ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 18 2010, 06:51 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
alex_b
ციტატა ე.ი. საქმე იმაში ყოფილა, ჩვენ როგორი რწმენით შევხედავთ ხატს. ანუ ის სულიერი სასწაული, რომელიც ადამიანისა და ხატის ურთიერთობისას ხდება, ეს ადამიანის რწმენის შედეგია და არა ხატის ზეგავლენის...მოდი ორ კითხვას დავსვამ 1. თუ ადამიანს არ წამს მის წინაშე ხატი უსულო ჩარჩოში ჩასმული საღებავებით მორთული დაფაა? 2. თუ ადამიანს წამს, მაგრამ ეს ხატი არაკანონიკურია, ან უბრალოდ ნაკურთხი არაა და არ ფლობს ღმრთაებრივ ძალას.... ეს ურთიერთობა ნაყოფიერია? ანუ ამ ორ შემთხვევაში როგორ ხდება?ანუ ჩემი მთავარი კითხვა ისაა, რომ ადამიანის რწმენა ქმნის ხატს სულიერ საგნად, თუ ხატის თვითსულიერება უქმნის ადამიანს რწმენას? სამწუხაროდ არ ვიცი რომელი სარწმუნოების ადამიანი ხარ. თუ გამაგებინებ ძალიან დამავალებ. ხატებზე კი აი რას გეტყვი: ხატი არის მართლმადიდებლური სწავლების გადმოცემა ფერწერული საშუალებით. როგორც ეკლესია ასწავლის ხატი არის ფერებში გადმოცემული ღვთისმეტყველება. ამდენად: 1. თუ ადამიანს არ წამს, ჭეშმარიტად, "მის წინაშე ხატი უსულო ჩარჩოში ჩასმული საღებავებით მორთული დაფაა". 2. ხოლო რაც შეეხება შენს მეორე შეკითხვას, რომლის მიხედვითაც: "თუ ადამიანს წამს, მაგრამ ეს ხატი არაკანონიკურია, ან უბრალოდ ნაკურთხი არაა და არ ფლობს ღმრთაებრივ ძალას"... არის თუ არა ეს ურთიერთობა ნაყოფიერი? - უნდა გიპასუხო, რომ ხატის კანონიკურობა და არაკანონიკურობა მის კურთხევაზე კი არ არის დამოკიდებული, როგორც შენ გგონია, არამედ სწორედ იმ მართლმადიდებლური ჭეშმარიტებების სიმბოლური ენით გადმოცემაზე, რომელიც მართლმადიდებლურ ხატწერაშია მიღებული. რადგან ხატი მასზე გამოსახული სიმბოლოებით "ასწავლის" მის მაცქერალს, ცხადია, თუ რაიმე არასწორად არის გამოსახული არ შეიძლება იყოს კანონიკური. სხვა ენით რომ ვთქვათ არასწორად "ასწავლის", არასწორად "გადმოსცემს". მაგალითად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოების ნიშნად მართლმადიდებლობა, ღვთისმშობლის ხატებზე გამოსახავს ფიფქებს: ორი მხრებზე და ერთიც შუბლზე. ეს ნიშნავს, რომ ყოვლადწმიდა ქალწული შობამდე ქალწული იყო, შობის მომენტშიც ქალწული იყო, რადგან უფალი სასწაულებრივად იშვა ისე, რომ ღვთის დედას არც ტკივილები განუცდია და არც ქალქულობა დაუკარგავს, და შობის შემდეგაც ქალწულადვე დარჩა. თუ რომელიმე ხატზე ეს ფიფქები არ არის, ის არაკანონიკურია (ე. ი. მასზე სიმბოლური ღვთისმეტყველების დონეზე, უარყოფილია მარადის ქალწულის უბიწოების დოგმატი) და მასზე ლოცვა დაუშვებელია. თუ ვერ გაიგე რა გითხარი, მაშინ კიდევ უფრო მარტივად აგიხსნი: გამოგვიქვეყნე შენი სურათი, მე ამ სურათს რაღაც რაღაცეებს მოვაკლებ ან მივამატებ, დავამახიჯებ და სასაცილოს და მიუღებელს გავხდი, ისევ გამოვაქვეყნებ და შეგეკითხები ეს შენ ხარ თუ არა? ვცადოთ რა გამოვა. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი