IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 11:18 AM
პოსტი #1


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.


IPB-ს სურათი

იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 04:48 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



სატანის ციტადელი


ნიკოლაი ტრუბეცკოის ნაშრომის - "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" მიხედვით



1.

ჩვენს არამდგრად, ევროპული კულტურისადმი დაეჭვებისა და იმედგაცრუებათა ეპოქაში, ჭეშმარიტების გზას ამცდარი ადამიანები ხშირად თავიანთ მზერას აღმოსავლურ კულტურას მიაპყრობენ და ქრისტეანობასა და "აღმოსავლურ რელიგიათა" ერთგვარი სინთეზის შექმნაზე ოცნებობენ.

ამ იდეის მიმდევრები დიდი ხანია გაჩნდნენ ანგლოსაქსურ ქვეყნებში, სადაც უეკლესიო და დოგმატებისგან განძარცული ქრისტეანობა რაღაც ფარისევლურ პირმოთნეობად იქცა. სწორედ იქ ჩაისახა თეოსოფია, რომელმაც ჩვენს ინტელიგენციაში, რომელიც თითქმის საუკუნის განმავლობაში ჩამოაშორეს ეკლესიას და ამის გამო ცუდად იცნობს მართლმადიდებლობას.

ინტელიგენციაში, რომელიც თავის რელიგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ყველგან, სადაც კი მოესურვება, მაგრამ არა მართლმადიდებლობაში, რომელიც წინასწარვე გაკოტრებულად რომ ჰყავს გამოცხადებული, მყარი ქრისტეანული მსოფლმხედველობის უქონლობა შესაძლებლობას უსპობს მას დაინახოს ის უღრმესი განსხვავება, რომელიც არსებობს ქრისტეანობასა და აღმოსავლურ-მისტიკურ ფილოსოფიური სისტემებს შორის.


2.

მოციქული იოანე ამბობს: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1). ამ მცნების დაცვა განსაკუთრებულად საჭიროა დღეს, როდესაც "უსჯულოების საიდუმლო" ასე ზეიმობს.

დღეს თვით განათლებული და მორწმუნე ადამიანებიც კი უაღრესად არასწორად შეიმეცნებენ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას სატანაზე, როგორც რეალურად არსებულ არსებაზე, რომელიც დემონთა მთელი ხროვის ბელადი და მეთაურია.

თუკი ვირწმუნებთ სატანის არსებობას და იმას, რომ ის გამუდმებით ეძებს ხელსაყრელ შემთხვევას ადამიანთა საცთუნებლად, როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს: "იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს" (1 პეტრე 5:8) და, რომ ამ მიზნით ხშირად ეცხადება მათ ყველაზე მომხიბლავი და მაცთუნებელი ფორმით, - ჩვენთვის ნათელი გახდება თუ როგორი კოლოსალური განსაცდელის ქვეშ იმყოფება ყოველი მისტიკოსი, რომელიც ღვთიურ გამოცხადებათა ძიებაშია; გამოცხადება კი ეშმაკისგანაც შეიძლება მოვიდეს და საღმრთო გამოცხადებისგან მისი განსხვავება ადვილი როდია.

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, გარდაცვლილი ადამიანის სულს, რომელიც ეს ესაა გამოეყო თავის სხეულს, სხვადასხვა სახით ესხმიან თავს ეშმაკნი, და მის დაპატრონებას ცდილობენ. ოდენ მადლით გარემოცულ და მფარველი ანგელოზით დაცულ ქრისტეანი მართლმადიდებელის სულს თუ ძალუძს, სძლიოს და თავი დააღწიოს იმ ურიცხვ დაბრკოლებას, რომელსაც სიკვდილის პირველივე წუთებიდანვე უქმნიან მას დემონები.
ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ადამიანის გარდაცვალებისას ლოცვა და სინანული, ამიტომა აქვს ასეთი უდიდესი მნიშვნელობა ზიარების საიდუმლოს და ეკლესიის გაძლიერებულ ლოცვას გარდაცვლილი სულის საცხოვნებლად გარდაცვალებიდან მე-3, მე-9 და საერთოდ, მთელი 40 დღის განმავლობაში, ე. ი. იმ დროს, როდესაც ქრისტეანის სული საზვერეებს გადის და მეზვერეთა, ანუ დემონთა მიერ გამოიცდება.

მეტ-ნაკლებად იგივე მოსდით იმ ადამიანთა სულებსაც, რომლებიც სიცოცხლეშივე იმდენად არიან სხეულებრივი გარსისგან ემანსიპირებულნი, რომ შეუძლიათ უშუალო კონტაქტები დაამყარონ სულიერ სამყაროსთან. ამგვარი ადამიანების სულს სხვადასხვა სახით თავს ესხმიან დემონები და ვაი მათ, თუ ამ "ექსტაზის", ანუ "თავისი თავისგან გამოსვლის" ჟამს მათი საკბილონი გახდებიან.

ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმასაც, "გამოსვლა საკუთარი თავიდან" ღვთისადმი ლოცვით და სულიერ-ზნეობრივი მისწრაფების შედეგია თუ ცნობისმოყვარეობის ან მაგიური ძალის მოპოვების მიზნით ხორციელდება.
თუ პირველ შემთხვევაში თვით ღვთისკენ ლოცვითი მისწრაფება, ლოცვის, როგორც შინაგანი, ასევე გარეგნული გამოხატულებებით, სატანის ხრიკების საწინააღმდეგო უძლიერეს იარაღს წარმოადგნს, მეორე შემთხვევაში, დაუცველი სული, ფაქტობრივად ეშმაკის მახეში ებმება.

ამგვარად, სანამ ადამიანი წარმართ მისტიკოსთა რელიგიურ-მისტიკურ გამოცდილებას ეზიარებოდეს, მას მართებს მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრებასთან და წმ. მამათა გამოცდილებასთან მათი შეჯერება, რათა დაწვრილებით გამოიძიოს, მოციქულ იოანეს სიტყვისამებრ - "ღვთისგან არიან ისინი თუ არა".


3.

ადამიანმა ლოცვაში შეიძლება ითხოვოს ყველაფერი: საკუთარი ცოდვების მიტევება თუ მტრის წარწყმედა და ეს ლოცვა შეიძლება შესმენილ იქნეს, ოღონდაც ეგ არის, - ვინ შეისმენს მას. ღმერთი წმიდა გულიდან გამომავალ ლოცვას შეიწყნარებს, გულიდან, რომლისთვისაც უცხოა ამპარტავნება, სიძულვილი, შური და ვერცხლისმოყვარება, თავისუფალია ყოველგვარი ბოროტებისგან და ღმრთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის სულით არის განმსჭვალული. სატანა კი იმ ლოცვებს ღებულობს, რომლებიც ან ადამიანის საზიანოდ, ან უშუალოდ მის მიმართ არის აღვლენილი და რომელთა შესრულების შემდეგაც ადამიანის სულის დასაკუთრების შესაძლებლობა ეძლევა.

მორალურად გულგრილ პოლითეიზმში არ არსებობს ნებადართული და აკრძალული ლოცვები. პოლითეისტი ყველაფერზე ლოცულობს და თავის ლოცვებს მიმართავს არა ერთი კულტის ან ერთი ობიექტისადმი არამედ მრავალთადმი და ასოციაციით თავის ლოცვათა თითოეულ განსაზღვრულ კატეგორიას რომელიმე რელიგიურ წარმოდგენასთან აკავშირებს.

ფსიქოლოგიურად პოლითეისტური პანთეონის თითოეული "ღმერთი" ასოციაციათა მთელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრული კატეგორიის ლოცვით პროცესსა და თვით ამ პროცესშივე, მლოცველის შეგნებაში წარმოქმნილ ფუნქციურად მოცემული კატეგორიის ლოცვებს უკავშირდება.

ამ თვალსაზრისით, პოლითეისტური პანთეონი მთლიანობაში მოთხოვნილებათა იმ საერთო ჯამის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს, რომელთა შესახებაც საჭიროდ და შესაძლებლად თვლის ლოცვას ესა თუ ის ხალხი. მაგრამ თუ იგივე საკითხს მივუდგებით არა ფსიქოლოგიური, არამედ ქრისტეანული დოგმატიკის თვალსაზრისით და თუკი თითოეულ "ღმერთს" განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც ლოცვის ობიექტს, არამედ როგორც ლოცვის სუბიექტს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ "ღმერთების" უმრავლესობა ეშმაკებია.

ისტორიული ევოლუციის პროცესში იცვლება წარმოდგენები პოლითეისტური პანთეონის "ღმერთებზე" და ლოცვათა სხვადასხვა კატეგორიებიც ცვლილებებს განიცდის. სხვადასხვა "ღმერთებზე" არსებული ერთნაირი წარმოდგენები ერთიანდება, ზეგავლენას ახდესნ ერთმანეთზე და, ბოლოს, ერთ წარმოდგენაში ერწყმის კიდევაც ერთმანეთს.

ახალ მოთხოვნილებასთან ერთად ჩნდება ახალი ლოცვები, რომლებიც ან ქმნიან თავიანთ, ახალ "ღმერთებს", ანდა უკვე არსებულ ლოცვათა ამა თუ იმ კატეგორიას უერთდებიან, რითაც შესაბამისად ავსებენ ან საერთოდ ცვლიან მის სახეს.

ქრისტეანული თვალსაზრისით, ეს ევოლუცია სულ სხვაგვარად ფასდება. დემონი ყოველთვის რჩება დემონად. იგი შეიძლება გარდაისახოს ცხოველიდან ადამიანად, საზარელიდან მომხიბლავად, მაგრამ, არსებითად, ზებუნებრივი არსება, რომლის შესახებაც თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ღებულობს და აღასრულებს იმ ლოცვებსა და ვედრებებს, რომლებიც ცოდვილი ვნებებისა და ბოროტი მიდრეკილებებისგან მომდინარეობენ, ყოველთვის ბოროტად და ამორალურად რჩება, რამეთუ თავის თაყვანისმცემელთა ბინძური ინსტინქტების წამქეზებელია.
შევეცადოთ, ამ მხრივ გავაანალიზოთ და განვიხილოთ ინდოეთის რელიგიათა ისტორიული განვითარება.


4.

ვედური პერიოდი. ინდრა და ვარუნა.

ინდოეთის რელიგიათა ისტორიული განვითარების უძველესი პერიოდი იწოდება ვედურ პერიოდად, ამ პერიოდის რელიგიურ ნაწარმოებთა კრებულების ვედების (vedas) მიხედვით.

ვედებიდან ყველაზე საყურადღებოა ორი: რიგვედა და ატარვავედა. ასევე, ვედური პანთეონიდან განსაკუთრებით წინ წამოწეულია ორი მკაფიო ფიგურა ვარუნა და ინდრა.

ვარუნა. ვედურ ჰიმნებში გამოიხატება, როგორც ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ყოვლადნეტარი და ყოვლისგანმგებელი ღმერთი. მან შეჰქმნა ცა და მიწა და მათ შორის არსებული ჰაეროვანი სამყარო. დედამიწაზე მდინარეთათვის გაკვალა გზანი, ცაში ვარსკვლავები დაასხა, ჰაერში კი ქარებს სავალი განუჩინა.

სამყაროში ყოველივე მოძრაობს მისგან დადგენილი კანონებით. მან იცის წარსული, აწყმო და მომავალი. მან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ადამიანთა ზნეობრივი არსებობისთვის საჭირო კანონებიც დაადგინა და ითხოვს კიდევაც მის შესრულებას. მისი მოტყუება შეუძლებელია, ზნეობრივი დანაშაულისთვის იგი მოუვლენს ადამიანს მძიმე სულიერ მდგომარეობას, სინდისის ქენჯნასა და საკუთარი ცოდვილი მდგომარეობის მტკივნეულ შეგრძნებას, რომელთაგან განთავისუფლება მხოლოდ სინანულით თუა შესაძლებელი.

ვარუნა ერთადერთი ღმერთია, რომელსაც სინანულის ლოცვითა და საგალობლებით მიმართავდნენ და რომლის მიმართ ადამიანური სისუსტისა და ცოდვილიანობის ღრმა შეგნებით იყვნენ გამსჭვალულნი.

სრულიად საპირისპირო სახე აქვს ღმერთ ინდრას. მასში განხორციელებას პოულობს ადამიანის ყველაზე გაუმაძღარი და ბილწი ინსტინქტები, ხორციელი სიამოვნებისკენ ლტოლვა (ძველ ვედებში შემორჩენილია ინდრას ყველაზე საძრახისი სასიყვარულო თავგადასავლები). ინდრა არავითარ ზნეობრივ მოთხოვნებს არ უყენებს თავის თაყვანისმცემელს (მისი მოთაფლვა მხოლოდ მათრობელა სასმისით, "სომა"-თი შეიძლება).

ვარუნას და ინდრას "სატელიტები ვარუნას და ინდრას დაჯგუფებულნი არიან მათი სატელიტები, უფრო მცირე მასშტაბის "ღმერთები".

ვარუნას გარშემო მყოფ რამდენიმე თანმხლები სატელიტის გარდა (რომელთა რიცხვი განსაზღვრული არ არის და ხშირად 5-დან 12-მდე მერყეობს), მას თან ახლავს ე. წ. "მსტოვრები", გუშაგები, რომელნიც თვალმახვილნი არიან და ამცნობენ ვარუნას ყოველივეს, რაც სამყაროში ხდება.

ინდრას გარშემო კი დგანან მოუსვენარი და მეომარი სულები და რამდენიმე მეორეხარისხოვანი ფიგურა, როგორიც არის ორიგინალური მაქცია "ღმერთი" ვიშნუ და პუშანი, რომელსაც ფაფაჭამიასაც ეძახიან.

ვედური პანთეონის დანარჩენი "ღმერთები" მორალური მოთხოვნილების უქონლობითა და სამსხვერპლოსადმი გაუმაძღრობით გამოირჩევიან. თუ არა მსხვერპლშეწირვით, მათი გულის მოგება ყოვლად შეუძლებელია. მათგან აღსანიშნავია ტყუპი მხედრები ნასატიები (Nasatias), მათი გულის მოგება მხოლოდ მსხვერპლით არის შესაძლებელი, ხოლო მსხვერპლშეწირვის შემდეგ სამყაროს მწყობრი კანონზომიერების დარღვევასაც არ ერიდებიან, ოღონდ კი დაეხმარონ მათ მავედრებელს, დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ისევ და ისევ მსხვერპლს მოითხოვენ. მორწმუნეთადმი დამოკიდებბულებით ისინი უფრო ღმერთ ინდრას მოგვაგონებენ.

მათივე მსგავსია საზარელი ღმერთი რუდრა. ყველა ეს "ღმერთები" იმით არიან საინტერესონი, რომ თავიანთი ხასიათით მკვეთრად საწინააღმეგონი არიან ვარუნასი. კერძოდ, თუკი ვარუნა ადამიანებისგან ზნეობრივ კანონთა აღსრულებას ითხოვს, აშვინები და რუდრა მხოლოდ მსხვერპლშეწირვას ეხარბებიან. თუკი ვარუნა მის მიერვე შექმნილი სამყაროს კანონზომიერებებსა და ურყევობას თვალს ადევნებს, აშვინებს მხოლოდ ამ კანონზომიერებათა, ანუ მწყობრი სამყაროს დარღვევა აინტერესებთ.


5

საბედისწერო არჩევანი

ვედური პანთეონის ამ სურათს თუ ქრისტეანული თვალსაზრისით შევაფასებთ, ღვთაებრივი პრედიკატის ღირს სახედ მხოლოდ ვარუნას სახე წარმოგვიდგება, მისი სატელიტები კი მეტ-ნაკლებად შეესაბამებიან ანგელოზებს. ყველა დანარჩენი "ღმერთები" აშკარა დემონები არიან. ვედები ვარუნასაც და ინდრასაც ღმერთებს უწოდებს, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ამგვარი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

ვარუნას სახეს პანთეონში არათუ რაიმე განსაკუთრებული ადგილი უკავია, არამედ რადიკალურად საწინააღმდეგოც არის ყველა დანარჩენი "ღმერთისა", რომელთაგან ყველაზე მკვეთრი სახე აქვს ინდრას. ისინი არავითარ ზნეობრივ მოთხოვნილებებს არ უყენებენ ადამიანს, მეტიც, თვითონაც უზნეონი არიან. ყოველი მათგანის ყიდვა სულ იოლია, სამსხვერპლო შესაწირავის მეოხებით. რომელიმე ადამიანს თუნდაც იმის მეასედიც რომ ჩაედინოს, რასაც სახელგანთქმული ინდრა აკეთებს, მას ვარუნას წინაშე დიდი სინანული მოუწევდა.

ერთსა და იმავე რელიგიურ ცნობიერებაში ამგვარი რადიკალურად განსხვავებული სახეების დიდხანს დარჩენა შეუძლებელი იყო. ინდოელ ქურუმთა რელიგიურ ცნობიერებაში მთელი სიმძაფრით უნდა წამოჭრილიყო დილემა: ვარუნა თუ ინდრა? ან ვარუნაა ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა დანარჩენი, სამყაროში მის მიერ დადგენილ წესრიგს და მის მიერვე დადგენილ ზნეობრივ საზღვრებს რომ გადალახავს, ბოროტი დემონი და ეშმაკია; თუ არადა, მაშინ ჭეშმარიტ ღმერთებს "სომა"-თი გაუმაძღარი და თავიანთი ეგოისტური ინტერესების თავგამოდებული დამცველი არსებები წარმოადგენენ და მაშინ ვარუნა საჭირო არ ყოფილა.

ამ პრობლემის გადაჭრას ვედურ პერიოდში ჯერ კომპრომისით შეეცადნენ; კერძოდ ვედებში გაჩნდა ჰიმნები, რომლებიც ერთდროულად ვარუნასაც ეძღნებოდა და ინდრასაც, შეეცადნენ ორივე ღმერთის მოქმედების არეალი შეეზღუდათ; მაგრამ კომპრომისი შეუძლებელი გახდა, უნდა გაკეთებულიყო არჩევანი და ვედური პერიოდის დასასრულს ამ არჩევანში უპირატესობა მოიპოვა ინდრამ.

შესაძლებელია, ეს არჩევანი რიგმა ისტორიულმა პირობებმაც განაპირობა. კერძოდ, პენჯაბიდან სამხრეთის მიმართულებით ინდუსებს ინდოსტანის შავკანიან მოსახლეობასთან განუწყვეტელი და შეუპოვარი ბრძოლა ჰქონდათ. მეფე-დამპყრობელი ეროვნული გმირის სახე გახდა, ამიტომაც ლოცვები ბრძოლის ველზე გამარჯვებათა მომნიჭებლის, ინდრას სახელზე აღევლინებოდა.

ასეა თუ ისე, ვედები ბოლოდროინდელ პერიოდში ჰიმნებისა და საგალობლების უმეტესობა ინდრას აღევლინება. ყველაზე გვიანდელ პერიოდში კი, ე. წ. "მეათე მანდალში" კონკრეტულად ვარუნასადმი მიძღვნილი ჰიმნები საერთოდ არ გვხვდება, მაშინ, როდესაც უამრავია კონკრეტულად ინდრასადმი მიძღვნილი ჰიმნი.

ინდრასადმი მიძღვნილი ჰიმნები სულ უფრო და უფრო ამაღლებული და მკაფიო ხდება, ვარუნას სახე კი ფერმკრთალდება. დაბოლოს, უკვე ატარვავედაში (XX, 106) ვარუნა თაყვანს სცემს ინდრას, შედეგად, ინდური რელიგიის განვითარების შემდგომ, ე. წ. "ძველი ბრაჰმანიზმის" ეპოქაში, ინდრა უკვე ღმერთების მეფედ იწოდება, ვარუნას კი მესამეხარისხოვანი (ზღვის ღმერთის) ადგილი ენიჭება.

ვარუნაზე ინდრას გამარჯვების ფაქტი ინდოეთის რელიგიის მკვლევართაგან ჯეროვნად არ არის შეფასებული, მაშინ, როდესაც ამ ფაქტს ისეთი შედეგები მოჰყვა, რამაც მთელი ინდური რელიგიური აზროვნების განვითარება განსაზღვრა.

გაგრძელება იქნება.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
dzvelmartlmadidebeli   ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა   Jul 19 2010, 11:18 AM
Atman   dzvelmartlmadidebeli აბა შენ იც...   Jul 19 2010, 11:20 AM
Funkenstein   dzvelmartlmadidebeli აბა შენ იც...   Jul 19 2010, 11:28 AM
ქევანა   შეადარე მერე : )   Jul 19 2010, 11:39 AM
Atman   Funkenstein ინდუიზმთან მ...   Jul 19 2010, 11:55 AM
dzvelmartlmadidebeli   Atman ვედები, თუ არ ვც...   Jul 19 2010, 01:13 PM
Atman   dzvelmartlmadidebeli ვედებზე სა...   Jul 19 2010, 01:25 PM
ქევანა   dzvelmartlmadidebeli არ გაქეზებ,...   Jul 19 2010, 01:26 PM
Atman   პირად შეურაცხყოფ...   Jul 19 2010, 01:28 PM
Atman   "არა ჭამოთ არავით...   Jul 19 2010, 01:54 PM
terra   Atman ჩშშშშშშშშშშშშშ...   Jul 19 2010, 01:58 PM
Atman   http://a.pix.ge/n/2w7in.jpg იაშოდა (...   Jul 19 2010, 02:02 PM
terra   terra რატო მაჩუმებ? :ფ...   Jul 19 2010, 02:22 PM
k@the   Atman დააცადე ადამიან...   Jul 19 2010, 02:08 PM
Atman   k@the აქ იმდენად არა, ...   Jul 19 2010, 02:10 PM
Funkenstein   ატმან კრიშნამ კარა...   Jul 19 2010, 02:11 PM
ikanosi   დაიცადეთ რა თემას ...   Jul 19 2010, 02:13 PM
marine   კრიშნას ცხოვრება წ...   Jul 19 2010, 02:14 PM
Atman   marine მართლმადიდებლ...   Jul 19 2010, 02:32 PM
Funkenstein   marine რაც შეეხება შვი...   Jul 19 2010, 02:41 PM
marine   marine მართლმადიდებლე...   Jul 19 2010, 02:44 PM
ikanosi   ჩვენ თავს მივიჩნე...   Jul 19 2010, 02:38 PM
Atman   სიყვარულის სხვად...   Jul 19 2010, 02:48 PM
marine   როცა ღმერთზეა საუბ...   Jul 19 2010, 02:51 PM
Atman   ისტორიული ფაქტია, ...   Jul 19 2010, 02:51 PM
terra   Atman ვაკრუგ და ოკალა ...   Jul 19 2010, 02:51 PM
marine   Atman ვაკრუგ და ოკალა ...   Jul 19 2010, 02:52 PM
terra   :lol: :lol: ქონდა ოხრად. ...   Jul 19 2010, 02:53 PM
marine   წუწკი ეგა :ფიქრი1: გ...   Jul 19 2010, 02:54 PM
Atman   marine კიდე რამდენჯერ...   Jul 19 2010, 02:52 PM
ikanosi   მამა როგორ უნდა გი...   Jul 19 2010, 02:53 PM
Atman   terra "იგი სხვაა სიძ...   Jul 19 2010, 02:54 PM
marine   terra ასე თუ გაგრძელდ...   Jul 19 2010, 02:57 PM
ikanosi   ატმანი იტყვის ეგ ს...   Jul 19 2010, 02:55 PM
ლეონტი   Atman დრო მომწიფდა ფორ...   Jul 19 2010, 02:57 PM
ლეონტი   რაშიც ჩვენ დაგეხმა...   Jul 19 2010, 02:57 PM
აკაკი   მე არ მესმის რატომ ...   Jul 19 2010, 02:58 PM
Atman   კარგი წავედი. ოღონ...   Jul 19 2010, 02:59 PM
ლეონტი   აბა ჰე იმედია ბოლო ...   Jul 19 2010, 03:01 PM
terra   აბა ჰე იმედია ბოლო ...   Jul 19 2010, 03:29 PM
აკაკი   მემგონი ეწყინა?! :(...   Jul 19 2010, 03:06 PM
marine   მემგონი ეწყინა?! :...   Jul 19 2010, 03:21 PM
ლეონტი   ჰო კი და მერე ამოვბ...   Jul 19 2010, 03:08 PM
marine   ატმანმა ფორუმი კი ...   Jul 19 2010, 03:31 PM
terra   ატმანმა ფორუმი კი ...   Jul 19 2010, 03:33 PM
dzvelmartlmadidebeli   Atman გადავხედე მაგრ...   Jul 19 2010, 04:28 PM
marine   აგერ, მოჰკიდა ხელ...   Jul 20 2010, 12:21 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000][center]სატანის ც...   Jul 19 2010, 04:48 PM
ქევანა   კრიშნას ცოლებზე რო...   Jul 19 2010, 08:12 PM
dzvelmartlmadidebeli   კრიშნას ცოლებზე რ...   Jul 19 2010, 10:30 PM
Fee   dzvelmartmadidebeli " ხან კიდე...   Jul 19 2010, 08:33 PM
dzvelmartlmadidebeli   Fee სასაცილო ის კი ა...   Jul 19 2010, 10:41 PM
Fee   Fee სასაცილო ის კი არ...   Jul 20 2010, 09:05 PM
ქევანა   ჩემთვის არ არის :D მ...   Jul 19 2010, 11:33 PM
ikanosi   გეფიცებით ჭეშმარი...   Jul 19 2010, 11:35 PM
ქევანა   ikanosi ციც :D მეც ადამი...   Jul 19 2010, 11:48 PM
ikanosi   ქევანა ხოდა სოლომო...   Jul 19 2010, 11:50 PM
ქევანა   ikanosi ვაიმე იკან, მცხე...   Jul 19 2010, 11:53 PM
ikanosi   ქევანა მე კიდევ სი...   Jul 19 2010, 11:57 PM
ქევანა   ikanosi :მპუა: გაჩუმდი თ...   Jul 20 2010, 12:06 AM
ikanosi   ქევანა შენს სახელ...   Jul 20 2010, 12:17 AM
dzvelmartlmadidebeli   ქევანა შენი დასატ...   Jul 20 2010, 11:50 AM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000][center]სატანის ც...   Jul 20 2010, 04:57 PM
ქევანა   marine ხო, სოლომონი ადა...   Jul 20 2010, 09:18 PM
ikanosi   უკეთესი ვერაფერი ...   Jul 20 2010, 09:33 PM
dzvelmartlmadidebeli   Fee ერთნაირად უწევთ ...   Jul 20 2010, 09:59 PM
ikanosi   dzvelmartlmadidebeli ყველა ერთ ჩ...   Jul 20 2010, 10:09 PM
dzvelmartlmadidebeli   ikanosi ვერ გავარჩიე რ...   Jul 20 2010, 10:41 PM
Fee   ikanosi [color=#CC0000][center]ბიბლი...   Jul 22 2010, 01:00 PM
dzvelmartlmadidebeli   აქ არაფერია ნათქვ...   Jul 22 2010, 02:09 PM
Fee   სულის შესახებ რატ...   Jul 22 2010, 06:53 PM
ikanosi   ცილს გვწამებ მეგო...   Jul 20 2010, 11:03 PM
dzvelmartlmadidebeli   ikanosi ცილისწამება სუ...   Jul 21 2010, 12:53 AM
izi-bartki   dzvelmartlmadidebeli აბა ეგ ვერ ...   Jul 21 2010, 10:52 PM
karpaki   dzvelmartlmadidebeli აბა ეგ ვერ ...   Jul 22 2010, 01:15 PM
dzvelmartlmadidebeli   izi-bartki ეგ რომ ძნელი გ...   Jul 22 2010, 02:09 AM
ikanosi   სჯერა არაფერი სუს...   Jul 22 2010, 01:09 PM
ikanosi   karpaki ხოდა ჯერ საკუთა...   Jul 22 2010, 01:19 PM
karpaki   karpaki ხოდა ჯერ საკუთა...   Jul 22 2010, 01:21 PM
ikanosi   ხოდა იმშვიდე :) საკ...   Jul 22 2010, 01:27 PM
karpaki   ხოდა იმშვიდე :) საკ...   Jul 22 2010, 01:31 PM
ikanosi   karpaki ვინ გითხრა მერე...   Jul 22 2010, 01:34 PM
karpaki   karpaki ვინ გითხრა მერ...   Jul 22 2010, 01:41 PM
ikanosi   სად დავხუჭე? მე მხ...   Jul 22 2010, 01:48 PM
marine   დედამიწაზე ერთხელ ...   Jul 22 2010, 03:12 PM
Funkenstein   წმიდა ეპისკოპოსი ე...   Jul 22 2010, 03:26 PM
terra   Funkenstein ჯიგარ. ვ იაბლო...   Jul 22 2010, 03:45 PM
TragicomiX   ამ თემის გამო დავრ...   Jul 22 2010, 04:59 PM
terra   TragicomiX და ჯაპას ნაცვლ...   Jul 22 2010, 05:35 PM
mata   TragicomiX გამარჯობა. კეთ...   Jul 22 2010, 05:37 PM
TragicomiX   terra კი მიცდია და ჩ...   Jul 22 2010, 06:12 PM
ა ნ უ კ ა   dzvelmartlmadidebeli :o ღმერთმა ...   Jul 22 2010, 06:17 PM
terra   TragicomiX აჰა, გასაგებია...   Jul 22 2010, 06:18 PM
აკაკი   TragicomiX იხილე, ნუუკუე ...   Jul 22 2010, 06:26 PM
TragicomiX   terra თუ ამ სიტყვებს ...   Jul 22 2010, 06:30 PM
Funkenstein   terra თუ ამ სიტყვებს პ...   Jul 22 2010, 09:14 PM
terra   ატმან შენა ხაარ? :lol...   Jul 22 2010, 10:13 PM
terra   TragicomiX ქვეტექსტით ვა...   Jul 22 2010, 06:36 PM
mata   TragicomiX სად დადიხარ,რ...   Jul 22 2010, 09:37 PM
k@the   თემას თუ არ გადაუხ...   Jul 22 2010, 10:21 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 12:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი