IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> 12 წლის შალვას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!, ერთ თვეში თუ ოპერაცია არ გაუკეთეს ბავშვი დაბრმავდება
nazi
პოსტი Jul 12 2010, 08:41 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 398
რეგისტრ.: 8-August 07
წევრი № 2,585



მოგესალმებით



12 წლის შალვა ორველაშვილს სასწარაფოდ ესაჭიოება თვალის ოპერაცია.

მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბავშვი ფაქტუირად ვეღარ ხედავს.

დაავადებას ზუსტად მოგვიანებით დავწერ, საბუთებს ველოდები, ფოტოსაც ავტვითავ.

ოჯახმა ყველაფერი გაყიდა რაც გააჩნდათ.
გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძეში ცხოვრობენ.
ოპერაციისთვის 12 ათასი ლარია საჭირო, ყველაზე ცუდი ის არის რომ ოპერაცია სასწრაფოა და მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა გაკეთდეს...

შალვას დასახმარებლად მისმა თანასოფლელებმა უკვე შეაგროვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილი.

გთხოვთ დაეხმაროთ შალვას!

მადლობა წინასწარ!

უფალმა შეგაძლებინოთ და შეგიწიროთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თერალ ი
პოსტი Jul 18 2010, 05:34 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



კერატოკონუსის ოპერაციებს თბილისში ძაან კარგად აკეთებენ პროფ. მერაბ დვალი და პროფ. მიხეილ ომიაძე.

ბატონ მერაბს თავის კლინიკა აქვს მრგვალ ბაღთან (წლების განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, კრასნოვის სახელობის ინსტიტუტში. 9 აპრილის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში).
არის კავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვანი ოფთალმოქირურგი.

ბატონი მერაბის კლინიკაში კერატოკონუსებზე მუშაობს მედ. მეცნ. კანდიდატი ბელა სირბილაძე .
ტელეფონები - მერაბ დვალი +995 99 44 05 70 (მობილური)
+995 32 91 35 97 (რეგისტრატურის ტელეფონი მრგვალ ბაღთან)
ბელა სირბილაძე +995 93 24 44 74 (მობილური).



ბატონი მიხეილ ომიაძე 80-იანი წლების ბოლოდან მუშაობს ორთაჭალის თვალის კლინკაში (კლინკას ადრე ერქვა "რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრი", ეხლა ქვია "ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი").
არის კავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვანი ოფთალმოქირურგი.
ტელეფონები - 899 56 47 11 , 899 96 24 16 .


ორიოდე სიტყვა კერატოკონუსზე.
კერატოკონუსი არის - თვალის რქოვანის (ანუ თვალის წინა, მინასავით გამჭვირვალე, ნაწილის) დარბილება.
საერთოდ რქოვანას აქვს მუდმივი რადიუსი რომელის 10 წლის ასაკიდან აღარ იცველება სიცოცხლის ბოლომდე.

კერატოკონუსის დროს რქოვანის დარბილების გამო, რქოვანას რადიუსები ცვალებადია, სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების მიხედვით (უმეტესად რქოვანა ქალის მკერდივით ქვევითაა დაშვებული).


დაავადების პროგრესიის მიხედვით არჩევენ 4 ეტაპს.

ყველა ეტაპზე ძალიან კარგ შედეგებს იძლევა მყარი კონტაკტური ლინზები.
(მის დასამზადებლად მიაკითხეთ, ორთაჭალაში კონტაქტური კორექციის განყოფილების გამგეს პროფესორს ქალბატონ ნანა კობახიძეს - მობ. 899 19 24 26 )

მკურნალობა შესაძელებელია რკალების გადანერგვითაც და რქოვანის მთლიანად გადანერგვითაც.


კერატოკონუსის ოპერაცია 90% -ში სასწრაფო არასოდეს არააა.
გამონაკლისია რქოვანას წყლულის შემთხვევა.
ამ დროსაც ჯერ კეთდება წყლულის მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადანერგვა.



პატივისცემით თერალ_ი
(რეალურ სამყაროში ოფთალმოლოგი კახა სილაგაძე - 899 199 288 ) .


პუ სუ . ფასებზე -

ერთ თვალზე გადანერგვა მთლიანი მაქსიმუმ,
ორთაჭალაში ღირს 4400 ლ-ო,
მრგვალ ბაღთან 5800 ლ-ო.

რკალები (მაქსიმალური ფასი 2 რკალით) - 1900 ლ-ო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
nazi   12 წლის შალვას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!   Jul 12 2010, 08:41 PM
თერალ ი   დიაგნოზი დაწერეთ ზ...   Jul 14 2010, 12:53 PM
nazi   დიაგნოზი დაწერეთ ...   Jul 15 2010, 04:54 PM
nazi   თუ სწორად ამოვიკით...   Jul 17 2010, 06:01 PM
თერალ ი   კერატოკონუსის ოპე...   Jul 18 2010, 05:34 PM
nazi   [b]კერატოკონუსის ოპ...   Jul 23 2010, 06:14 PM
თერალ ი   მყარი ლინზების შერ...   Jul 19 2010, 02:40 PM
თერალ ი   ახალი არაფერია?   Jul 23 2010, 11:46 AM
nazi   ახალი არაფერია? მ...   Jul 23 2010, 05:50 PM
თერალ ი   nazi ოპერაციის გაკეთ...   Jul 24 2010, 02:54 PM
nazi   თერალ ი მადლობა ყუ...   Jul 24 2010, 03:54 PM
blue night   nazi :) შეიკრიბა შალვა...   Jul 26 2010, 07:26 PM
nazi   nazi :) შეიკრიბა შალვ...   Aug 2 2010, 09:19 PM
tam07   nazi როდის უკეთებენ ო...   Sep 7 2010, 11:28 AM
nazi   nazi როდის უკეთებენ ო...   Sep 9 2010, 11:03 PM
nikoloziiii   ჩატარდა ოპერაცია? ...   Nov 10 2010, 02:08 AM
blue night   ახლა როგორ არის შა...   Dec 12 2010, 11:44 PM
nazi   ოპერაცია ჯერ არ გა...   Dec 13 2010, 03:03 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 10:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი