IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 11:18 AM
პოსტი #1


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.


IPB-ს სურათი

იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 20 2010, 04:57 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



სატანის ციტადელი


ნიკოლაი ტრუბეცკოის ნაშრომის - "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" მიხედვით


გაგრძელება


დასაწყისი იხ. აქ:


http://church.ge/index.php?showtopic=8214&st=40


ძველი ბრაჰმანიზმი


ინდური რელიგიის ისტორიის შემდგომი პერიოდი ძველ ბრაჰმანიზმად იწოდება. ეს პერიოდი ხასიათდება კულის გართულებით, რამაც, ერთის მხრივ გამოიწვია დიდი რელიგიური ლიტერატურისა და რიტუალურ საღვთისმსახურებო სახელმძღვანელოთა და, მეორეს მხრივ, კასტების, ანუ პროფესიონალ მოგვ-ბრაჰმანთა გამოჩენა.

ეს არის ვედურიდან აბუდისტურ ხანაში გარდამავალი პერიოდი. რელიგიური აზრი უკვე ამჟღავნებს ინდრას ვარუნაზე გამარჯვების პირველ სედეგებს და ამზადებს იმ ატმოსფეროს, რომელშიც ჩაისახა ბუდიზმი.
მას შემდეგ, რაც რელიგიური ცნობიერებიდან განიდევნა ერთადერთი ღმერთი-შემოქმედი, ყოვლისმპყრობელი და ამასთანავე ღვთაებრივი პრედიკატის ღირსი ერთადერთი სახე, რომელიც თავის მხრივ მორალურ კანონებზე წარმოდგენებთან იყო დაკავშირებული, ინდუსის თვალში, სამყაროს სურათი რადიკალურად უნდა შეცვლილიყო.
არავითარი ზნეობრივი ღირებულებანი, არავითარი გონიერება, სამყაროში მხოლოდ ფიზიკური ძალა და ჯადოქრობა მეფობს. საკულტო რიტუალის ყოველი ნიუანსის დაცვით მოგვს ან ქურუმს შეუძლია მოთაფლოს ერთი ან რამდენიმე ე. წ. "ღმერთი" და აიძულოს, მისი ინტერესების შესაბამისად, აღასრულოს ესა თუ ის სასწაული. ან გამოიწვიოს მისთვის სასურველი ესა თუ ის მოვლენა. აქედან მომდინარეობს ის უპირველესი მნიშვნელობა, რაც ამ პერიოდში ენიჭება ქურუმთა ხელოვნებას, სარიტუალო და საღვთო ლიტერატურის ცოდნას.

თუკი "ღმერთები" ზნეობრივად არაფრით განსხვავდებიან და არც არაფრით აღემატებიან ადამიანებს, და მაინც სამყაროს შემოქმედნი არიან, მაშინ ნათელია, რომ ყოველივე, რასაც ისინი აღასრულებენ, ხელმისაწვდომი და შესაძლებელია ადამიანებისთვისაც, თუკი ისინი შესძლებენ იმავე მაგიურ ძლიერებას მიაღწიონ, რასაც "ღმერთები" ფლობდნენ.

უბრალო ადამიანი სასურველი სასწაულის მისაღწევად მოგვთან დადის, უხდის მას გარკვეულ საფასურს, ხოლო ეს უკანასკნელი მსხვერპლშეწირვის საფასურად ქრთამავს, ანუ მოისყიდის "ღმერთს" და ავალებს შეკვეთის შესრულებას.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსხვერპლშეწირვას ძალუძს სასწაულების მოხდენა. თუკი მსხვერპლშეწირვას ასეთი მნიშვნელობა მიენიჭა, ადვილი წარმოსადგენია, რა როლი უნდა მინიჭებოდა იმ რიტუალებს, რომლებიც წინ უსწრებდა მას. ანუ მარხვას, გონებრივი და ფიზიკური ძალების კონცენტრირებას, სითბოს დაგროვების, ანუ "გახურების" რიტუალებს. ისინი დამოუკიდებელ და თავისთავად მაგიურ ქმედებებად წარმოგვიდგებიან.
აქედან, თუკი "ღმერთი", რომელსაც მსხვერპლს სწირავს ადამიანი, ზნეობრივად არაფრით განსხვავდება მისგან და იმავე მეთოდით აღწევს სასწაულებს, რითაც ადამიანი ახერხებს ამას მისივე მეშვეობით, თვით ღმერთებიც მოგვებად წარმოგვიდგებიან, რომლებიც გამუდმებით აწარმოებენ ვარჯიშებს, რომლებიც წარმატებული მსხვერპლშეწირვისთვის არის საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ ძალუძთ სასწაულის მოხდენა.
ღმერთების მაგიური ძალა (prabhava) სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ მოსამზადებლად ასკეზის უფრო დიდი რაოდენობით ენერგია დააგროვეს, ვიდრე ნირმალურმა მოგვებმა.

რაკი ეს საიდუმლო ნაპოვნია, ადამიანი უცებ იღებს ახალ დავალებას: დააგროვოს მოსამზადებელი ასკეზის ენერგია იმ რაოდენობით, რათა მან სასწაულთა ქმნა შეძლოს უშუალოდ, "ღმერთების" დახმარების გარეშე და გაუტოლდეს ღმერთებს. ცალკეული ადამიანები უდიდესი ენთუზიაზმით შეუდგებიან ხოლმე ამგვარი მიზნის აღსრულებას.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ ინდური რელიგიური ცნობიერებიდან ინდრას მიერ ვარუნას გამოდევნის ლოგიკურ შედეგებს. თუკი ვედური პერიოდის დასაწყისში ადამიანი მიზნად ისახავდა და თავს ავალდებულებდა ვარუნას გზებით ევლო და მისი მოთხოვნები შეესრულებინა, ვარუნას დამხობის შემდგომ ადამიანის მიზანი მაგიური ძლიერების დაგროვება გახდა, რითაც ღმერთებთან გატოლებას შეეცადა.

ადამიანმა ყოველგვარი ზნეობრივი პასუხისმგებლობისა და შემოქმედ-ყოვლისმპყრობელი ღმერთისადმი მორჩილების გარეშე მოინდომა გაღმერთება.

ძველი ბრაჰმანიზმის მითები სავსეა იმ სახელგანთქმულ ასკეტთა ცხოვრების აღწერით, რომელნიც გაბედულად შეუდგნენ მაგიური ძლიერების მოპოვების ამ გზას. თავის მხრივ, "ღმერთები" გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ და თვალ-ყურს ადევნებენ მოკვდავთ, რათა ვერავინ დააგროვოს ასკეტური ენერგიის ის რაოდენობა, რაიც საკმარისი იქნებოდა ღვთაებრივის ტოლფასი მაგიური ძალის მისაღებად. როგორც კი "ღმერთები" შეიტყობენ, რომ ამა თუ იმ ტყეში ცხოვრობს და ასკეტურ ენერგიას აგროვებს რომელიმე "muni", ისინი იმწუთასვე ცდილობენ ხელი შეუშალონ მას. ამ საქმეში მათ ხშირად ეხმარება მზეთუნახავი (asparas), რომელსაც მიუგზავნიან ხოლმე ამ ადამიანს, რათა ყურადღება დაუფანტონ. ამაყ "მუნისა" და "ღმერთებს" შორის იწყება პაექრობა. ხშირად "მუნი" ჭრილობებსა და მთელ რიგ დაზიანებებსაც კი აყენებს "ღმერთებს".


IPB-ს სურათი

asparas


ამგვარი მითები ძლიერ დამახასიათებელია ძველი ბრაჰმანიზმისთვის. აქ ღმერთები და ადამიანები ერთმანეთის მოპაექრეები არიან, რამაც რელიგიური ცნობიერება "ღმერთების" უძლეველობის დაკნინებამდე და დამცირებამდე მიიყვანა. ამის გამო რელიგია უკვე აღარ არის რელიგია და, გასაგებია, რომ რელიგიური აზროვნება აქ ვერ შეჩერდებოდა. ამასთანავე, წარმოდგენა სამყაროზე, როგორც თვითნება და ახირებულ ჯადოქართა ბრძოლის ველზე, ნამდვილად ეწინააღმდეგება ბუნებრივ მოვლენათა ფაქტობრივ სინამდვილეს, სამყაროს საერთო წყობას. ეს ფაქტი კი სამყაროს წყობის (არსებობის) რაღაც სხვა, ღვთაებრივი სუბსტრატის არსებობას ვარაუდობს და ძველი ბრაჰმანიზმი მის პოვნას ბრაჰმის იდეაში აპირებდა.

სიტყვა brahman საკუთრივ ღვთისმსახურებას ნიშნავს. თუ ვედისტურ ეპოქაში ღვთისმსახურება განიღმრთობოდა და ხან "ღმერთი" brahspati-ს ხან კიდევ brahmanspati-ს სახეს ღებულობდა და ღვთაებრივი მოგვის როლს თამაშობდა, ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქაში, როდესაც მსხვერპლშეწირვამ და მასთან დაკავშირებულმა ასკეტურმა ვარჯიშებმა დამოუკიდებელი კოსმიური სახე მიიღეს და ღმერთებისა და ადამიანებისთვის მაგიური ძლიერების წყაროდ იქცნენ, ბრაჰმის მცნებამ სრულიად ახალი და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ანუ: მაგიური ძლიერების წყაროდან ის ყოფიერების წყაროში ყოფიერების ერთგვარ "რეზერვუარად" გადაიქცა. ანუ სუბსტანციად იქცა, რომელიც ყოფიერების სისრულეს არის დაუფლებული.

ბრაჰმა ერწყმის ატმანს (atman), ანუ სამყაროს სულს, ივარაუდება, რომ სამყაროში ყოველივე არსებული აუცილებლად შეიცავს თავის თავში ბრაჰმის იმ ნაწილს, რომლის გარეშე არ არსებობს ყოფიერება. ყოველივე წარმავალია ბრაჰმის გარდა. ყველაფერი ინგრევა (ბრაჰმის "ღამეები") და მერე, შესაძლოა, ისევ შეიქმნას (ბრაჰმის "დღეები") - ბრაჰმა კი რჩება. ამ ეპოქაში ბრაჰმა უმთავრესად რაღაც განყენებული ცნებაა ("აბსოლუტური ყოფიერება", "სუბსტანცია") და არა ანთროპომორფული ან, საერთოდ, გონიერი არსება.

ბრაჰმის, როგორც ყოველივე არსებულის (მათ შორის ღმერთებისაც) საერთო და, ასე ვთქვათ, პასიური წყაროს იდეა ბრაჰმანიზმის მთავარი, დომინანტური იდეაა. ბრაჰმა წარმოდგება, როგორც აბსოლუტური ღმერთის სუროგატი, სწორედ რომ სუროგატი, რამეთუ რაიმე მორალურ, ზნეობრივ არსს ბრაჰმის იდეა არ შეიცავს. ბრაჰმა, მოცემული იდეის თანახმად, წარმოადგენს "სიცოცხლის საწყისს" და არა ცოცხალ პიროვნებას.
ბრაჰმის იდეასთან დაკავშირებულია სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ეპოქისა, - ანუ სწავლება სულთა გადასახლების შესახებ.

თუკი, ბრაჰმის იდეის თანახმად, ყოველივე ერთი და იგივე მასალისგან - ბრაჰმის სუბსტანციისგან შეიქმნა, იშლება პრინციპული ზღვარი არა მხოლოდ ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ ადამიანსა და ცხოველს შორისაც.
სულთა გადასახლების საფუძვლები, შესაძლებელია, შორეულ წარსულში ანიმიზმისა და ტოტემიზმის გადმონაშთებში ძევს, მაგრამ ამის შესახებ ვედებში მინიშნებაც კი არ გვხვდება და, როგორც სისტემატური მოძღვრება, პირველად ძველი ბრაჰმანიზმის ხანაში ამ ეპოქის მთავარ და ახალ იდეასთან - ბრაჰმასთან დაკავშირებით შემოდის.

ამ იდეის თანახმად, სული არის ბრაჰმის ნაწილი. ის, წყდება რა თავის წყაროს, უერთდება სხეულს, მაგრამ საბოლოოდ მაინც უნდა დაუბრუნდეს ამ თავის პირველწყაროს და ისევ შეერწყას ბრაჰმას, ოღონდ ამისთვის განვითარების რამდენიმე სტადია უნდა გაიაროს და განიწმინდოს მატერიასთან კავშირისგან.

ზუსტად არის დადგენილი სულის განვითარების სტადიები. თავიდან ის ცხოვრობს (არსებობს) მატლებში და სხვა მის მსგავს არსებებში, შემდგომ გადასახლდება შედარებით პატივდებულ და ბოლოს დაბალი კასტის ადამიანის სხეულში, მისი სიკვდილის შემდეგ კი ზემდგომი კასტის წარმომადგენლის სხეულში და ა. შ. ასე გრძელდება გადასახლება, ვიდრე სული არ ჩასახლდება უმაღლესი კასტის წარმომადგენლის, ანუ ქურუმის სხეულში. მხოლოდ ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ დგება მატერიისგან "განთავისუფლების" ჯამი და სული თავისი გადასახლების ერთ-ერთ რომელიმე საფეხურზე რაიმე დანაშაულს ჩაიდენს ეს წესი დაირღვევა და ადამიანს უმდაბლეს საფეხურში მოუწევს გადასახლება. რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო დაბალია საფეხური, რომელშიც გადასახლდება "დასჯილი" სული.


IPB-ს სურათი

რეინკარნაციის მსხვერპლი laugh.gif (ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად) (ჩვენთვის ეს ხუმრობაა, მაგრამ კრიშნაიტებისა და რეინკარნაციის აღმსარებელთათვის მოსალოდნელი რეალობა, რომლისაც უნდა სწამდეთ).

ყოველი არსების ეს უნარი, - თავისი საქციელით განსაზღვროს თავისი სულის შემდგომი გზა, კარმად იწოდება. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სწავლება კარმის შესახებ მორალურია და შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ სტიმულს სათნო ცხოვრებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქისთვის კარმის იდეა, არც მეტი, არც ნაკლები, ოდენ კასტური წყობილების მისტიკური გამართლებაა.

ცოდვები, რომელთა გამოც ადამიანის სული უმაღლესიდან უმდაბლეს არსებამდე (საფეხურამდე) ეშვება, ძირითადად მდგომარეობს რიტუალების დარღვევაში, უფროსის უპატივცემულობაში, სიძუნწეში, განსაკუთრებით მოგვთა მიმართ გამოჩენილ სიძუნწეში და სხვა.

უფრო მაღალზნეობრიობის საწინააღმდეგო ხასიათის ცოდვები ასევე კასტური წყობის პოზიციიდან ფასდება. ასე, მაგალითად, უმაღლესი კასტის ადამიანი მკვლელის სული ჯოჯოხეთში მიდის (naraloka), საიდანაც მას კასტურ საფეხურებზე აღმასვლა უკვე თავიდან, მატლებიდან უწევს. თუ იმასაც მივუმატებთ, რომ ერთი და იგივე ცოდვისთვის უმაღლესი კასტის წარმომადგენელი უფრო მსუბუქად ისჯება (შედარებით უფრო დაბალი, მსუბუქი გადასახლება), ვიდრე დაბალის კასტისა, მაშინ ცხადი ხდება, რომ მორალზე, ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით, ლაპარაკიც კი ზედმეტია.

გაგრძელება იქნება.


შენიშვნა: თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი წოდებრივი მდგომარეობა იმ ქმედებათა მექანიკური შედეგია, რაც წინა ცხოვრებაში ჩაუდენია და მის ამჟამინდელ საქციელზე ბევრად იქნება დამოკიდებული მისი მომავალი ცხოვრება და სოციალური მდგომარეობა, რომ ეს ბუნების კანონია და არა ვინმეს მიერ მოგონილი თეორია, მაშინ იგი სოციალური უთანასწორობის არარსებობასაც ირწმუნებს: იქ, სადაც კარმული განვითარების პრინციპებს აღიარებენ, "სოციალური საკითხი" არ დგას.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
dzvelmartlmadidebeli   ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა   Jul 19 2010, 11:18 AM
Atman   dzvelmartlmadidebeli აბა შენ იც...   Jul 19 2010, 11:20 AM
Funkenstein   dzvelmartlmadidebeli აბა შენ იც...   Jul 19 2010, 11:28 AM
ქევანა   შეადარე მერე : )   Jul 19 2010, 11:39 AM
Atman   Funkenstein ინდუიზმთან მ...   Jul 19 2010, 11:55 AM
dzvelmartlmadidebeli   Atman ვედები, თუ არ ვც...   Jul 19 2010, 01:13 PM
Atman   dzvelmartlmadidebeli ვედებზე სა...   Jul 19 2010, 01:25 PM
ქევანა   dzvelmartlmadidebeli არ გაქეზებ,...   Jul 19 2010, 01:26 PM
Atman   პირად შეურაცხყოფ...   Jul 19 2010, 01:28 PM
Atman   "არა ჭამოთ არავით...   Jul 19 2010, 01:54 PM
terra   Atman ჩშშშშშშშშშშშშშ...   Jul 19 2010, 01:58 PM
Atman   http://a.pix.ge/n/2w7in.jpg იაშოდა (...   Jul 19 2010, 02:02 PM
terra   terra რატო მაჩუმებ? :ფ...   Jul 19 2010, 02:22 PM
k@the   Atman დააცადე ადამიან...   Jul 19 2010, 02:08 PM
Atman   k@the აქ იმდენად არა, ...   Jul 19 2010, 02:10 PM
Funkenstein   ატმან კრიშნამ კარა...   Jul 19 2010, 02:11 PM
ikanosi   დაიცადეთ რა თემას ...   Jul 19 2010, 02:13 PM
marine   კრიშნას ცხოვრება წ...   Jul 19 2010, 02:14 PM
Atman   marine მართლმადიდებლ...   Jul 19 2010, 02:32 PM
Funkenstein   marine რაც შეეხება შვი...   Jul 19 2010, 02:41 PM
marine   marine მართლმადიდებლე...   Jul 19 2010, 02:44 PM
ikanosi   ჩვენ თავს მივიჩნე...   Jul 19 2010, 02:38 PM
Atman   სიყვარულის სხვად...   Jul 19 2010, 02:48 PM
marine   როცა ღმერთზეა საუბ...   Jul 19 2010, 02:51 PM
Atman   ისტორიული ფაქტია, ...   Jul 19 2010, 02:51 PM
terra   Atman ვაკრუგ და ოკალა ...   Jul 19 2010, 02:51 PM
marine   Atman ვაკრუგ და ოკალა ...   Jul 19 2010, 02:52 PM
terra   :lol: :lol: ქონდა ოხრად. ...   Jul 19 2010, 02:53 PM
marine   წუწკი ეგა :ფიქრი1: გ...   Jul 19 2010, 02:54 PM
Atman   marine კიდე რამდენჯერ...   Jul 19 2010, 02:52 PM
ikanosi   მამა როგორ უნდა გი...   Jul 19 2010, 02:53 PM
Atman   terra "იგი სხვაა სიძ...   Jul 19 2010, 02:54 PM
marine   terra ასე თუ გაგრძელდ...   Jul 19 2010, 02:57 PM
ikanosi   ატმანი იტყვის ეგ ს...   Jul 19 2010, 02:55 PM
ლეონტი   Atman დრო მომწიფდა ფორ...   Jul 19 2010, 02:57 PM
ლეონტი   რაშიც ჩვენ დაგეხმა...   Jul 19 2010, 02:57 PM
აკაკი   მე არ მესმის რატომ ...   Jul 19 2010, 02:58 PM
Atman   კარგი წავედი. ოღონ...   Jul 19 2010, 02:59 PM
ლეონტი   აბა ჰე იმედია ბოლო ...   Jul 19 2010, 03:01 PM
terra   აბა ჰე იმედია ბოლო ...   Jul 19 2010, 03:29 PM
აკაკი   მემგონი ეწყინა?! :(...   Jul 19 2010, 03:06 PM
marine   მემგონი ეწყინა?! :...   Jul 19 2010, 03:21 PM
ლეონტი   ჰო კი და მერე ამოვბ...   Jul 19 2010, 03:08 PM
marine   ატმანმა ფორუმი კი ...   Jul 19 2010, 03:31 PM
terra   ატმანმა ფორუმი კი ...   Jul 19 2010, 03:33 PM
dzvelmartlmadidebeli   Atman გადავხედე მაგრ...   Jul 19 2010, 04:28 PM
marine   აგერ, მოჰკიდა ხელ...   Jul 20 2010, 12:21 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000][center]სატანის ც...   Jul 19 2010, 04:48 PM
ქევანა   კრიშნას ცოლებზე რო...   Jul 19 2010, 08:12 PM
dzvelmartlmadidebeli   კრიშნას ცოლებზე რ...   Jul 19 2010, 10:30 PM
Fee   dzvelmartmadidebeli " ხან კიდე...   Jul 19 2010, 08:33 PM
dzvelmartlmadidebeli   Fee სასაცილო ის კი ა...   Jul 19 2010, 10:41 PM
Fee   Fee სასაცილო ის კი არ...   Jul 20 2010, 09:05 PM
ქევანა   ჩემთვის არ არის :D მ...   Jul 19 2010, 11:33 PM
ikanosi   გეფიცებით ჭეშმარი...   Jul 19 2010, 11:35 PM
ქევანა   ikanosi ციც :D მეც ადამი...   Jul 19 2010, 11:48 PM
ikanosi   ქევანა ხოდა სოლომო...   Jul 19 2010, 11:50 PM
ქევანა   ikanosi ვაიმე იკან, მცხე...   Jul 19 2010, 11:53 PM
ikanosi   ქევანა მე კიდევ სი...   Jul 19 2010, 11:57 PM
ქევანა   ikanosi :მპუა: გაჩუმდი თ...   Jul 20 2010, 12:06 AM
ikanosi   ქევანა შენს სახელ...   Jul 20 2010, 12:17 AM
dzvelmartlmadidebeli   ქევანა შენი დასატ...   Jul 20 2010, 11:50 AM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000][center]სატანის ც...   Jul 20 2010, 04:57 PM
ქევანა   marine ხო, სოლომონი ადა...   Jul 20 2010, 09:18 PM
ikanosi   უკეთესი ვერაფერი ...   Jul 20 2010, 09:33 PM
dzvelmartlmadidebeli   Fee ერთნაირად უწევთ ...   Jul 20 2010, 09:59 PM
ikanosi   dzvelmartlmadidebeli ყველა ერთ ჩ...   Jul 20 2010, 10:09 PM
dzvelmartlmadidebeli   ikanosi ვერ გავარჩიე რ...   Jul 20 2010, 10:41 PM
Fee   ikanosi [color=#CC0000][center]ბიბლი...   Jul 22 2010, 01:00 PM
dzvelmartlmadidebeli   აქ არაფერია ნათქვ...   Jul 22 2010, 02:09 PM
Fee   სულის შესახებ რატ...   Jul 22 2010, 06:53 PM
ikanosi   ცილს გვწამებ მეგო...   Jul 20 2010, 11:03 PM
dzvelmartlmadidebeli   ikanosi ცილისწამება სუ...   Jul 21 2010, 12:53 AM
izi-bartki   dzvelmartlmadidebeli აბა ეგ ვერ ...   Jul 21 2010, 10:52 PM
karpaki   dzvelmartlmadidebeli აბა ეგ ვერ ...   Jul 22 2010, 01:15 PM
dzvelmartlmadidebeli   izi-bartki ეგ რომ ძნელი გ...   Jul 22 2010, 02:09 AM
ikanosi   სჯერა არაფერი სუს...   Jul 22 2010, 01:09 PM
ikanosi   karpaki ხოდა ჯერ საკუთა...   Jul 22 2010, 01:19 PM
karpaki   karpaki ხოდა ჯერ საკუთა...   Jul 22 2010, 01:21 PM
ikanosi   ხოდა იმშვიდე :) საკ...   Jul 22 2010, 01:27 PM
karpaki   ხოდა იმშვიდე :) საკ...   Jul 22 2010, 01:31 PM
ikanosi   karpaki ვინ გითხრა მერე...   Jul 22 2010, 01:34 PM
karpaki   karpaki ვინ გითხრა მერ...   Jul 22 2010, 01:41 PM
ikanosi   სად დავხუჭე? მე მხ...   Jul 22 2010, 01:48 PM
marine   დედამიწაზე ერთხელ ...   Jul 22 2010, 03:12 PM
Funkenstein   წმიდა ეპისკოპოსი ე...   Jul 22 2010, 03:26 PM
terra   Funkenstein ჯიგარ. ვ იაბლო...   Jul 22 2010, 03:45 PM
TragicomiX   ამ თემის გამო დავრ...   Jul 22 2010, 04:59 PM
terra   TragicomiX და ჯაპას ნაცვლ...   Jul 22 2010, 05:35 PM
mata   TragicomiX გამარჯობა. კეთ...   Jul 22 2010, 05:37 PM
TragicomiX   terra კი მიცდია და ჩ...   Jul 22 2010, 06:12 PM
ა ნ უ კ ა   dzvelmartlmadidebeli :o ღმერთმა ...   Jul 22 2010, 06:17 PM
terra   TragicomiX აჰა, გასაგებია...   Jul 22 2010, 06:18 PM
აკაკი   TragicomiX იხილე, ნუუკუე ...   Jul 22 2010, 06:26 PM
TragicomiX   terra თუ ამ სიტყვებს ...   Jul 22 2010, 06:30 PM
Funkenstein   terra თუ ამ სიტყვებს პ...   Jul 22 2010, 09:14 PM
terra   ატმან შენა ხაარ? :lol...   Jul 22 2010, 10:13 PM
terra   TragicomiX ქვეტექსტით ვა...   Jul 22 2010, 06:36 PM
mata   TragicomiX სად დადიხარ,რ...   Jul 22 2010, 09:37 PM
k@the   თემას თუ არ გადაუხ...   Jul 22 2010, 10:21 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 07:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი