![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ჩავთვალე ეს თემა აუცილებელად ყოფილყო აქ, რადგან სრულიად სხვა თემაში :" წმიდანები, ხატები" წარიმართა დისკუსიები, მაშ აგერ თქვენ ადგილი და გავარკვიოთ, მაინც ვის დავუჯეროთ? ვინ განმარტავს ბიბლიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
alex_b |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
კანონისტო!
სანიმუშო პასუხია ![]() მაგრამ არც ისეთი, პასუხის პასუხი რომ არ მქონდეს ![]() ისე უბრალოდ არ იფიქრო, რომ კამათისთვის ვკამათობ. უბრალოდ ეს ფორუმია, სადაც უნდა გამოვთქვათ აზრები და შევედავოთ ერთმანეთს. ასე, რომ ეხლა ჩემი ჯერია. QUOTE ჯერ ის ვთქვათ, რომ არაბი მუსლიმებიც არსებობენ სხვათაშორის რომლებსაც შესანიშნავად ესმით არაბული. შენ სხვა არგუმენტი თქვი კი რა თქმა უნდა არსებობენ, რომელთაც ესმით შესანიშნავად არაბული, მაგრამ აბა ის თუ იცი არაბები მუსულმანების რამდენ პროცენტს შეადგენს? მე არ ვიცი მაგრამ ის ვიცი, რომ მსოფლიოში დაახ. 1 300 000 000 მუსლიმია. და აქედან ალბათ 10% პროცენტი თუ მიხვდება რას ლოცულობს. ასე, რომ ეს არგუმენტი ჩაგივარდა ![]() QUOTE ჯერ ერთი მინდა გითხრა, რომ არსებობს საგანგებო ნამაზი (ას-სალათი), რომელიც აღევლინება ისა წინასწარმეტყველის სახელზე და თხოვენ მეორედ მოსვლის ჟამს შეწევნას (!) რამდენადაც ყურანის მიხედვით ისა წინასწარმეტყველი განიკითხავს მსოფლიოს (!), მათ შორის მუჰამმადსაც [შენდობას ვითხოვ ძე ღვთისას წინასწარმეტყველად მოხსენიების გამო ] როგორც ჩანს უფრო კონკრეტულად უნდა მეთქვა. ისა ფეიხამბერი (იესო წინასწარმეტყველი) ყურანიდან, აშკარად არ არის ის იესო, რომელსაც ბიბლია გვასწავლის. ყურანი ამცირებს იესოს და არ წარმოაჩენს მას ისე, როგორც ბიბლია. რაც შეეხება იესო ქრისტესადმი რწმენას, უფრო დავაკონკრეტებ. ადამიანს გადაარჩენს რწმენა იესოსადმი ისე, როგორც გამომსყიდველური მსხვერპლისადმი. იესო ქრისტე კაცობრიობის ცოდვებისათვის გაეკრა ჯვარზე და მან იტვირთა ჩვენი დანაშაული. ჩვენს გამო დაისაჯა. და მე თუ მივიღებ იესოს, როგორც მეფეს, უფალსა და მხსნელს, ეს მსხვერპლი მოქმედი გახდება ჩემს ცხოვრებაში და მომცემს ცოდვების მიტევებას. (და არა რომელიმე კონფესიის დასახელება, თუნდაც წარმომავლობა). მუსლიმების რწმენა ისა ფეიხამბერზე არის ის, რომ მოვიდა ღმერთის წინასწარმეტყველი მოგვცა წიგნი ინჯილი, რითაც თორა შეცვალა, ხოლო შემდეგ წაიყვანა ღმერთმა. მას შემდეგ კი მოგვევლინა მუჰამედი, რომელიც ბოლო იყო და მისი წიგნი "ყურანი" ყველაზე უპირატეს წიგნად ითვლება. მუსლიმები დაბეჯითებით უარყოფენ იმას, რომ იესო ქრისტე მოკვდა ჯვარზე ადამიანთა ცოდვებისათვის. მათი აზრით ღმერთმა "მოატყუა" ადამიანები და ქრისტეს ნაცვლად იუდა ისკარიოტელი უცვიათ ჯვარს და იესო ეგონათ. http://www.islam.ru/lib/Isa/ne_raspyat/ შეგიძლია ეს ნაშრომი წაიკითხო. QUOTE რა, ანუ მთავარი სწორი რწმენაა, ცხადია სამების მორწმუნე სექტანტი თუ მწვალებელი უფრო წინ დგას, ვიდრე მუსლიმი, მაგრამ ის მაინც არ არის შემოქმედის მართლად მადიდებელი ისე გლახა რომ ვიყო გეტყოდი: კიდევ კარგი შენი გადასაწყვეტი არ არის ვინ ადიდებს სწორად შემოქმედსო. ჩემი სახელით კი გეტყვი. ერთ მაგალითს მოგიყვან, მაგრამ ისევ ბიბლიიდან. (ისე სხვებიც შემიძლია თუ დაინტერესდები). იყო კორინთელთა ეკლესია აქაიაში, რომელსაც ჰქონდა გადახვევები როგორც დოგმატურ, ისე მორალურ საკითხებში. მაგრამ პავლე მოციქული მათ მიმართ როცა ეპისტოლეს წერას იწყებს მათ "წმინდანებად" მოიხსენიებს. ასევე უწოდებს "ქრისტეს ეკლესიას" და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს არც ერთი ეკლესია მათ შორის არც მართლმადიდებლური, რომელიც სრულყოფილი იქნება დოქტრინალურ და მორალურ სწავლებებში. მაგრამ როგორც ვხედავ ღმერთი მოწყალეა თავის მოშიშთა მიმართ და მათში პირველ რიგში ნაკლს კი არ ეძებს არამედ სიყვარულს. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 07:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი