ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
alex_b |
Jul 19 2010, 07:36 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
gio_opizari
ციტატა შენ პროტესტანტი ჩანხარ გატყობ. შთაფვლით ნათლობაზე რას მეტყვი? წმიდა წერილში არსად არაა ამ წესის შესრულების აუცილებლობაზე საუბარი და არც ის ჩანს არსად რომ მაცხოვარი შთაფლვით მოინათლა. თუ წმიდა გადმოცემას უარყოფთ ეს ცოდნა საიდან გაქვთ?! რათ უნდა მაგას გადმოცემა, ნათლობა "ბაპტიზო" ჩაფვლას არ ნიშნავს? თუ მეშლება რამე ციტატა ცეცხლიც რომ გადმოვიყვანო ზეციდან არ მირწმუნებთო. ერთი ოღონდაც მითხარი სად წერია ბიბლიაში, რომ ქრისტემ თქვა ეგ სიტყვები? რაღაც არ მეცნობა, და ან მე არ ვიცი ბიბლია ან შენ ისე როგორც ასეთი ფერწერით თეოლოგიის გადმოცემა ურიგო არ უნდა იყოს, მაგრამ არახატთაყვანისმცემლებისთვი მიუღებელი ისაა, რომ ამ "წიგნს" თაყვანს სცემს ადამიანი. მართლმადიდებლურად რამდენადაც ვიცი, ხატს მისი მოქმედებისას გააჩნია ორმაგი გამტარობა, ანუ მოაქ სულიერი ღმერთისაგან ადამიანისკენ, და ადამიანის ლოცვას და თაყვანისცემას მიაგებს ღმერთს. მაგრამ პროტესტანტები არ აკეთებენ ამას, ვინაიდან სწამთ, რომ ჩაკეტილ კარებში თავის ოთახშიც კარგად შეუძლიათ ღმერთს ელაპარაკონ და თაყვანი სცენ, და ნაკლოვანებას არ უქმნით ის, თუ მისი თვალები დახუჭულია. ასევე პროტესტანტებს ისიც სწამთ, რომ ღმერთის ხმის პირადად მოსმენა შეუძლიათ ყოველგვარი შუამავლების გარეშე. რაც ფანატიზმად მიიჩნევა მართლმადიდებლებისაგან. მე უფრო ასე ვიტყოდი, რომ პროტესტანტებს სწამთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და მათ შორის ისიც შეუძლია, რომ უბრალო ადამიანისთვის გასაგებ ენაზე დაილაპარაკოს. ალბათ ამაზე არავინ იდავებს, მაგრამ იდავებს იმაზე, რომ აქვს თუ არა ნეტავ რაიმე სათქმელი ღმერთს ჩვენთვის? ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახლობლად მიგაჩნიათ ღმერთი. მართლმადიდებლურ და ასევე კათოლიკურ ეკლესიებში იმდენი "შუამავლებისა" და "შუამდგომლების" იერარქიაა ღმერთამდე, რომ ადამიანში ქვეცნობიერად ყალიბდება ღმერთთან გაუცხოების გრძნობა. პროტესტანტებს კი არავინ ყავთ ზეცაში, ვინც ღმერთთან უშუამდგომლებს, და თვითონ უწევთ საკუთარ სულიერ მამიკოსთან პირადად ლაპარაკი. ეს ურთიერთობა კი შესაბამისად დაახლოების შეგრძნებას იწვევს. და ყოველივე ამის შედეგი ისაა, რომ საერთოდ არ გრძნობს პროტესტანტი არც ხატების და არც ქანდაკებების საჭიროებას, იმისათვის რომ უფალს მიაწვდინოს ხმა იხარეთ ალექს_B -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი