ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
Jul 18 2010, 07:23 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
არსებობს სულიწმინდის ხატი? როგორ გამოიხატება? მდედრობითი სქესის მქონედ თუ მამრობითი?
მინახავს რუბლიოვის "სამება", იქ სამივე ერთნაირადაა თითქმის... მაგრამ ზოგადად მამა ღმერთის(თუმცა არავის უხილავს) ხატზე მას თეთრი წვერები ჰქონდა როცა მე ვნახე, ხოლო ძეს შავი წვერები... როგორია ასეთ დროს სულიწმინდა? უწვერული საერთოდ? რატომ? როგორია სულიწმინდის გარეგნობაზე გარდამოცემა? ხატებზე როგორ გამოისახება? როგორც სული თუ როგორც პიროვნება? პ.ს. ისე, როცა ხატზე გამოსახული პიროვნება ჰგავს სხვა პიროვნებას, რა ხდება ასეთ დროს? თუ ნახავთ წმინდა არტემიოს ანტიოქიელის ხატს, ძალიან ჰგავს იესოს გარეგნობით, ხომ შეიძლება ამ დროს შეცდეს მისი მაყურებელი? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 09:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი