ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Jul 19 2010, 01:34 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
alex_b
ციტატა ასევე პროტესტანტებს ისიც სწამთ, რომ ღმერთის ხმის პირადად მოსმენა შეუძლიათ ყოველგვარი შუამავლების გარეშე. რაც ფანატიზმად მიიჩნევა მართლმადიდებლებისაგან. მე უფრო ასე ვიტყოდი, რომ პროტესტანტებს სწამთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და მათ შორის ისიც შეუძლია, რომ უბრალო ადამიანისთვის გასაგებ ენაზე დაილაპარაკოს. ალბათ ამაზე არავინ იდავებს, მაგრამ იდავებს იმაზე, რომ აქვს თუ არა ნეტავ რაიმე სათქმელი ღმერთს ჩვენთვის? ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახლობლად მიგაჩნიათ ღმერთი. მართლმადიდებლურ და ასევე კათოლიკურ ეკლესიებში იმდენი "შუამავლებისა" და "შუამდგომლების" იერარქიაა ღმერთამდე, რომ ადამიანში ქვეცნობიერად ყალიბდება ღმერთთან გაუცხოების გრძნობა. პროტესტანტებს კი არავინ ყავთ ზეცაში, ვინც ღმერთთან უშუამდგომლებს, და თვითონ უწევთ საკუთარ სულიერ მამიკოსთან პირადად ლაპარაკი. ეს ურთიერთობა კი შესაბამისად დაახლოების შეგრძნებას იწვევს. და ყოველივე ამის შედეგი ისაა, რომ საერთოდ არ გრძნობს პროტესტანტი არც ხატების და არც ქანდაკებების საჭიროებას, იმისათვის რომ უფალს მიაწვდინოს ხმა smile.gif ეს არის აბსოლუტური დემაგოგია და მეტი არაფერი. ჩემდა ამწუხაროდ უკვე მერამდენედ მიწევს ერთი და იგივეს გამეორება. როდესა საკითხი არ გესმის სირცხვილი არ არის რომ მასზე არ ილაპარაკო, პირიქით ფრო მეტად ცუდი ისაა, როდესაც რაღაც არ იცი და თავი მოგაგვს რომ იცი, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ გაქვს ამ საკითხზე. არ შეიძლება ასე პრიმიტიულად ვყუროთ ყველაფერს. რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა. რატომ გამოირჩია უფალმა აბრაამი შუამავლად მასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის? იგივე ითქმის მოსეს შესახებაც. განა არ შეიძლებოდა იგივე სინას მთასთან ყველას დალაპარაკებოდა უფალი, მაგრამ მან მოსე უხმო მთის მწვერვალზე და მას ელაპარაკა. ამ გამოხადების დროს კი დანარჩენი ხალხი დაბლიდან უყურებდა ამ გამოცხადებას და როდესაც ეს უკვე მათთვის აუტანელი იყო სთხოვეს მოსს ხალხმა რომ შეეწყვიტა ეს ყოველივე, რადგან ისინი ვეღარ უძლებდნენ ამ ყოველივეს. ძველ აღთქმას შევეშვათ. რატომ გამოირჩია ფალმა მოციქულები და გაგზავნა ისინი საქადაგებლად, რატომ ირჩევდნენ მოციქულები ხუცესებს და ადგენდნენ მათ ხალხის სამსახრში, განა არ შეიძლებოდა უფალს თითოეულ ადამიანთან უშუალოდ ესაუბრა? ცხადია უფლისთვის ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ეს ადამიანისთვისაა შეუძლებელი ყველაფერი. განა ისეთ დონეზე დაგვყავს ღმერთის ბუნება, რომ პრობლემას არ წარმოადგენს მასთან საუბარი. რა თქმა უნდა, პიროვნულად ყველას აქვს საშუალება ურთიერთობა ფალთან, მაგრამ აქამდე გზაა და ეს გზა აუცილებლად უნდა გაიაროს ადამიანმა. ნათლობის, ზიარების, სინანლის გარეშე შეუძლებელია ამ გზის გავლა. ამ ყველივეს აღსრულება კი მოციქულებს და მისი სახით დანარჩენ სასიერო დასს მიანდო უფალმა და ეს მე მგონი ცხადი უნდა იყოს იგივი ახალი აღტქმიდან. წავიკითხოთ საქმე მოციქულთა, განა ყველა ნათლავდა ადამიანებს, მხოლოდ მოციქულები და მათ მიერ ხელთდასხმულნი. წმინდა წერილიო გაიძახით და ამ დროს, საერთოდ არ იცნობთ იგივე მინდა წერილს. რაც შეეხება ხატების თაყვანისცემს, იმდენად უაზრო პანიკაა ამასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებლად მიმაჩნია რამის ახსნა, ისევ და ისევ ზემოთქმლიდან გამომდინარე. როდესაც ადამიანს უბრალოდ არ აქვს სურვილი რამის გაგების, ცხადია, მას ვერაფერს გააგებინებ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი