![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.
![]() იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
Fee
ციტატა ნუ შენ უძლური ხარ და ღმერთი გაპატიებს ერთნაირად უწევთ საკუთარ თავს რეკლამას: "უძლური ხარ", "ტესტირება უნდა ჩაგიტარო"... შენ რა ძლიერი ხარ? რაში ხარ ძლიერი? ჩემი უძლურებით ვარ ძლიერიო, პავლე მოციქული ამბობდა. თუ მე რამეში უძლური ვარ სულაც არ არის ეს საძრახისი, მთავარია თქვენთან დავაში ვარ მართალი. ციტატა როცა იმ დასკვნამდე მიხვალ რომ ღმერთი ერთი და დიდია რომ, ჩემი ღმერთი და შენი ღმერთი არ არსებობს მაშინ ვისაუბროთ ღმერთი ერთია და ჭეშმარიტად დიდი და ის არის მამა, ძე და სულიწმიდა. თქვენი კრიშნა კი თვითონ არის დემონი. მე ერთხელ უკვე დავწერე, რომ ჩემი სარწმუნოების მიხედვით, ყველა სხვა "ღმერთი" დემონია: "ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმუნი). ციტატა არცერთი რელიგია არ ქადაგებს სადიზმს, ქურდობას და გარყვნილებას. რელიგია, რომლის ღმერთი თვითონ ქურდობს და 16 000 ქალთან სქესობრივ კონტაქტს ამყარებს, სწორედაც რომ აქეთკენ უბიძგებს თავის ადეპტებს... ღმერთს თუ აქვს ამის უფლება, კაცს ვინღა დაუშლის. მოციქულმა პავლემ თქვა: "მობაძავ ჩემდა იყავით, როგორც მე ქრისტესა". ჩვენ მოციქულებსა და ქრისტეს ვბაძავთ, ის კი არ იპარავდა, არ მრუშობდა, იყო უბიწო, უმანკო და წმიდა. ქრისტესა და კრიშნას (ან ნებისმიერი ინდუისტური ღმერთის) შედარება ნათლად გვიჩვენებს თუ რომელი ღმერთი უფრო ზნეობრივია და კეთილი. ციტატა სურათი ცოტა უხამსია და ჩაასწორე, ეგ არ გეწყინოს ოღონდ ციტატა უკეთესი ვერაფერი შეარჩია? რეინკარნაციის იდეის კრიტიკისთვის, სურათის ქვეტექსტი სრულიად გასაგებია... დაბოლოს, როგორც კი გავხსენი ახალი თემა: "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა", იმწამსვე დაიწყო თქვენი კრიტიკა და თავდასხმები. მსუბუქი მუქარები... ირონიაც გაისმა თქვენი მხრიდან... თან გინდათ, რომ ჩუმად გიყუროთ და ხმაც არ ამოვიღო... ძალიან გაუთამამებიხართ თქვენ ფორუმის ადმინისტრატორებს... ძალიან... ამ თემის გახსნით მე სურვილი მქონდა (და მაქვს ეხლაც) გამომექვეყნებინა ნაშრომები (ძირითადად ქართულ ენაზე, ყველასთვის მისაწვდომი რომ ყოფილიყო), რომლებიც აჩვენებდნენ ინდუისტური რელიგიების სიმცდარეს და ქრისტეანობის ჭეშმარიტებას. თქვენი პროტესტი ამის წინაშე, არის ბრძოლა ქრისტეანობის, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და მე, თუკი მე მეხება საქმე, უკან დახევას არ ვაპირებ. თემებიც გაგიხსნიათ თქვენი სარწმუნოების პოპულარიზაციისთვის და ვგონებ არც არავინ გეწინააღმდეგებათ. სამწუხაროდ, საქართველოში ინდუისტურ რელიგიებს ცუდად იცნობენ, ამიტომაც საჭიროა ამგვარი თემა და მასთან დაკავშირებული ნაშრომების გამოქვეყნება, რომ ადამიანებმა შესძლონ ქრისტეანობისა და ინდუისტური სისტემების ურთიერთშედარება და საჭირო დასკვნების გაკეთება. დაიწყო ეს საქმე და თქვენმა თავდასხმებმაც არ დააყოვნა... თქვენ თუ გაქვთ შესაძლებლობა პოპულარიზაცია გაუწიოთ ინდუიზმს (ყველა მის გამოვლინებას) თქვენს მიერ გახსნილ თემებში, მგონი მეც და ნებისმიერ ფორუმელს აქვს ასევე უფლება, პოპულარიზაცია გაუწიოს თავის სარწმუნოებას. მე მართლმადიდებელი ვარ და მინდა ინდუიზმი განვიხილო მართლმადიდებლური სარწმუნოების შუქზე. თქვენი წინააღმდეგობა კი თქვენს კადნიერებას წარმოაჩენს ჩემი სარწმუნოების წინაშე. თქვენ კრიჭაში უდგეხართ ჩემს ღმერთს. ნება თქვენია. ღმრთისაა სამართალი და მან მოგაგოთ, მე კი დამშვიდებული განგვაგრძობ ჩემს საქმიანობას და მომავალში კვლავაც დავდებ ინდუისტური სისტემების მამხილებელ მეცნიერთა გამოკვლევებსა და წმიდა მამათა სწავლებებს. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 07:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი