ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 19 2010, 11:18 AM
პოსტი
#1
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.
იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 19 2010, 04:28 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Atman
ციტატა ვედებზე საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკე ამ თემაში და შეგიძლია გადახედო: გადავხედე მაგრამ, "ვრცელი ლაპარაკის" ნაცვლად სურათების გროვა ვნახე. ციტატა პატივი ეცითქო არავინ გტხოვს, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თხოვნაა უბრალოდ, თუ გაითვალისწინებ გამიხარდება. კი ბატონო, მაგრამ ვისთვის რა არის შეურაცხყოფა განა გასარკვევი არ არის? ჩვენი სარწმუნოებრივი სწავლებიდან გამომდინარე, კრიშნაიზმის "სურები" თუ "ასურები" ჩვენთვის არიან ჩვეულებრივი დემონები (მათ წმიდა ანგელოზთა დარადაც კი ვერ ჩავთვლით) და ეს შეურაცხყოფად არ უნდა მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოვა, უარი უნდა ვთქვათ საკუთარი რელიგიის დოგმატურ სწავლებებზე და მოწიწებით მოვეპყრათ იმ არსებებს, რომელთაც ქრისტეანობა ეშმაკებს უწოდებს? გაგებით უნდა მოეკიდოთ ამ ამბავს შენ და შენი მეგობრები. ციტატა ტრუბეცკოიზე უკეთ ვერკვევი ვედებში. ეს არ ნიშნავს რომ მასზე ჭკვიანი ვარ. თანაც ტრუბეცკოიმ იმ მიზნით დაიწყო ვედების გაცნობა, რომ ერესი "ამოეთხარა" იქიდან და გაეკრიტიკებინა. წეღანაც ვთქვი და ისევ ვიმეორებ, როცა ნაგავს მთელი გულით ეძებ, ყველგან იპოვნი. განსხვავება ისაა, რომ არც ერთი თავმოყვარე ინდუისტის ან თუნდაც ბუდისტის (ბუდიზმი ათეიზმია) სტატია არ მინახავს, რომელიც ბიბლიაში იჩხრიკებოდეს და ნაგავს ეძებდეს. ძალიან საეჭვოა ტრუბეცკოიზე უკეთ ერკვეოდე ვედებში. მე შენ შეკითხვა დაგისვი ვედები სად წარმოიშვა თქო და პასუხი არ გამეცი. ველოდები ამ კითხვაზე პასუხს და მერე გეტყვი ტრუბეცკოიზე უკეთ ერკვევი ვედებში თუ არა. მის მიზანში "ერესები" ამოეთხარა ვედებიდან სულაც არ არის საძრახისი. ის კაცი ინდუისტური სისტემების ზეგავლენისგან იცავდა მის თანამედროვე ინტელიგენციას და ახალგაზრდობას და რაში შეცდა? შენ ტრუბეცკოის კრიტიკა თუ გინდა მის მიერ გადმოცემული მასალა გააკრიტიკე. ან როცა ამბობ: "არც ერთი თავმოყვარე ინდუისტის ან თუნდაც ბუდისტის (ბუდიზმი ათეიზმია) სტატია არ მინახავს, რომელიც ბიბლიაში იჩხრიკებოდეს და ნაგავს ეძებდეს"-ო. ე. ი. თქვენი და საერთოდ ნებისმიერი მწვალებლობის მამხილებელი სწავლებების და ისტორიის გამოააშკარავება "ნაგვის" ქექვაა? ან ის გინდა თქვა, რომ მე "ნაგავში ვიქექები"? თუ მე ნაგავში ვიქექები, მაშინ უნდა უწყოდე, რომ ეს ნაგავი შენი რელიგიაა, რომელში ქექვა სულაც არ მსიამოვნებს მაგრამ, რადგან მრავალი ახალგაზრდა გისმენს უნდა ვქექო კარგად რომ აყროლდეს და კაციშვილი არ გაეკაროს... ციტატა მე არ მიპოვნია ნაგავი ბიბლიაში, იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ვეძებ მანდ და არა ნაგავს. ვინც ეძებს მხოლოდ ის პოულობს. არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებ სულიწმინდას და ნუ მოგაქვს თავი "მსხვერპლად" ნაგავი ბიბლიაში არ არის! მე კი თავი "მსხვერპლად" არ მომაქვს! ნეტავი ოდესმე ვიყო მართლმადიდებლობისთვის თავდადებული მსხვერპლი... ციტატა ბავშვურია ეს შენი კამათი და სიტყვებზე გამოკიდება. ყველა თითქოს "წინააღმდეგობას" თავისი ახსნა აქვს, მაგრამ არ მაქვს იმის დრო, რომ შენ გირჩიო ვედები. ჩემი კამათის "ბავშვურად" გამოცხადება შენს ინტელექტს ვერ აამაღლებს ჩემს თვალში, სხვა უფრო კორექტულ და მისაღებ ხერხს მიმართე... გულწრფელად გირჩევ... არ მითხოვია შენთვის ვედები გამირჩიე-თქო. არც გთხოვ, რადგან არა მგონია შენ ეს შეგეძლოს. ვედებზე უზარმაზარი, უფრო კომპეტენტური ლიტერატურა არსებობს და თუ დამჭირდა იქ გავეცნობი. ციტატა პირად შეურაცხყოფებს მოეშვი. ისევ მართლმადიდებლობას აყენებ მაგით ჩრდილს. შენ საკუთარ თავზე აღარაფერს ვამბობ. მართალი ხარ. ცოტა ფიცხი ვარ! ჯობია საქმეზე ვილაპარაკოთ. ხედავ რა ობიექტური ვარ! ციტატა დედობილია და არა დედინაცვალი აქაც გეთანხმები, დედობილი უფრო ზუსტია. მამობილიც ჰყავდა მგონი კრიშნას. ისე, რამდენს ტუტუცობდა ეგ ოხერი ბავშვი არა? აგერ, მოჰკიდა ხელი ვირს ფეხში და პალმის კენწეროზე შემოსტყორცნა... აქ კიდევ ზეთს თუ კარაქს (რა მნიშვნელობა აქვს) იპარავს ეგ ოხერი!... ხედავ დედას როგორ არ უჯერებს, ხან ზეთს იპარავს (მგონი "კარაქი" არასწორად დავწერე, მაგრამ, არის რაიმე შეღავათი ამაში? "აქლემის და ნემსის ქურდი ხომ ორივე ქურდია"), ხან კიდევ ცხოველებს აწვალებს. თანაც სიყრმეში ... მოზრდილ ასაკში რომ უარესს იკადრებდა რაღა გასაკვირია... დატუქსავდა დედიკო ასეთ ტუტუცს აბა რას იზამდა... ციტატა აქ იმდენად არა, მაგრამ სხვა თემაში მიაყენა კრიშნას შეურაცხყოფა. თანაც აქვს აშკარად მიდრეკილება თან თვითონ არაფერიც არ იცის, ტრუბეცკოის ნაშრომს თარგმნის კაი ხო ჩუმად ვარ ჯერ-ჯერობით. დიახ, ძლიერი მიდრეკილება მაქვს უცხო რელიგიის "ღმერთებს" ეშმაკები ვუწოდო... თვითონაც ბევრი არ ვიცი, სწორი ხარ, მაგრამ კრიშნაიზმთან ზედაპირული გაცნობაც საკმარისია, იმისთვის, რომ უარვყო და ეშმაკეული ვუწოდო. "ჯერ ჯერობით თქვენი სიჩუმე" ალბათ დიდი გრიგალის მაუწყებელი უნდა იყოს არა? აბა თქვენ იცით! მე მზად დაგხვდებით! -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
marine |
Jul 20 2010, 12:21 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,185 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აგერ, მოჰკიდა ხელი ვირს ფეხში და პალმის კენწეროზე შემოსტყორცნა... აქ კიდევ ზეთს თუ კარაქს (რა მნიშვნელობა აქვს) იპარავს ეგ ოხერი!... პატარაობაში ქურდი და დაუნდობელი თუ იყო, დიდობაში მისი მრუშობა აღარ უნდა გაგვიკვირდეს. თუ ღმერთი ყოველგვარ სიწმინდეს არის მოკლებული, მის მიმდევრებს რაღა უნდა მოვთხოვთ. კრიშნას ცოლებზე რომ ლაპარაკობთ ისაო ესაო, რა სოლომონ ბრძენს და დავით მეფსალმუნეს არ ჰყავდათ N რაოდენობის ცოლი და საყვარლები? ქე, აქ ღმერთზეა საუბარი და არა ადამიანებზე. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 09:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი