![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.
![]() იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
Atman
ციტატა ინდუიზმთან მე არაფერი მაქვს საერთო, მე ვედების და რაც მთავარია კრიშნას წარმომადგენელი ვარ. ვედები, თუ არ ვცდები, ეს არის ინდუიზმის ყველაზე უძველესი, სანსკრიტზე დაწერილი საღვთო წერილის კრებული. ვედების სამშობლო თუ ინდოეთი არ არის, იქნებ გაგვარკვიო სად და რომელ ქვეყანაში წარმოიშვა ვედები? ციტატა ინდუიზმის მრავალი ფორმა მართლა გასაკრიტიკებელია, მაგრამ ღვთაებების შეურაცხხყოფა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩემთვის, მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის, სხვა რელიგიის "ღმერთები" დემონებია, რომელთა პატივისცემა ნამდვილად იქნება ერთი, ჭეშმარიტი ღმერთის შეურაცხყოფა. ციტატა ნახევარღმერთის ბრალი არაა თუ მას ღმერთად აღიარებენ, ეს ხალხის უმეცრების ბრალია. მიუღებელი აქ თვით "ნახევრადღმერთის" ცნებაა. ქრისტეანობაში არის ერთი ღმერთი, ნახევრადღმერთები არ არსებობენ, რადგან ღვთიური არსის მქონე შეუძლებელია სხვა ვინმე იყოს. ასე, რომ ჩვენი რელიგიის მიხედვით, ნახევრადღმერთადაც კი არავის აღიარება არ შეიძლება. ეს უბრალოდ სისულელეა და მეტი არაფერი. თანაც, რელიგია, რომელსაც "ნახევრადღმერთების" ცნება გააჩნია და ამ "ნახევრადღმერთებს" მისი "ჭეშმარიტი" ღმერთის ბუნებასა და არსის ნაწილს მიაკუთვნებს, ასევე აბსურდული და მიუღებელია. ციტატა თან მეეჭვება ტრუბეცკოი ღრმად ერკვეოდეს ვედებში. ე. ი. შენ გინდა თქვა, რომ ტრუბეცკოიზე უფრო ჭკვიანი და გაგებული ხარ ამ საკითხში? არ ვიცი. იქნებ შენ "ტვინიკოსი" ხარ, ღმერთმა გიშველოს, მაგრამ ეხლა ვერ შევამოწმებთ შენ უფრო ჭკვიანი ხარ თუ ტრუბეცკოი. ციტატა როცა ნაგავს ეძებ ყველგან იპოვი: ვედებშიც, ბიბლიაშიც და ყურანშიც. აქეთ ითხოვ ჩემს ღმერთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებო და თვითონ აყენებბ შეურაცხყოფას ბიბლიურ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას, რომლის შთაგონებითაც არის დაწერილი მთელი ბიბლია. ასე, რომ შეურაცხყოფას შეეშვი და მითხარი სად იპოვე ბიბლიაში ნაგავი? სად არის იქ "ნაგავი"? შენ თავი გაქვს დანაგვიანებული ბიჭიკო ათასგვარი სისულელით და აჯობებს ის გამოისუფთავო. ქევანა ციტატა შეადარე მერე ჰოდა, შევადარებ! შენი წაქეზება რაში მჭირდება?! შენც ვგონებ "ატმანივით" თავი კრიშნაიტული სიბრიყვეებით გაქვს გამოტენილი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 07:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი