![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.
![]() იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ვედებზე საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკე ამ თემაში და შეგიძლია გადახედო: http://church.ge/index.php?showtopic=7774&st=0 ციტატა ჩემთვის, მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის, სხვა რელიგიის "ღმერთები" დემონებია, რომელთა პატივისცემა ნამდვილად იქნება ჭეშმარიტი ღმერთის, წმიდა სამების, შეურაცხყოფა. პატივი ეცითქო არავინ გტხოვს, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თხოვნაა უბრალოდ, თუ გაითვალისწინებ გამიხარდება. ციტატა ე. ი. შენ გინდა თქვა, რომ ტრუბეცკოიზე უფრო ჭკვიანი და გაგებული ხარ ამ საკითხში? არ ვიცი. იქნებ შენ "ტვინიკოსი" ხარ, ღმერთმა გიშველოს, მაგრამ ეხლა ვერ შევამოწმებთ შენ უფრო ჭკვიანი ხარ თუ ტრუბეცკოი. ტრუბეცკოიზე ჭკვიანი არ ვარ. ტრუბეცკოიზე უკეთ ვერკვევი ვედებში. ეს არ ნიშნავს რომ მასზე ჭკვიანი ვარ. თანაც ტრუბეცკოიმ იმ მიზნით დაიწყო ვედების გაცნობა, რომ ერესი "ამოეთხარა" იქიდან და გაეკრიტიკებინა. წეღანაც ვთქვი და ისევ ვიმეორებ, როცა ნაგავს მთელი გულით ეძებ, ყველგან იპოვნი. განსხვავება ისაა, რომ არც ერთი თავმოყვარე ინდუისტის ან თუნდაც ბუდისტის (ბუდიზმი ათეიზმია) სტატია არ მინახავს, რომელიც ბიბლიაში იჩხრიკებოდეს და ნაგავს ეძებდეს. ციტატა აქეთ ითხოვ ჩემს ღმერთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებო და თვითონ აყენებბ შეურაცხყოფას ჩემს ღმერთს სულიწმიდას. ასე, რომ შეურაცხყოფას შეეშვი და მითხარი სად იპოვე ბიბლიაში ნაგავი? სად არის იქ "ნაგავი". შენ უბრალოდ თავი გაქვს დანაგვიანებული ათასგვარი სისულელით და მეტი არაფერი. მე არ მიპოვნია ნაგავი ბიბლიაში, იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ვეძებ მანდ და არა ნაგავს. ვინც ეძებს მხოლოდ ის პოულობს. არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებ სულიწმინდას და ნუ მოგაქვს თავი "მსხვერპლად" ![]() რაც შეეხება ნახევარღმერთებს, ეს ქართულად თარგმნეს (და რუსულად) ასე, იმიტომ რომ ზუსტი შესატყვისი ვერ მოუძებნეს, თორე სანსკრიტზე მათ სურები ეწოდებათ, ხოლო დემონებს ასურები. ანუ ღმერთის ერთგულები და ღმერთის არაერთგულები, თეისტები და ათეისტები. "ნახევარღმერთი" პირობითი ცნებაა. ეს არსებები რაღაც პროცენტებით ფლობენ ღმერთის თვისებებს (ისევე როგორც ჩვენ გვაქვს პოტენციურად ღმერთის თვისებები), მაგრამ უზენაეს ღმერთს ვერასოდეს ვერავინ გაუტოლდება. ბავშვურია ეს შენი კამათი და სიტყვებზე გამოკიდება. ყველა თითქოს "წინააღმდეგობას" თავისი ახსნა აქვს, მაგრამ არ მაქვს იმის დრო, რომ შენ გირჩიო ვედები. უბრალოდ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და რამდენიც გინდა იმდენი აკრიტიკე. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 07:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი