul 18 2010, 02:49 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
ციტატა წმ. ხატების თაყვანისცემით ჩვენ პატივს მივაგებთ არა ხეს და საღებავს, ან უსულო საგანს, არამედ მასზე გამოსახულის პირველხატს. ე.ი. საქმე იმაში ყოფილა, ჩვენ როგორი რწმენით შევხედავთ ხატს. ანუ ის სულიერი სასწაული, რომელიც ადამიანისა და ხატის ურთიერთობისას ხდება, ეს ადამიანის რწმენის შედეგია და არა ხატის ზეგავლენის... მოდი ორ კითხვას დავსვამ 1. თუ ადამიანს არ წამს მის წინაშე ხატი უსულო ჩარჩოში ჩასმული საღებავებით მორთული დაფაა? 2. თუ ადამიანს წამს, მაგრამ ეს ხატი არაკანონიკურია, ან უბრალოდ ნაკურთხი არაა და არ ფლობს ღმრთაებრივ ძალას.... ეს ურთიერთობა ნაყოფიერია? ანუ ამ ორ შემთხვევაში როგორ ხდება? ანუ ჩემი მთავარი კითხვა ისაა, რომ ადამიანის რწმენა ქმნის ხატს სულიერ საგნად, თუ ხატის თვითსულიერება უქმნის ადამიანს რწმენას? -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი