ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#101
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 18 2010, 07:04 PM
პოსტი
#102
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Atman
ციტატა არავითარი განსხვავება არ არის მაგალითად წმინდა გიორგის ხატს ვცემთ თაყვანს თუ წმინდა გიორგის პატარა ქანდაკებას. მთავარია ღრმადმორწმუნე ადამიანისგან იყოს გაკეთებული. მე თუ მკითხავ ქანდაკებაც ისევე ახლოსაა არსით "ობრაზთან",როგორც ნახატი (ანუ ხატი). განსხვავება უდიდესია. ქანდაკების დანიშნულება სხვაა და ხატისა კი სხვა. თანაც ხატებზე იმდენი სიმბოლოა გამოსახული, რომ მათი ქანდაკებაზე დატანება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ მართლმადიდებლობაში, კათოლიციზმისგან განსხვავებით, ტაძრებში თაყვანსაცემად მხოლოდ ხატებია მიღებული. შემდეგ, რას ნიშნავს შენი გამოთქმა: "მთავარია ღრმადმორწმუნე ადამიანისგან იყოს გაკეთებული." და როგორ გავარკიოთ ბატონო, რამდენად მორწმუნე ადამიანმა დაწერა ესა თუ ის ხატი? ზოგი ხატის წლოვანება საუკუნეებით აღირიცხება, მართალია, სავარაუდოდ მათი დამწერები მორწმუნენი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ხატზე, თუ ის მართლმადიდებლური წესების მიხედვით არის დაწერილი, ვერანაირად შეამჩნევ მორწმუნემ დაწერა თუ ხატწერის წესების მცოდნე ურწმუნომ. მეტსაც გეტყვი. ხატის ღვთისმეტყველებისთვის, თუ ის არ სცილდება მართლმადიდებლობის სწავლებას, მისი დამწერის სარწმუნოებას სულაც არა აქვს მნიშვნელობა. ხომ შეიძლება, მაგალითად, ვინმემ სთხოვოს ურწმუნო მხატვარს დაუწეროს მას რომელიმე ცნობილი ხატის ასლი. მხატვარს შეუძლია შეასრულოს ეს დავალება და გააკეთოს მართლმადიდებლური ხატის ზუსტი ასლი. ამდენად, ასეთი ხატი თავისი ფუნქციის შესასრულებლად სრულიად გამოდგება, მიუხედავად იმისა, ვიცით ჩვენ ვინ დაწერა ის თუ არ ვიცით. შემდეგ შენ წერ: "მე თუ მკითხავ ქანდაკებაც ისევე ახლოსაა არსით "ობრაზთან", როგორც ნახატი (ანუ ხატი)". "ობრაზი" (ანუ ხატი, ხატება, გამოსახულება) და "სკულპტურა" (იგივე ქანდაკება) ერთი და იგივე რომ იყოს, ყველა ენაზე, მათ შორის რუსულზეც, ქანდაკებაზეც "ობრაზს" იტყოდნენ, მაგრამ რუსები ასე არასოდეს იტყვიან. "ობრაზს" უფრო დიდი დატვირთვა აქვს ვიდრე ქანდაკებას. ციტატა რაც უფრო "გარეგანი" და ზედაპირულია ადამიანის აზროვნება, მით უფრო მეტ გარეგნულ განსხვავებას პოულობს მათ შორის. ახსნა და გამართლება კი ყველაფრის მოიძებნება თუ საჭირო გახდა. სწორედაც რომ პირიქითაა! სწორედ ზედაპირული აზროვნების მქონე ადამიანი ვერ ხვდება რა განსხვავებაა ხატსა და ქანდაკებას შორის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 03:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი